ულამაზესი ციხე-სიმაგრეები
სტალკერის ციხე არის 4 სართულიანი კოშკი,რომელიც მდებარეობს შოტლანდიაში (Port Appin, Argyll). ითვლება, რომ სტრუქტურა აშენებულია დაახლოებით 1320 წელს Clan MacDougall–ის მიერ, რომელიც ლორნის ლორდი იყო. კოშკი მიატოვეს,როცა მას სახურავი აეხადა და 1908 წლამდე არც გამოუყენებიათ, ამ წელს კი ის შეაკეთეს. ეს ციხე საკმაოდ ცნობილია და ფილმებშიც გვინახავს. (Monty Python Holy Grail).
2.
Caernarfon Castle
მდებარეობს გვინედში, ჩრდილო-დასავლეთ უელსში. როცა ედვარდ I-მა 1283 წელს უელსის პრინცის LIyvelyn ap Gruffudd-ის დამარცხების შემდეგ გვინედში თავისი კონტროლი დაამყარა, დაიწყო ციხე-კოშკების მშენებლობა ამ მიდამოებში. ედვარდის ბრძანებით აშენებული სტრუქტურებიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ Conwy Castle, Harlech Castle, და Beaumaris Castle.
Caernarfon-ის ციხესიმაგრე სტრატეგიულად კარგ ადგილასაა აგებული, აქ მდინარე სეიონტი მენაის სრუტეში ჩაედინება.
ციხის მშენებლობა დაახლოებით 1323 წელს დასრულდა. ვიხილოთ მისი სხვა ფოტოები
3.
Het Steen Castle
არის უძველესი, შუა საუკუნეების ციხე, ბელგიის ერთ-ერთი ძველი ქალაქის, ანტვერპენის ცენტრში აგებული, რომელიც ევროპის უმსხვილეს პორტადაც ითვლება. ციხე აშენდა 1200-1225 წლებში და ანტვერპენის უძველესი შენობაა. ის ბევრჯერ გადააკეთ-გადმოაკეთეს და სხვადასხვა ფუნქციები ჰქონდა. მაგალითად 1549 წლიდან 1823 წლამდე გამოიყენებოდა როგორც ციხე (სატუსაღო). 1862 წლიდან კი ის იყო არქეოლოგიური მუზეუმი. 2008 წლიდან კი აქ არის ეროვნული ნავიგაციის მუზეუმი.
ამბობენ რომ ციხესიმაგრეში ხშირად ისმის გაურკვეველი ხმები და მოჩვენებათა აქტივობაც შეინიშნება.
შენობის მარცხენა მხარეს აღმართულია საინტერესო სკულპტურა, რომელსაც “Lange Wapper”-ს ეძახიან, ის ლეგენდარული გიგანტია. 1963 წელს გაკეთდა და მას შემდეგ ამ ადგილას დგას. (მესამე სურათზე ჩანს)
4.
Bodiam Castle
XIV საუკუნის ინგლისის ციხესიმაგრე, 1383 წელს ააშენა Sir Edward Dalyngrigge-მა, ამ ტერიტორიების გასამაგრებლად და დასაცავად,100 წლიანი ომის დროს, საფრანგეთის შემოჭრისგან.
ბოდიემის ციხესიმაგრეში აღარავინ ცხოვრობდა ომის დამთავრების შემდეგ, დაძველდა და რეკონსტრუქცია მხოლოდ XIX საუკუნეში ეღირსა. 1916 წელს კი ის ლორდ კურზონმა შეიძინა, მისი სიკვდილის (1925 წელი) შემდეგ კი მან ციხე სახელმწიფოს დაუტოვა.
5.
Burg Eltz
შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა,რომელიც გერმანიის მთებში მდებარეობს. ალბათ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ციხე ძველი მფლობელების შთამომავლობის საკუთრებაშია. ის ძველი მფლობელები კი აქ XII საუკუნეში ცხოვრობდნენ,ახლა კი ამ კოშკში მათი 33-ე თაობა აგრძელებს სიცოცხლეს.
კოშკი 3 ნაწილადაა გაყოფილი, თითოეულ ნაწილში განსხვავებული გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ, თუმცა წარმოშობის შტო ერთი აქვთ. მფლობელთა გვარებია: Rübenach, Rodendorf და Kempenich.
ძველ დროში მხოლოდ ძალიან მდიდარ ლორდს შეეძლო ციხესიმაგრის აშენება, მათი უმეტესობა ფლობდა ერთ სოფელს, ან სოფლის ნაწილს, ეს ქონება კი არ იყო საკმარისი კოშკის ასაშენებლად. ასეთი ლორდები ,,რაინდის სახლებში” ცხოვრობდნენ, რომელიც საკმაოდ უბრალო შესახედაობის იყო. სამემკვიდრეო კანონმდებლობით მემკვიდრეობა ყველა მემკვიდრეს შორის იყოფოდა, ასე რომ მემკვიდრეებს არც ისე დიდი წილი უგროვდებოდათ, შესაბამისად ინდივიდუალური კოშკის აშენების შანსი მინიმალური ჰქონდათ, ამიტომაც ირჩევდნენ საერთო კოშკის აშენების გზას, ასე მოხდა Burg Eltz-ის შემთხვევაშიც.
ციხესიმაგრის ოფიციალური საიტია http://www.burg-eltz.de/
6.
Neuschwanstein Castle
XIX საუკუნის სასახლე,რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაშია. სასახლე ლუდვიგ მეორეს მიერაა აშენებული,რიჩარდ ვაგნერის საპატივცემულოდ,რომელიც მეფის შთაგონების წყარო იყო. საზოგადოებისთვის სასახლის ინტერიერი უცნობი იყო, რადგანაც ფოტოების გადაღება აკრძალული გახლდათ და თანაც ლუდვიგი სტუმრებს აქ არ იღებდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდგომ ყველაფერი შეიცვალა, 1886 წელს სასახლის კარი ტურისტებისთვის გაიღო.
დღესდღეობით ყოველწლიურად 1.3 მილიონი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს. უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ 35 წუთიანი ტურებია განსაზღვრული ციხესიმაგრეში. განსაკუთრებით დატვირთული პერიოდი ამ ადგილს ზაფხულობით აქვს, ყოველდღე დაახლოებით 6000 ვიზიტორი სტუმრობს.
სასახლის მოდელი გამოყენებულია ერთ-ერთ ცნობილ მულტფილმში ,,მძინარე მზეთუნახავი” და ასევე სასახლის მოდელი ორ პარკშიცაა, დისნეილენდის პარკში და ტოკიოს დისნეილენდში.
7.
Osaka Castle
აშენებულია Hideyoshi Toyotomi-ის ხანაში 1583 წელს, იგი ცნობილია, როგორც Hideyoshi Toyotomi-ის ძალისა და ბედნიერების სიმბოლო. ამ კაცს განსაკუთრებით იზიდავდა ოქრო, მან შეუკვეთა, რომ ოქრო უნდა ყოფილიყო გამოყენებული ავეჯზე, სასახლის ძირითად მორთულობაზე.
Hideyoshi-ის ულამაზესი ოქროს ჩაის ოთახი დაუმზადა Rikyu Sen-მა, აქ ოქრო არის, არამარტო კედლებზე, არამედ სვეტებზეც და ჭერზეც, ჩაის ჭურჭელიც ოქროსია.
ოსაკას პარკიცაა აქ, რომელიც 1931 წელს გაიხსნა და 106 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ შეგიძლიათ იხილოთ 600 ალუბლის ხე,რომლის ყვავილობა მართლაც რომ ულამაზესია. ასევე იხილავთ 95 სახეობის იაპონურ გარგრის ყვავილებს, და სხვა უამრავ საინტერესო რამეს, ამაში იაპონელებს დამეთანხმებით ბადალი არ ჰყავთ. ოფიციალური საიტის ბმული