სწრაფი სესხი

Don Mindia - Mindia (ApocaLyptic Image)


“731 სისხლიანი საკურა”

იაპონიის მიმართ ჩინეთს,ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს,ყოველივე კი ამომავალი მზის ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამეფებული დაუსჯელობის სინდრომით იყო გამოწვეული.სამხედრო დამნაშავეები დაუსჯელად დაიარებოდნენ იაპონიურ მიწაზე და ზოგიერთ მათგანს საკმაოდ საპატიო თანამდებაც ეკავა.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სისასტიკითა და არაჰუმანურობით ცნობილი “731-ე შენაერთის”,რომლის წევრებმაც ისეთი დანაშაული ჩაიდინეს,რომლის მცირე ნაწილის შესახებ ცნობებიც კი თმას ყალყზე აყენებს.

“უცნობი ბავშვის საქმე”

ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუხსნელი საქმის შემდეგ,მორიგ საქმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.სიტუაცია ისევ აშშ_ში ვითარდება,საქმე ისევ ბავშვის(რომლის ვინაობა დღემდე უცნობია) წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება.”ლინდბერგის საქმისგან” განსხვავებით აქ არ იკითხება სამართალდამცველთა აფსურდული ქმედებები და არც უდანაშაულო ადამიანის დასჯამდე მივდივართ.თავისი პერიპეტიებით “უცნობი ბავშვის საქმე” საკმაოდ საინტერესოა.

ლინდბერგის საქმე 3

I ნაწილი – შემთხვევა ჰოუპველში და 20 თვის ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუჩინარება,სამართალდამცველთა გულგრილობა და ნაპოვნი კონვერტი ბავშვის ოთახში,შუამავლის გამოჩენა და კავშირი “ჯონისთან”,ორი შეხვედრა სასაფლაოზე და კონვერტების გაცვლა,სიცრუე,უიმედობა და გზის პირას აღმოჩენილი გვამი.
II ნაწილი – გვამის ამოცნობა და გაკვეთა,საეჭვო დასკვნა და ოპერატიული კრემაცია,შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურზე,ოქროს სერთიფიკატები და კვალზე გასული პოლიცია,დაკავებული ეჭვმიტანილი და გაყალბებული რეალობა,”შერლოკ ჰოლმსი” და სამი ადვოკატი,სასამართლოს “სტარტი” და გაკვირვებული სახეები…

ლინდბერგის საქმე 2

“ლინდბერგის საქმის” პირველ ნაწილში განვიხილე მოვლენები 1932 წლის 1 მარტიდან(ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გატაცების თარიღი) 12 მაისამდე(როცა სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა უილიამ ალენმა ტყის სიახლოვეს გამავალ გზაზე,სატელეფონო ბოძთან აღმოაჩინა ბავშვის გვამი).ამ მცირე პერიოდში ლინდბერგების ოჯახმა მრავალი ღამე თეთრად გაათენა,იყო იმედები და იმედგაცრუებები,ხანმოკლე სიხარული და ისევ იმედგაცრუება.12 მაისის მოვლენებმა კი საბოლოოდ ბოლო იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო და წყვდიადმა დაისადგურა.ვნახოთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბავშვის(ჯერ კიდევ დასადგენია ეკუთვნოდა, თუ არა გვამი პატარა ჩარლზს) გვამის აღმოჩენის შემდეგ.

ლინდბერგის საქმე

1927 წლის 20 მაისს 7:52 წუთზე ამერიკელი პილოტის ჩარლ ლინდბერგის ერთძრავიანმა მონოპლანმა,სახელად “სენტ ლუისის სული” სტარტი აიღო და შეასრულა პირველი ტრანსატლანტიკური რეისი ნიუ იორკი–პარიზი.ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ავიაციაში და ისეთივე გამოხმაურება მოჰყვა,როგორც შემდგომ პერიოდში გაგარინის კოსმოსში გაფრენასა და “აპოლონ 11″_ის მთვარეზე ვოიაჟს.
ამის შემდეგ იყო ჩარლზის აღიარება “ამერიკის სიამაყედ” და 50მდე სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს მიღება,საყოველთაო აღიარება და სიყვარული.გავა მცირე ხანი ჩარლზი მიიღებს აშშ_ს არმიის პოლკოვნიკის წოდებას,გახდება აშშ_ს თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი ავიატექნიკის დარგში,იკავებს საკმაოდ საპატიო და შემოსავლიან ვიცე–პრეზიდენტის პოსტს ავიაკომპანია “პან ამერიკან”_ში.მისი ცხოვრება ბედნიერების “კალაპოტში მიედინებოდა”… მაგრამ ამ დროს “არ ეძინა სატანას” და დიდი ტრაგედიას უმზადებდა საგმირო საქმეების ავტორ პილოტს.

ამელია ერჰარტი

1936 წლის ზაფხულში დღის სინათლე იხილა ორძრავიანმა მონოპლანმა “Lockheed Model 10 Electra”,ეს სიახლე კი ცნობილ ქალ პილოტს ამელია ერჰარდის თავისი მთავარი ოცნების განხორციელების საშუალებას მისცემდა,ამ ოცნებას კი სახელად ერქვა “მსოფლიოს გარშემო ფრენა”.თუმცა საბოლოოდ ეს ოცნება ტრაგედიად იქცა,ტრაგედიად რომელმაც ამელია ერჰარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ საბედისწერო ფაქტამდე მცირე ხნით ადრე ამელიამ განაცხადა:“მალე რეკორდები უკანა პლანზე გადაიწევენ და აღარ მოგვევლინებიან პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად.ავიაციის მთავარი შემოქმედის “გვირგვინი” გადაეცემა კარგად მომზადებულ ავია–ინჟინერს,ხოლო პილოტ–რეკორდსმენები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ”.
ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.

ატმოსფეროს “საზღვრის” რღვევა – ადამიანი კოსმოსში


ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ,როცა ადამიანმა ატმოსფეროს საზღვარს გასცდა და კოსმიური სივრცე დააგემოვნა.1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი კოსმოსურ ხომალდ “ვოსტოკ”_შია და ჩვენს მშობლიურ პლანეტას ილუმინატორიდან დაჰყურებს.დაესვა წერტილი აშშ_სა და საბჭოთა კავშირის ბრძოლას კოსმოსის დაპყრობისათვის,გამარჯვება საბჭოთა კავშირს ერგო და აშშ დროებით გვერდზე აღმოჩნდა.

“მომაკვდინებელი კაიფი”


დრო გადის და ისტორიის სქელტანიანი წიგნს ფურცლები ემატება.ხდება ფასეულობათა გადაფასება,გააზრება და წარსულის ბევრი აჩრდილი მიუღებელი ხდება…
არცთუ შორეულ წარსულში ნარკოტიკულ ნივთიერებებს უებარ სამკურნალო საშუალებებად თვლიდნენ,გავიდა დრო და აღმოჩნდა,რომ ეს “წამლები” დამანგრევლად ზემოქმედებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყურადღებას გავამახვილებ მეტამფეტამინზე,რომელიც ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება,თუმცა თვადაპირველად მას სულ სხვა მიზნით იყენებდნენ,რამაც დამღუპველი შედეგი იქონია.გადავეშვათ წარსულის მორევში და ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.

ბლუზმენი გზაჯვარედინზე


მუსიკა გენიია,რომელსაც უკვდავებამდე მივყავართ… მუსიკა ენერგიაა,რომელიც ანგრევს კედლებს…
მუსიკალური მიმდინარეობის ჩამოყალიბებისა თუ გარკვეულ მუსიკოსთა შესახებ არაერთი ლეგენდაა გავრცელებული,თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ბლუზის გენიალური შემსრულებლის,რობერტ ჯონსონის შესახებ გავრცელებული მითია.ეს ლეგენდა გიამბობს ახალგაზრდაზე,რომელმაც ბლუზის ვირტუოზული შესრულებისთვის სული ეშმაკს მიყიდა.მან უკვდავებას არჩია მუსიკალური სილამაზე,ამ სილამაზით კი რობერტ ჯონსონმა ღრმა კვალი დატოვა მუსიკაში,დღესაც გაისმის მისი ხმის ტემბრი და გიტარის სიმფონია.

“ჰინდენბურგის” ბედისწერა


ადამიანი,რომ ოდითგანვე ფრენასა და ცაში ნავარდზე ოცნებობდა,ეს თემა არახალია.ამ ოცნებებმა საუკუნეთა განმავლობაში ფრთები შეისხა და ის დრო არაა შორს,როცა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელოვნური ფრთებით ცაში “გასეირნება”.თუმცა ყოველივე ამას მსხვერპლი ახლავს თან.

© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE