არქივი

9 საუკეთესოდ შეჯვარებული ჰიბრიდული ცხოველი

7c1eb78b9d07
9 . სისხლისფერი თუთიყუშ-თევზა “ჩიჩლიდი” – Blood Parrot Cichlid
სისხლისფერი თუთიყუში – ჩიჩლიდი, იგი შეიქმნა ტაივანში 1986 წელს. დონორები არიან თევზი – “წითელი ეშმაკი” და თუთიყუში – “ჩიჩისი” ( საინტერესოა ვის გაუჩნდა იდეა თუთიყუში და თევზი შეეჯვარებინა). დღესდღეობით ეს სახეობა ძალიან იშვიათია, ვინაიდან მათ შეჯვარებას თან ახალავს რამდენიმე დეფექტი. მაგალითად: წვრილი პირი, რომელიც მხოლოდ ვერტიკალურად იხსნება და ამის გამო თევზს უჭირს საკვების მიღება.

ეს სახეობები ძირითადად არიან ყვითელი და წითელი ( როგორც ჩანს ვერ აკონტროლებენ მეცნიერები ფერს ) ხშირად შეჯვარებისას ფერი წითელი გამოდის და ამიტომ დაარქვეს სისხლისფერი ( დააკავშირეს ეშმაკთან )

ამ სახეობის მდედრები ბევრად უფრო გამძლენი არიან და დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე მამრები. (მიზეზს იკვლევენ)

8. ცხენზებრა – Zorse ( zebra + hourse )

15a957928ff3

Zorse – არის კოლექტიური სახელი ყველა ერთმანეთისგან შექმნილი ზებრისა და ცხენის ჰიბრიდის, არაა განსხვავება სქესში, რომელი იქნება მამრი ან რომელი მდედრი, ცხენი თუ ზებრა. ანუ აზრი არ აქვს ცხენზებრას დაუძახებთ თუ ზებრცხენას = ))

ამ სახეობაში ძირითადად ყოველთვის ჭარბობს ზებრის ზეგავლენა. ცხენის წვლილი ამ ზებრცხენაში მხოლოდ გარეგნობაში გამოიხატება ( გარდა მისი გამძლეობისა, ცხენივით ძლიერია ) თუმცა ზომა ზებრასი რჩება.

7. ძროხიაკო ან ხარიაკო – Dzo

5d892852208d

ამ ჰიბრიდის დონორები არიან ჩვეულებრივი ძროხა და გარეული yakow ( ამ ცხოველზე ინფორმაცია ვერ მოვიძიე )
ეს ორი ჰიბრიდი პირველად მონღოლეთსა და ტიბეტში შეაჯვარეს, როგორც მუშა ცხოველები. ჩვეულებრივად ეს ჰიბრიდი ორივე დონორზე დიდია და პროდუქტიულობით ორივეზე მეტად გამოირჩევა, მაგალითად 1,5 ჯერ მეტ რძეს იწველება ძროხიაკო და ეს რძე ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი ძროხისა = )

6. ლამქლემი ( Camael = lama = Calma )

bd97d97c2837

ლამქლემი პირველად შეიქმნა დუბაის ლაბორატორიაში მამრი აქლემისა და მდედრი ლამისგან. შეიქმნა იმ მიზნით რომ გაეერთიანებინათ ლამის სილამაზე და აქლემის სხვა თვისებები ( მაგალითად : გამძლეობა სიმაღლე, და თვინიერება ) სამწუხაროდ მეცნერებმა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, ლამქლემი გამოვიდა ლამაზე პატარა და აქლემზე ბევრად პატარა ( აქლემი ლამქლემზე 6 ჯერ დიდია )
ლამქლემის მიღება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზითაა შესაძლებელი და ხშირი წარუმატებლობის გამო, მხოლოდ ამ ჰიბრიდის 6 ინდივიდი არსებობს.

5. გრიზლარი Grizzly-Polar bear
d3f4090f9736

ამ ჰიბრიდის დონორები არიან დათვი – “გრიზლი” და პოლარული დათვი. გრიზლის უყვარს ველური გარემო და მიწა, რომელზეც ის დააბიჯებს, მაგრამ პოლარული დათვი მიჩვეულია სიცივესა და ყინულვან ზედაპირს, ამიტომ მათი შეჯვარება მეტად რთული აღმოჩნდა და ძალიან ბევრი დათვი ექსპერიმენტისას იღუპებოდა ( გარემოპირობებთან მიუჩვევლობის გამო ) საბედნიეროდ 1 ინდივიდი მაინც გაჩნდა წარმატებით და ის 1998 წლამდე კუნძულ ვიქტორიაზე ცხოვრობდა. მისი დედ მამა ექსპერიმენტისას დაიღუპნენ. ამის შემდეგ მსგავსი სახის ცხოველების შეჯვარება შეწყდა.

4. Savannah Cat – (ამას გასაღიმებელი ვერაფერი დავარქვი, უბრალოდ სავანური კატა ( ან სვანური კატა ^_^ )

d1d171870402

ამ ჰიბრიდის დონორები არიან, ჩვეულებრივი კატა და აფრიკული გარეული კატა ( Serval ) ამ ცხოველების შეჯვარება ყოველთვის წარმატებით სრულდება თუმცა დიდ ხანჯებთანაა დაკავშირებული რადგან ეს მხოლოდ ლაბორატორიაში ხდება, ამის გამო ეს ცხოველი მხოლოდ მდიდარი ადამიანების ოჯახში გვხდება და არ აქვს გარეული ბუნება, იკვებება ჩვეულებრივად შინაური კატის საჭმლით

3. Wholphin – დელფშაპი ( dolphin + whale )

fafe3f02e9cd

ეს ცხოველი არის ერთ-ერთი გამორჩეული ძღვის ბინადარი, მისი დონორები არიან მცირე ზომის, ყალბი მკვლელი ვეშაპი (false killer whale). დოლფშაპი ქვეყანაზე მხოლოდ 2 არსებობდა, 1 ზღვაში აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც მეთევზეებმა მოკლეს 1892 წელს და 1 ახლა რომელიც ჰავაიზე სპეციალურ აუზში ბინადრობს დედასთან და მამასთან ერთად. ამ დოლფშაპის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია, რადგან დედას და მამას პირველი ორი შვილი დაეღუპათ მხოლოდ ეს გადარჩა და სახელად დაარქვეს – კაკაიმალუ. დოლფშაპი სრულფასოვანი გაიზარდა და თან დაჰყვა დედის გენებიც, საკმაოდ ჭკვიანია და კარგად ასრულებს “დელფინურ ტრიუკებს”.

2. მკვლელი ფუტკრები ( killer bees )

8dec171b74c3

ეს საკმაოდ საშიში სახეობაა და დღესაც ბინადრობენ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ისინი არიან შეჯვარების შეცდომები, რომელიც შემთხვევით მოხდა 26 დედოფალ ფუტკარს შორის, ეს ყველაფერი ხდებოდა დოქტორ E.KERRY ლაბაორატორიაში, რომელმაც არ იცოდა რომ ფუტკრები აგრესიულები აღმოჩნდებოდნენ (ისინი აბსოლუტურად უმიზეზოდ თავს ესხმიან ადამიანებს და არა ცხოველებს ) , ვინაიდან ამ ფუტკრებს უგემრიელესი თაფლი აქვთ დოქტორმა მათი გამრავლების მიზნით ისინი “სუფთა ჰარეზე” გამოუშვა და ისეთი შედეგი მიიღო რომ ახლა ჩრდილოეთ ამერიკაში ამ ფუტკრის ნაკბენით ყოველწლიურად 2 ადამიანი იღუპება (თავადაც სუფთა ჰაერზე სეირნობას შეეწირა)

და ბოლოს ჩემი საყავრელი სახეობა, რომელიც დიდხანს მეგონა ხუმრობა

1. ლოფხვი

e88995f8f9c6

საინტერესოა რომ ეს ჰიბრიდი არანაირ ლაბორატორიულ ჩარევას არ საჭიროებს და მხოლოდ მაშინ ჩნდებიან თუ ლომი და ვეფხვი სიყვარულის მორევში გადაეშვებიან = ) ლოფხვი წონით ძალიან დიდია და ყველა ლომსა და ვეფხვზე დიდია, მაიამის ზოოპარკში არსებული ეს ლოფხვი, სახელად – ჰერკულესი, გინესის რეკორდსმენია, როგორც პლანეტის ყველაზე დიდი კატა. მისი წონა 410 კილოგრამია, შესანიშნავ ფორმაშია და მეცნიერები მას ხანგრძლივ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ.

P.S დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირი ლეკვეიშვილს იდეის მოწოდებისთვის

P.S 2 ყველა ქართულად დარქმეული სახელი ჩემი მოგონოლია, ვინაიდან ქართულ ენაში მათი ალტერნატივები არ არსებობს.

საინტერესოა თქვენ რას დაარქმევდით თითოეულ მათგანს. მადლობა ყველას ვინც პოსტი ბოლომდე წაიკითხა.

ჰოდა კიდევ, ზვიანგი და მანდილოზავრი, მეცნიერულად დასაბუთებული, ვერსად ვიპოვე = )

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button