არქივი

სასტუმრო ქათმებისათვის

ca14e469fe6f
ინგლისში კორნუოლის საგრაფოს მკვიდრმა დევიდ რობერტსმა უჩვეულო სასტუმრო გახსნა.

ოტელი, რომელმაც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მრავალფეროვან მომსახურებას. ადგილობრივ ქათმებს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ Oddity Central ავრცელებს. ინგლისელი ბიზნესმენის განმარტებით, მსგავსი სასტუმროს გახსნით ის ადგილობრივ ფერმერებს დაეხმარება. „იმ შემთხვევაში თუ ფერმერებს მამულის დატოვება მოუწევთ, ვთავაზობთ ფრინველები ჩვენს სასტუმროში დატოვონ.“- განმარტავს რობერტსი.
88e2a282a0ba

165b5b4c9ee3

ამასთან, ბიზნესმენი აცხადებს, რომ კლიენეტების ბუმი მის სასტუმროში შობის დღესასწაულს დაემთხვა. რაც შეეხება მომსახურებას: შინაურ ფრინველს სასტუმროში ღამის გათენება სულ რაღაც 2 ფუნტი და 75 პენსი დაუჯდება. საფასურში შედის 8 ადგილიანი „ნომერი“ და სამჯერადი კვება. იმ ფერმერებისთვის კი, ვინც სასტუმროში ერთდროულად რამდენიმე ფრინველს მიიყვანს, სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.
cd7e6f63a96c
აღსანიშნავია, რომ რობერტსის მიერ გახსნილი ფრინველთა სასტუმრო მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. ამასთან, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ბიზნესმენები შინაურ ცხოველებს მსგავს სერვისს სთავაზობენ.
062c9a6bfb76

Back to top button