სწრაფი სესხი

blogerlady - Bloger Lady


საფეხმავლო ხიდი – „ჰენდერსონის ტალღები“


თუ ჩვენ ადრე, ყოველთვის აღფრთოვანებულნი და მოხიბლულები ვიყავით მარტივი წყლის ზედა ან საგზაო, საავტომობილო ხიდებით, ამჟამად კი ჩვენ მოვხვდებით მსოფლიოში ყველაზე ლამაზ საფეხმავლო ხიდზე, ე წ (ეგრეთ წოდებული) ჰენდერსონის ტალღების (Henderson Waves) ხიდზე.

ყველაზე გრძელი წყლის სასრიალო ბრისტოლის მთავარ ქუჩაზე -„პარკ-სტრიტზე“


პორტი-საგრაფო ბრისტოლი მდებარეობს დასავლეთ ინგლისში, მდინარე ეივონზე – ატლანტის ოკეანის შესართავთან. 4 მაისს კი, სწორედ ბრისტოლის (Bristol) ცენტრალური ქუჩა „პარკ-სტრიტი“, გადაიქცა ყველაზე გრძელი წყლის სასრიალო ატრაქციონად.

სააბაზანო ოთახი ლიფტის შახტის ზემოთ


არის ეს მსოფლიოში ყველაზე დამაშინებელი აბაზანა? ტუალეტი მდებარეობს მრავალ სართულიანი შენობის ლიფტის შახტის ზემოთ.

მსოფლიო ოკეანის ნაგვისგან დამზადებული ცხოველების სკულპტურები


აქ წარმოდგენილი ცხოველების სკულპტურები დამზადებულია ნაგვისაგან, რომელიც ამოღებულია მსოფლიო ოკეანიდან. მსოფლიო ოკეანე, როგორც ვიცით იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად:

60 წლის პენსიონერმა წვერი მოუშვა და გახდა ფეშენ-მოდელი


თანამედროვე მამაკაცისათვის საკმაოდ მარტივია გახდეს fashion-მოდელი: საკმარისია წვერის გაზრდა, და თქვენ უკვე მოდების ჟურნალის გარეკანზე ხართ ! (ნახეთ ვიდეო:) ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე მოხვდა 60 წლის ფრანგი ფილიპ დიუმა (Philippe Dumas), მოდების ჟურნალის გარეკანზე.

4 კნუტი მოგროვდა ერთად ქუჩის მუსიკოსის მოსასმენად


მალაიზიელმა ქუჩის მუსიკოსმა გადაწყვიტა ქუჩის დატოვება, იმის გათვალისწინებით, რომ მის გარშემო აღარ იყო იმდენი მოსურნე ადამიანი, რომ მოესმინათ მისი სიმღერები. მაგრამ, ცოტა ხანი მაინც დარჩა და როგორც კი, მან დაიწყო სიმღერა თავის შესაქცევად- გართობის მიზნით, მალე გამოჩნდა მომხიბვლელი, პატარა პუბლიკა …

ცხოველები, რომელთა წვერებისაც შეშურდებათ ყველაზე თანამედროვე ჰიფსტერებსაც(ნაწ I)


ამ სიაში მოცემულ ზოგიერთ ცხოველებს აქვთ ისეთი წვერები, რომლებისაც შეშურდებათ ყველაზე თანამედროვე ჰიფსტერებსაც, ესეიგი ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენის განსხვავებული ხერხები აქვთ და როგორც ვიცით, ისინი უპირატესობას ვინტაჟს ანიჭებენ.

როგორ ათენებენ ღამეს ალპინისტები


ალპინისტებში, როგორც ჩანს, სრულიად დაკარგულია შიშის გრძნობა! და, რომელ შიშზეა ლაპარაკი? არის ეს ფიზიკური შიში, შიში ფიზიკური ტკივილის? თუ, ესაა ფსიქოლოგიური შიში საფრთხის, გაურკვევლობის, ხელახალი ტკივილის? სრული უსაფრთხოების არ ქონის? რა არის ეს, რისიც უნდათ ეშინოდეთ მთამსვლელებს?

მეტრო მემანქანის გარეშე დუბაიში


დუბაი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე, ხოლო დუბაი მეორე უდიდესი საამიროა დედაქალაქ აბუ-დაბის შემდეგ და ერთ–ერთია იმ შვიდი საამიროდან, რომლებიც ქვეყანას ადგენს. (ნახეთ ვიდოები:)

ნიდერლანდების მკვიდრმა გააკეთა ჰელიკოპტერი თავისი კატის ფიტულისგან


ჰოლანდიელმა მხატვარმა, ხელოვანმა და ფერმწერმა დაამზადა თავისი საყვარელი, მკვდარი კატისგან ფიტული და მის კიდურებზე მიამაგრა 4 პროპელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , მან დაამზადა როტორიანი საფრენი აპარატი, სადაც ამწევი და მამოძრავებელი ძალები იქმნება როტორების მიერ. ეს აძლევს ჰელიკოპტერს, ამ შემთხვევაში კი „მკვდარ“კატას ვერტიკალურად აფრენა-დაჯდომის, ცაში ლივლივის, წინ, უკან და გვერდულად ფრენის საშუალებას, რომელსაც ოსტატი სპეციალური პულტით მართავს.

© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE