არქივი

ყველაზე საშიში შხამიანი არსებები

Image.geotorrents.com
ფუგუ, იგივე “ბუშტი თევზი”

მისი შხამი მტანჯველ სიკვდილს იწვევს. მსხვერპლს აღენიშნება ენისა და ტუჩების დამბლა, თავბრუსხვევა, გულისრევა, აჩქარებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა და ბოლოს მუსკულატურის მთლიანი პარალიზება. მსხვერპლი მაქსიმუმ 24 საათში კვდება. მხოლოდ იაპონიაში წელიწადში 20-45 ადამიანი იღუპება ფუგუს შხამით. ფუგუ ხერხემლიანებში რიგით მეორეა შხამის საშიშობის მიხედვით.
იაპონიასა და კორეაში ფუგუ დელიკატესია და მისი წვნიანის მომზადებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება.

Image.geotorrents.com
შხამიანი (შუბის) ბაყაყი
თუკი ოდესმე ცენტრალური ან სამხრეთ ამერიკის ტყეებში მოხვდებით, ფერადმა ბაყაყებმა არ მიგიზიდონ, ისინი შეიძლება შხამიანები აღმოჩნდნენ :evil: :evil:
5 სმ სიგრძის ოქროსფერ შხამიან ბაყაყს საკმარისი შხამი აქვს იმისთვის, რომ 10 ადამიანი ან 20 000 ვირთხა დახოცოს. 2 მილიგრამი თავისუფლად მოკლავს ადამიანს ან დიდი ზომის ცხოველს. ბაყაყი შხამს კანში ინახავს და ვინც კი შეეხება, ნებისმიერი მოიწამლება.

Image.geotorrents.com
მიწის ტაიპანი, იგივე “მძვინვარე გველი”
მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველი, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს. მარტო ერთი კბენისას იმდენ შხამს გამოყოფს, რომ თავისუფლად დახოცავს 100 ადამიანს ან 250 000 ვირთხას. მისი შხამი ჩვეულებრივი კობრისაზე 200-400-ჯერ ძლიერია. ადამიანი კბენიდან მაქსიმუმ 45 წუთში იღუპება. საბედნიეროდ, ეს გველი მორცხვია და ძირითადად მიწაში იმალება ხოლმე (სახელიც ამიტომ დაარქვეს).

Image.geotorrents.com
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა, იგივე ბანანის ობობა
2007 წელს ეს არსება გინესის წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე შხამიანი ობობა. ადამიანები ობობის ჯიშებიდან ყველაზე ხშირად ბრაზილიური ობობის ნაკბენით იხოცებიან. შხამის 0.006 მილიგრამი თაგვს კლავს. ის საშიშია იმის გამოც, რომ ერთ ადგილას არ ჩერდება და მუდმივად მოგზაურობს. ხშირად ჩნდება ხალხმრავალ ადგილებში, სახლებში, ტანსაცმლის კარადებში, ნავებში და მანქანებში. ამ ობობის ნაკბენი ხშირად იწვევს გარდამავალ ერექციას რამდენიმე საათის განმავლობაში და თუ ადამიანი გადარჩა, დიდი შანსია რომ იმპოტენტად დარჩეს.

Image.geotorrents.com
თევზი-ქვა
მართალია სხვა თევზებს გარეგნობით ვერ ჯობნის, მაგრამ შხამიანობაში ბადალი არ ყავს :evil: მისი ნაკბენი ისეთ საშინელ ტკივილს იწვევს, რომ მსხვერპლი უყოყმანოდ თანხმდება ნაკბენი კიდურის ამპუტაციაზე. სიმპტომებია: ტკივილის შოკი, პარალიზება და ქსოვილების კვდომა. სამედიცინო ჩარევის გარეშე 1-2 საათში ადამიანი იღიუპება. ის შხამს ინახავს ზურგზე ამოსულ ძვლებში და შესაბამისად მისი შეხება მომაკვდინებელია. თევზი-ქვა ბინადროს ტროპიკულ არეებში, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის წყლებში, ასევე წითელ ზღვაში.

Image.geotorrents.com
ებრაული უდაბნოს მორიელი, იგივე “მოსიარულე სიკვდილი”
მიჩნეულია რომ მორიელების უმეტესობა მაინცდამაინც საშიში არაა, რადგან მათი ნაკბენი დროებით ტკივილს იწვევს. მათგან მკვეთრად განსხვავდება ეს ჯიში. მისი შხამი აუტანელ ტკივილს წარმოშობს, რომელსაც მოსდევს კომა, კრუნჩხვები, აბსოლუტური პარალიზება და სიკვდილი. ვარაუდობენ, რომ ძლიერი, ნავარჯიშები ზრდასრული ადამიანები შეიძლება მის შხამს გადაურჩნენ, მაგრამ ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები უდიდესი რისკის ქვეშ არიან.
გავრცელებულია შუა აზიასა და ჩრდილო ამერიკაში.

Image.geotorrents.com
ლურჯრგოლებიანი რვაფეხა
ზომით პატარაა, დაახლოებით გოლფის ბურთის ხელა, მაგრამ მისი შხამი ძალიან ძლიერია. მის ორგანიზმში არსებული შხამი 26 ზრდასრულ ადამიანს ეყოფა მოსაკლავად და ანტიდოტი ჯერჯერობით არ არსებობს. კბენისთანავე ადამიანს ეწყება მუსკულატურის პარალიზება, დამუნჯება, სუნთქვის გაძნელება და ბოლოს სიკვდილი.
ბინადრობს წყნარ ოკეანეში, იაპონიიდან ავსტრალიამდე.

Image.geotorrents.com
წინწკლებიანი კონუსისებრი ლოკოკინა
მისი შხამი ისევე საშიშია, როგორც ამ სიაში მყოფი ნებისმიერი ცხოველისა. ერთი წვეთი 20 ადამიანს ეყოფა. მისი შხამი იწვევს ამობურცულობებს, ტკივილს, სიმუნჯეს, ყურებში ხმაურს, კუნთების პარალიზებას, მხედველობის გაუარესებას და სუნთქვის გაძნელებას. მისი ანტიდოტი არ არსებობს. ჯერჯეროით, მისგან მხოლოდ 30-მდე ადამიანია დაღუპული.

Image.geotorrents.com
სამეფო კობრა
სამეფო კობრა თავის თანამოძმეებსაც კი არ ინდობს – საკვებად გველებსაც ეტანება. მისი ნაკბენი ზრდასრულ აზიურ სპილოს 3 საათში კლავს. მისი შხამი სხვა გველებივით ძლიერი არაა, მაგრამ ის 5-ჯერ მეტ შხამს უშვებს კბენისას, ვიდრე შავი მამბა და მასზე გაცილებით სწრაფად კლავს მსხვერპლს. შესაბამისად, მათზე საშიშია.
გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

Image.geotorrents.com
ავსტრალიური მედუზა, იგივე “ზღვის ბზიკი”
მსოფლიოს ყველაზე შხამიანი არსება. მისი შხამი მაშინვე ახორციელებს შეტევას გულზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნერვულ სისტემაზე და კანის უჯრედებზე. ადამიანი კბენისთანავე შოკში ვარდება. კბენიდან 30 წამში აუცილებელია სამედიცონო დახმარების აღმოჩენა. თუ არადა, მაქსიმუმ 3 წუთში გულის პარალიზება სიკვდილს იწვევს. გადარჩენის შემთხვევაში ტკივილი რამდენიმე კვირა გადაბმულად გრძელდება.
ბინადრობს აზიასა და ავსტრალიაში.

წყარო: villageofjoy.com

მსგავსი ამბები

Back to top button