არქივი

სამურაები

samurai1

გადავწყვიტე შემდეგი პოსტი სამურაებისთვის მიმეძღვნა. 

იაპონიაში ფეოდალური საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, პროფესიონალ მეომართა ფენა ჩამოყალიბდა, რომელთაც სამურაები ეწოდათ. სიტყვა “სამურაი” წარმოიშვა იაპონური ზმნისგან – “საბურაუ”, რაც ბატონის მიმართ სამსახურს ნიშნავს. სამურაების ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო, რაც საუკუნეთა განვმალობაში ხელოვნების დონემდე იქნა აყვანილი.

ეს ახალი ძალა გლეხთა შეძლებული ფენიდან წარმოიშვა, რომელიც მიწასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, მაათი გარკვეული ნაწილი ფეოდალურ საგვარეულოთა სამსახურში ჩადგა.  სამურაების პირველი რაზმები იაპონიაში VIII საუკუნიდან გაჩნდა, რომლებიც ნებაყოფლობით შედიოდნენ სიუზერენის მფარველობაში და სამხედრო სამსახურს ასრულებდნენ, სანაცვლოდ კი საკვებს, საცხოვრებელს, ზოგჯერ მიწის ნადელებსაც იღებდნენ.  ამ გზით გამდიდრებული სამურაები შემდეგ თავად ხდებოდნენ გავლენიანი ფეოდალები, რომლებიც სასტიკ ექსპლოატაციას უწევდნენ გლეხებს. მათი პრივილეგიები სულ უფრო მატულობდა და ბოლოს სამურაების დამოუკიდებელ კლასად გამოყოფა მოხდა.  ეს პროცესი XII საუკუნეში დაიწყო და XVI ასწლეულში დასრულდა, როდესაც სამურაებმა თავიანთი ძლიერების ზენიტს მიაღწიეს.

კერძოდ, ისინი საბოლოოდ ჩამოშორდნენ მიწას და გლეხობას, პრივილეგირებულ კლასად ჩამოყალბიდნენ და იაპონიის მთელ საზოგადოებაზე გაბანტონდნენ. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშმეწყობი გარემოება ის იყო, რომ XVI საუკუნის შუახანებში იაპონიაში ევროპიდან ცეცხლსასროლმა იარაღმა შეაღწია, რამაც ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საომარ საქმეში: ცვლილებები გამოიწვია საბრძოლო ტაქტიკაში, სამხედრო ხელოვნების დახვეწა მოითხოვა. აქედან გამომდინარე, სამურაების სამხედრო მოვალეობათა სფერო და მათი ძალაუფლებაც საგრძნობლად გაიზარდა.მეომართა ფენის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი მიზეზი იყო განუწყვეტელი ომები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები აინების (იაპონიის უძველეს მკვიდრთა შთამომავლების) წინააღმდეგ, აგრეთვე ფეოდალური შინა-ომები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე აჯანყებები.

X საუკუნიდან იაპონიაში პოლიტიკური დაქუცმაცების პროცესი დაიწყო, რაც ადგილობრივ ფეოდალთა გაძლიერებით იყო გამოწვეული. ამ  ეტაპზე ისინი უკვე აღარ საჭიროებდნენ ძლიერ ცენტრალიზებულ ხელისუფლებას, უფრი მეტიც – საერთოდ უგულებელყოფდნენ მას და პირველობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, როგორც საიმპერატორო ხელისუფლების ისე ურთიერთ წინააღმდეგ.  სწორედ ამ პროცესში ჩამოყალიბდა სამურაების რაზმები. XII საუკუნის შუა ხანებისთვის ერთმანეთის პირისპირ ორი უძლიერესი საგვარეულოღა შემორჩა; ტაირა და მინამოტო, რომელთა შორის ბრძოლა მინამოტოს აშკარა გამარჯვებით დასრულდა. ამ ომების პერიოდში დასრულდა სამხედრო საქმის სამიწათმოიქმედო შრომისგან გამოყოფის პროცესი, განვითარდა ე.წ. მახვილის კულტი.

როგორც ზემოთ ითქვა 1192 წელს იაპონიაში პოლიტიკური მმართველობის ახალი სისტემა – შიოგუნატი დაარსდა, რომლის მთავარ საყრდენ ძალას სამურაების ფენა წარმოადგენდა. შიოგუნის მთავრობას ბაკუფუ ეწოდა, რაც სიტყვასიტყვით საველე სადგომს, ბანაკს ნიშნავს.შიოგუნატის ხელისუფლებამ განმტკიცებაც ვერ მოასწრო, რომ იაპონიის პირველი გარეშე საშიში მტერი გამოუჩნდა მონღოლთა სახით.  ჩინგიზ-ხანის შვილიშვილმა ხუბილაი ყაენმა 1266-1273 წლებში იაპონიაში არა ერთი მისია გაგზავნა ულტიმატუმებით, რომლებშიც მოითხოვდა, რომ იაპონიას მისი ვასალობა ეცნო.

შიოგუნატმა ყურად არ იღო მონღოლთა მოთხოვნები და ამის შედეგად 1274 წელს მონღოლთა და კორეელთა (რომლებიც მონღოლთა მიერ იყვნენ დაქირავებულნი) 900 ხომალდი იაპონიის სამხრეთ კუნძულებს მიუახლოვდა. ეს ბრძოლა იაპონელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ექსპედიციის წარუმატებლობამ ხუბილაი არ შეაჩერა, პირიქით – ის უფრო მეტი მონდომებით შეუდგა საომარ სამზადისს და ბოლოს 1281 წელს კვლავ იერიში მიიტანა იაპონიაზე; სასტიკად იქნა დარბეული კუნძულები ცუსიმა, იკი, სიგა, მაგრამ ჰაკატასთან ბრძოლის დროს მონღოლები დამარცხდნენ.

images?q=tbn:ANd9GcR91EgK

 

მეომართა ფენის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი მიზეზი იყო განუწყვეტელი ომები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები აინების (იაპონიის უძველეს მკვიდრთა შთამომავლების) წინააღმდეგ, აგრეთვე ფეოდალური შინა-ომები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე აჯანყებები. X საუკუნიდან იაპონიაში პოლიტიკური დაქუცმაცების პროცესი დაიწყო, რაც ადგილობრივ ფეოდალთა გაძლიერებით იყო გამოწვეული. ამ  ეტაპზე ისინი უკვე აღარ საჭიროებდნენ ძლიერ ცენტრალიზებულ ხელისუფლებას, უფრი მეტიც – საერთოდ უგულებელყოფდნენ მას და პირველობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, როგორც საიმპერატორო ხელისუფლების ისე ურთიერთ წინააღმდეგ.  სწორედ ამ პროცესში ჩამოყალიბდა სამურაების რაზმები.

XII საუკუნის შუა ხანებისთვის ერთმანეთის პირისპირ ორი უძლიერესი საგვარეულოღა შემორჩა; ტაირა და მინამოტო, რომელთა შორის ბრძოლა მინამოტოს აშკარა გამარჯვებით დასრულდა. ამ ომების პერიოდში დასრულდა სამხედრო საქმის სამიწათმოიქმედო შრომისგან გამოყოფის პროცესი, განვითარდა ე.წ. მახვილის კულტი. როგორც ზემოთ ითქვა 1192 წელს იაპონიაში პოლიტიკური მმართველობის ახალი სისტემა – შიოგუნატი დაარსდა, რომლის მთავარ საყრდენ ძალას სამურაების ფენა წარმოადგენდა. შიოგუნის მთავრობას ბაკუფუ ეწოდა, რაც სიტყვასიტყვით საველე სადგომს, ბანაკს ნიშნავს.

samurai

შიოგუნატის ხელისუფლებამ განმტკიცებაც ვერ მოასწრო, რომ იაპონიის პირველი გარეშე საშიში მტერი გამოუჩნდა მონღოლთა სახით.  ჩინგიზ-ხანის შვილიშვილმა ხუბილაი ყაენმა 1266-1273 წლებში იაპონიაში არა ერთი მისია გაგზავნა ულტიმატუმებით, რომლებშიც მოითხოვდა, რომ იაპონიას მისი ვასალობა ეცნო. შიოგუნატმა ყურად არ იღო მონღოლთა მოთხოვნები და ამის შედეგად 1274 წელს მონღოლთა და კორეელთა (რომლებიც მონღოლთა მიერ იყვნენ დაქირავებულნი) 900 ხომალდი იაპონიის სამხრეთ კუნძულებს მიუახლოვდა. ეს ბრძოლა იაპონელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ექსპედიციის წარუმატებლობამ ხუბილაი არ შეაჩერა, პირიქით – ის უფრო მეტი მონდომებით შეუდგა საომარ სამზადისს და ბოლოს 1281 წელს კვლავ იერიში მიიტანა იაპონიაზე; სასტიკად იქნა დარბეული კუნძულები ცუსიმა, იკი, სიგა, მაგრამ ჰაკატასთან ბრძოლის დროს მონღოლები დამარცხდნენ.

samurai2

მონღოლებთან წარმოებული ორივე ომის ბედი იაპონიის ნაპირებთან ამოვარდნილმა ქარიშხალმა გადაწყვიტა: მტრის ხომალდების უმეტესობა დაიმსხვრა, მეომართა დიდი ნაწილი კი წყალში დაიხრჩო. იაპონელებმა იწამეს, რომ მათ ღმერთებმა გამოუგზავნეს ეს ქარიშხალი სახელმწიფოს გადასარჩენად და მადლიერების ნიშნად მას კამიკაძე ანუ ღვთაებრივი ქარიშხალი უწოდეს. მართალია, იაპონიამ დიდი ზარალი განიცადა მონღოლებთან ომის დროს, გაჩანაგდა მეურნეობა, ეკონომიკა, დაინგრა და განადგურდა კულტურის უნიკალური ძეგლები, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

ქვეყანას ათეული წლები დასჭირდა იმისათვის, რათა ომით მიყენებული ჭრილობები მოეშუშებინა და ჩვეული რიტმით გაეგრძელებინა განვითარება. მონღოლებთან ომის წარმატებაში უმთავრესი როლი სამურაების სამხედრო ძალებმა შეასრულა, რა თქმა უნდა, მთელ იაპონელ ხალხთან ერთად, რომელიც დიდი ენთუზიაზმით იბრძოდა შემოისეული მტრის წინააღმდეგ.

samurai3

 

შიოგუნატის შემდგომი ბედი ასე წარიმართა: განახლებული ფეოდალური შინა ომების შედეგად ხელისუფლების სათავეში აშიკაგას საგვარეულო მოექცა, რითაც იაპონიაში შიოგუნატის II დინასტია (13335-1573) დაიწყო. XVI საუკუნის დამდეგიდან მმართველმა საგვარეულომ ქვეყანაში ფაქტობრივად კონტროლის უნარი დაკარგა და კვლავ უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდა პირველობის მოსაპოვებლად. ეს ყველაფერი ტოკუგავას საგვარეულოს გაბატონებით (1603-1867) დაგვირგვინდა და იაპინიაში III სიოგუნატის ხანა დაიწყო.

ახალმა დინასტიამ, სამურაების ფენაზე დაყრდნობით, ქვეყნის გაერთიანება და ძლიერეი ცენტრალიზებული მმართველობის დამყარება შეძლო. ცხადია, რომ მიმდინარე პროცესებში სამურაები თავიანთი საბრძოლო დამსახურებათა გამო, სოციალური კიბის სულ უფრო მაღალი საფეხურისკენ იკაფავდნენ გზას. სამურაების განსაკუთრებული აღზევების პერიოდიდან იღებს სათავეს ცნობილი იაპონური ანდაზა: “ყვავილთა შორის – ალუბალი, ადამიანთა შორის – სამურაები”. მაგრამ დროთა ვითარებაში იაპონიაში საომარ-სამხედრო ცხოვრებიდან ნორმალურ სამოქალაქო ყოფა-ცხოვრებზე გადასვლა მოხდა, რამაც სამურაების მთავარი ფუნქცია დაკარგა. ამის გამო მათი ერთი ნაწილი, სახსრების უქონლობის გამო, უმდაბლეს დონემდე დაეცა, ზოგმა – მანამდე მათთვის საძრახის საქმიანობას – ვაჭრობა-ხელოსნობას მიჰყო ხელი, მცირე ნაწილმა კი სოფლად დაიწყო შრომა.

სიახლეებმა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში კი 1867- 1868 წლების ბურჟუაზიულმა რევოლუციამ, უკვე საბოლოოდ გააქრო ეს ფენა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეს, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდ არ მომხდარა და სამურაებს თავისი ნებით არ დაუთმიათ პოზიციები, მაგრამ მეორეს მხრივ, სამურაების ფენა დრომოჭმულ ფეოდალური ურთიერთობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა და ამიტომაც საზოგადოებრივი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ის ისტორიის კუთვნილება უნდა გამხდარიყო. ასეთია მოკლედ სამურაების, დრამატული მოვლენებით აღსავსე, ისტორია.

samurai6

თავდაპირველად სამურაებს მხოლოდ თავიანთი ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხვოებოდათ. მაგრამ დროთა ვითარებაში, როდესაც საომარი საქმე მათ პროფესიად იქცა, ეს საკმარისი აღარ იყო. სამსახურეობრივ საფეხურეზე წინ წაწევას ჩინური ენისა და დამწერლობის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, რელიგიების, სხვადასხვა ეტიკეტური ნორმების ცოდნა სჭირდებოდა. ასე რომ, სამურაები თანდათან ითვისებდნენ შუა საუკუნეების კულტურის რთულ სისტემას და იმავდროულად ახალი ელემენტებით ამდიდრებდნენ მას. თავიანთი არსებობის ხანგრძლივი დროის მანძილზე, სამურაებმა შეძლეს ორიგინალური სიტყვა ეთქვათ იაპონიის კულტურის ყველა სფეროში. მათი ძლიერების და გავლენის ზრდა ხელს უწყობდა ხალხური ელემენტებით გაჯერებული ახალი კულტურის წინ წამოწევას, თუმცა კიოტოს ძველი არისტოკრატია, პოლიტიკურ პოზიციებთან ერთად, კულტურაშიც თავის ავტორიტეტს კვლავ ინარჩუნებდა.

samurai7

სამურაების საგმირო საქმეები აღწერილი იყო სახმედრო ეპოსებში – ჰუნკებში. ამ ჟანრის მხატვრული ნაწარმოებებიდან დავასახელებთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანს; ესენია: “მოთხორბა ტაირას საგვარეულოს შესახებ” (ჰეიკე მონოგატარი), “მოთხრობა ჰეიძის წლების შესახებ” (ჰეიძი მონოგატარი), “მოთხრობა ჰოგენის წლების შესახებ” (ჰოგენ მონოგატარი) და სხვა. გახდნენ რა ისტორიის მთავარი მოქმედი პირნი პოლიტიკურ სარბიელზე, სამურაები პირველად მოევლინენ საზოგადოებას სამხედრო ეპოპეათა ფურცლებზე, როგორც ლიტერატურული გმირები. იაპონიაში მიმდინარე განუწყვეტელი შიდა ომები ხელს უწყობდა სამხედრო ხელოვნების სრულყოფას, სხვადასხვა აღჭურვილობის და იარაღის დამზადების ტექნიკის დახვეწას, რაც თავის მხრივ, გამოყენებითი ხელოვნების უაღრესად მაღალ დონეზე განვითარების შედეგს წარმოადგენდა. იმავე პერიოდში სახვით ხელოვნებაში ემაკიმონოს ჟანრის სურათებით შექმნა დაიწყო, რომელთა ძირითადი თემა საომარი სიუჟეტები გახდა. ამას მოჰყვა საცეკვაო-საოპერო ტიპის თეატრალური წარმოდგენის – ნოს ჩამოყალიბება, რომელიც ასევე სამურაებს ეძღვნებოდა.

heike monogatari

სამურაების ფენის წარმოშობისთანავე შეიქმნა მათი მორალური პრინციპების მსოფლმხედველობა –ბუშიდო. (მეომრის გზა) ეს იყო სამურაების ქცევის კოდექსი. ბუშიდო შეიძლება განვიხილოთ, როგორც წლების განვმალობაში ჩამოყალიბებული მორალური პრინციპების სისტემა, რომელზეც დამყარებული იყო სამურაების აზროვნება და მოქმედება.  კოდექსის ძირითად პრინციპთა შორის ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ თვისებებზე, როგორიცაა: საქმისადმი ერთგულება, გამბედაობა, ჰუმანურობა, პატიოსნება, პრინციპულობა, უბრალოება, თავშეკავება, თვითკონტროლი, პირადი გამორჩენის და ფულის სიძულვილი.

ბუშიდოს ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, სამურაისთვის ყველაზე მაღალი შეფასება იყო მის საფლავზე გაკეთებული წარწერა: “მას არასდროს დაუჩაგრავს სუსტი და არასდროს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე.” ბუშიდო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, მათგან იღებდა ფილოსოფიურ და ეთიკურ დოქტრინებს, ზოგ შემთხვევაში კი ერწყმოდა მათ. მაგალითად, ბუდიზმმა ბუშიდოში ბედის გარდაუვალობის რწმენა შეიტანა, აგრეთვე სიმტკიცე საშიშროების და უბედურების მიმართ, ცხოვრებისადმი მშვიდი დამოკიდებულება და სიკვდილისადმი გულგრილობის გრძნობა შინტოიზმიდან კოდექსმა შეითვისა ბატონისადმი ერთგულების მოვალეობა, წინაპართა კულტი და შვილების მოკრძალება მშობლებისადმი.

ბუშიდოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე კონფუციონიზმმა, რომელმაც შეიტანა მასში ადმიანთა შორის ურთიერთობის ხუთი დოგმა, დამყარებული მორჩილებაზე: უფროს – უმცროსი, ბატონი – მსახური, მამა – შვილი, ქმარი – ცოლი, მეგობარი – თანასწორუფლებიანი. მთლიანობაში ბუშიდო ფილოსოფიურად მოიაზრებდა ადამიანის არსთან დაკავშირებულ საკითხებს. მის დამოკიდებულებას სიკეთესთან, ბოროტებასთან, ზნეობრივ ფასეულობასთან, იდეალთან და ა.შ.

bushido02

ბუშიდოს თანახმად, სამურაის სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, ჰუმანურობა და სიმამაცე. ამ თვისებებზე იყო აგებული ის მორალური წესები, რომლებსაც მათი კოდექსი შეიცავდა. ზემოხსენებული თვისებების ჩამოყალიბების სამურაების სწავლა-აღზრდის კარგად შემუშავებული სისტება განაპირობებდა. იგი სხვადასხა საგნების მთელ კომპლექსს შეიცავდა. კერძოდ, სამურაების სპეციალურ სკოლებში საბრძოლო დისციპოლინების (ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ჯირითი, ცურვა, ორთაბრძოლის მრავალი სახეობა) გარდა, ისწავლებოდა: ფილოსოფია, ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ეთიკა, ჩინური ენა და სხვა.

ამ დისციპლინათა სწავლების მიზანი ის იყო, რომ სამურაი არა მხოლოდ კარგი მეომარი უნდა ყოფილიყო, არამედ ერუდირებული და ინტელექტუალურად დახვეწილი პიროვნებაც. მაგრამ ცხადია, რომ მთავარი ყურადღება მაინც სამხედრო მომზადებას ექცეოდა. სამურაების საქმიანობა მემკვიდრეობითი გახდა: მამა სამურაის ვაჟი (თავდაპირველად ეს გოგონებზეც ვრცელდებოდა) სამურაი ხდებოდა და მას პატარაობიდანვე ჰქონდა ეს ჩანერგილი. მას საკუთარი თავის ღირსების შეგნებით ზრდიდნენ, ვაჟი ხომ მემკვიდრედ და გვარის გამგრძელებლად ითვლებოდა. ერთი წლის შემდეგ მამა მას სათამაშო ხმლებს ჩუქნიდა, 15 წლის შესრულებისას, სამურაი უკვე სრულწლოვნად ითვლებოდა და იგი ნამდვილ იარაღს იღებდა. ამ დღესვე ის პირველად იცვამდა უფროსების ტანსაცმელს, შემდეგ მთელი ოჯახი ტაძარში მიდიოდა, სადაც ვაჟის ახალი სახელით მონათვლა ხდებოდა.

samurai hair

 

რაც შეეხება სამურაების გარეგნულ მხარეს, ისინი განსაკუთრებულ ვარცხნილობას ატარებდნენ, რომელსაც საკაიაკი ეწოდებოდა: თავის ზემოთა ნაწილი იპარსებოდა, დანარჩენი თმა კეფაზე იკვრებოდა ერთად ან ნაწნავის სახით. აღჭურვილობის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა ხმალი, შუბი, მშვილდისარი, რასაც შემდგომში ცეცხლსასროლი იარაღიც დაემატა. ყოველდღიურად ისინი რუხი ფერის კიმონოს, ქამარს და მოსასხამს ატარებდნენ, კიმონოზე გამოსახული იყო საგვარეულო გერბი. საზეიმო სიტუაციაში სამურაები ზემოდან უსახელო მოსასხამს იცვამდნენ აწეული მხრებით, რომელსაც ჰაირო ჰაკამა ერქვა.

samurai armor

როგორც ზემოთ ითქვა, სამურაის მთავარი მოვალეობა იყო თავგანწირვით და ერთგულად ემსახურა თავისი ბატონისთვის. ქცევის ნორმების ყოველგვარი დარღვევის შემთხვევაში სამურაის თავი უნდა მოეკლა, რაც განსაკუთრებული რიტუალით სრულდებოდა და მას ჰარაკირი ეწოდება. ეს რიტუალი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილია, უთუოდ განსაკუთრებულ ურადღებას იმსახურებს. სამურაი ჰარაკირს (იგივე სეპუკუს) შემდეგ შემთხვევებში იკეთებდა: თუ მისი ღირსება შეილახებოდა, ტყვედ ჩავარდებოდა, უღირს საქციელს ჩაიდენდა, ანდა მისი სიუზერენი მოკვდებოდა. ჰარაკირი მხოლოდ სამურაების პრეროგატივა იყო. ეს ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ისინი ყველაზე მამაცები, უშიშრები და მტკივე ნებისყოფის მქონენი იყვნენ.

ბრძოლის ველზე დაცემა და ჰარაკირი სამურაითვის ერთნაირი გმირობა იყო. მართალია, ჰარაკირი მუცლის გაფატვრას ნიშნავს, მაგრამ ამ ტერმინში სხვა აზრიც იყო ჩადებული: იაპონელები მუცელს ადამიანის ემოციური არსებობის შინაგან წყაროდ თვლიდნენ, მისი გაკვეთა კი იდუმალი და ჭეშმარიტი ზრახვების გამომზეურებად აღიქმებოდა. ბუშიდოს მიხედვით: “სეპუკუ არის უდიდესი გამართლება თავისა, ცისა და ადამიანთა წინაშე.” მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ იაპონელებმა ეს ჩვეულება უძველესი ადგილობრივი მოსახლეობისგან – აინებისგან გადმოიღეს, რადგანაც მათთან ანალოგიური მოვლენა დაფიქსირებულია, ხოლო სამურაების წარმოშობისთანავე – მან გავრცელება დაიწყო.

harakiri

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სამურაების პერიოდში ჰარაკირი უბრალო თვითმკვლელობა კი არ იყო, არამედ ხელოვნების დონემდე ატანილი თეატრალიზებული წარმოდგენის ტოლფასი რიტუალი. როგორც წესი, ჰარაკირი კონკრეტული სამურაის ბატონის რეზიდენციაში, საზეიმო ვითარებაში სრულდებოდა მუსიკალური საკრავების თანხლებით, აბრეშუმის წითელ ბალიშზე მუხლებზე მჯდომი სამურაი სპეცოალური მახვილით (კუსუნგობო) მუცელს იკვეთდა ჯერ ჰორიზონტალური, შემდგეგ ვერტიკალური მიმართულებით. იმ შემთხვევისათვის, თუ ეს სიკვდილს არ გამოიწვევდა, შემოღებული იყო თანაშემწის არსებობა, რომელსაც ევალებოდა თვითმკვლელის ტანჯვა თავის მოკვეთით შეეწყვიტა (ეს როლი თვითმკვლელი სამურაის უახლოებს მეგობარს უნდა შეესრულებინა). ამ ცერემონიამ საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე ედოს პერიოდის (1603-1867) დასაწყისში მიიღო, როდესაც ის განსაკუთრებული პომპეზურობით სრულდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰარაკირის წესს და საამისოდ საჭირო თვისებებს ბავშვობიბიდან ასწავლიდნენ სამურაებს. თავდაპირველად სამურაის ცოლი მასთან ერთად იჭრიდა ყელს ხანჯლით – ქმრის საქორწინო საჩუქრით. მას თავი უნდა მოეკლა მეუღლის სიკვდილის, თავმოყვარეობის შელსახვისა და ქმრისთვის მიცემული სიტყვის გატეხვის შემთხვევაში. მოგვიანებით სამურაის ცოლებს ეს უმძიმესი ვალდებულება მოეხსნათ, მაგრამ მათ მეორედ გათხოვების უფლება არ ჰქონდათ.

ინტერსს იმსახურებს სამურაების რწმენა-წარმოდგენების საკითხი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იაპონიაში გავრცელებული რელიგიებიდან მათ ის ელემენტები შეითვისეს, რაც ყველაზე ახლოს იყო მათ სულიერ სამყაროსთან. სამურაების ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბუდისტურმა სექტამ –ძენმა, რომელიც შემდგომ მათ იდეოლოგიურ საყრდენად იქცა. ძენის პოპულარობიას სამურაებში ის გარემოება განაპირობებდა, რომ იგი სისადავეს, უბრალოებას ქადაგებდა, ყველა მამაკაცის უმთავრეს მოვალეობად სამხედრო საქმეს აღიარებდა. არანაკლები როლი იმანაც შეასრულა რომ ძენ-ბუდიზმი კონფუციურ იდეებსაც შეიცავდა უფროსისადმი უსიტყვო მორჩილებისა და არსებული სოციალური კანონების მარადისობის შესახებ. ამავე მიზეზით ის მთლიანად გაბატონებული ფეოდალური ფენის ოფიციალურ რელიგიად იქცა.

ძენი თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია, ეფემერული და დროის მცირე მონაკვეთითაა შემოფარგლული. სიკვდილი კი, გარდაუვალი და მარადიულია, ამიტომ რაც უფრო ადრე დადგება მისი ჟამი, მით უფრო მშვენიერია ცხოვრება. აქედან მომდინარეობდა სამურაების გულცივი და უშიშარი დამოკიდებულიება სიკვდილის მიმართ. ძენი ასწავლიდა ადამიანს მტრის პირისპირ აუღელვებლად დამდარიყო. ყოფილიყო თავშეკავებული და რკინისებური, ძლიერი ნებისყოფის წყალოიბით, ნებისმიერი სიძნელის მიუხედავად, ის გამარჯვებას მიაღწევდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ძენმა შეუწყო ხელი საომარი ხელოვნების ისეთი სახეების დამუშავებას, როგორიცაა: კარატე, კენდო, ძიუ დო, კარატე დო და სხვა. ამგვარად ყალიბდებოდა და ვითარდებოდა სამურაების მსოფლმხედველობა. რაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული შუა საუკუნეების იაპონიაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებთან. სწორედ შუა საუკუნეების მკაცრმა, ულმობელმა რეალობამ წარმოშვა ეს ფენომენი, რომელიც დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომაც აღტაცების, გაკვირვების და შესწავლის უცვლელ ობიექტად რჩება.

ჩემი მეორე პოსტია იმედია მოგეწონათ

წყარო: japan.ge

მსგავსი ამბები

Back to top button