არქივი

ციხე-სასტუმრო “ალკატრასი” ლონდონში

1
მსოფლიოში არის ძალიან ბევრი სასტუმრო და მათი განსხვავება მხოლოდ ვარსკვლავებში არ არის რომელიც საზეიმო შესასვლელზეა. მე უკვე მქონდა დაწერილი პოსტი ყველაზე უცნაურ სასტუმროებზე რომელიც განთავსებულია ხეზე, გამოქვაბულში… ახლა კი მინდა მოგიყვეთ ერთ უცნაურ სასტუმროზე რომელშიც სტუმარი პირველი წუთიდან თავს პატიმრად გრძნობს. უნიკალური სასტუმრო ალკატრასი(Hotel Alcatraz) ლონდონში არის თანამოსახელე სამხედრო ციხის ასლი რომელიც მდებარეობს სან-ფრანცისკოში, რომელიც ითვლება ყველაზე მრისხანედ. აქვე შეგახსენებთ რომ ალკატრასიდან ვერავინ ვერ გაიპარა, თვით ალ კაპონეც კი.
2
ლონდონის ციხე გაიხსნა ერთი კვირით ახალი ფილმის რომლის მოვლენებიც ამ ციხეში ვითარდება პიარ კომპანიის ფარგლებში. ამ სასტუმროში რომ დაბინავდეთ უნდა იყოთ ძალიან მამაცი ადამიანი, სასტუმროს ნომრის მაგივრად აქ დაგხვდებათ ციხის კამერა, რუმსერვისის მაგივრად დერეფნებში ივლიან სპეციალურად მომზადებული “ზედამხედველები”, ხოლო დღის განრიგი აბსოლუტურად ემთხვევა ნამდვილი პატიმრისას.
3
სასტუმროში სუფევს 1950 წლების ატმოსფერო, როდესაც ციხე ალკატრასი თავისი დიდების ზენიტში იყო. ყველაზე მეტად სტუმრებს მოეწონებათ საკვები. ალკატრასის ციხეში თვლიდნენ რომ კარგ საკვებს შეეძლო აერიდებინა ძალადობა პატიმრებს შორის, ეს ტრადიცია გაგრძელდა ლონდონის “ციხე” ალკატრასშიც. ყველაფერ დანარჩენით კი ეს სასტუმრო არაფრიდ არ განსხვავდება მკაცრი რეჟიმის კოლონიისგან!
4
ნომერში არის ყველაფერი რაც სჭირდება პატიმარს – საწოლი თავისი ლეიბით, ტუალეტი, ნიჟარა და ორი თარო. რკინის ჭიქები იყო ჩამოტანილი სან-ფანცისკოს მუზეუმიდან რათა შეენარჩუნებინა სასტუმროს თავისი აუტენტურობა. ზუსტად 18:30 ახლადგამომცხვარი “პატიმრები” შედიან თავიანთ კამერებში, მათ აძლევენ პატიმრის უნიფორმას და მათი ცხოვრების განრიგი უკვე შედგენილია. პატიმრის განრიგში შედის კვება საათების მიხედვით, სავალდებულოა დილის ვარჯიში და საზოგადოებრივი სამუშაობი(მკერავის ხელობა) – ეს არის სავალდებულო პროგრამა იმათთვის ვინც გადაწყვეთს იცხოვროს გისოსიან ნომერში.
5
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები განვლილ დღეებზე ამ ადგილას არის გარანტირებული თითოელუ სტუმრისთვის, მაგრამ შემიძლია ვთქვა დანამდვილებით რომ ეს არის ის სასტუმრო რომლიდან წასვლის შემდეგ არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი სიტყვები: “გვეწვიეთ, ჩვენ მუდამ ველოდებით თქვენს ვიზიტს!”

მსგავსი ამბები

Back to top button