არ გეგონოთ, საზარელ მკვლელობათა ისტორიიდან ამომეღოს მოცემული სურათი. ეს “დასახიჩრებული” სხეული ჯონ ისააკსის შემოქმედებიდანაა.
არ ვიცი, რა ემართებათ ხელოვანებს. სრულიად ამოწურეს ადამიანის ფიზიკური და სულიერი მშვენიერება და ახლა ამ უკანასკნელს სხეულის შიგნით ეძებენ, სამყაროს ბრუნვადობიდან გამომდინარე ისევ პირველყოფილ კანიბალზმს უახლოვდებიან თუ სექსუალურ მოთხოვნილებათა უხეშ აფიშირებას ახდენენ, თუმცა მოცემული სკულპტურები ხელოვნების ერთ-ერთ დარგს განეკუთვნება და მათი შემქმნელებიც თავდაუზოგავად “ასახიჩრებენ” არა მხოლოდ ადამიანის სხეულს, სულს, პირადად ჩემი მოსაზრებით – ხელოვნებასაც.