არქივი

მუზები – ქალები, რომლებმაც შეცვალეს ხელოვნების კურსი (I ნაწილი)

3aom6

ესენი ის ქალები არიან, ვინც უდიდესი გავლენა მოახდინეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე. ადამიანები, რომლებმაც განსაზღვრეს მრავალი გენიოსის შემოქმედება. ამ ქალბატონებს უამრავი ნახატი, ლექსი, მუსიკალური ნაწარმოები, რომანი თუ ფილმი მიეძღვნათ. ისინი საკუთარი ხელებით არ ქმნიდნენ შედევრებს, მაგრამ მაინც მათ თანაავტორებად ითვლებიან.

1. ჯეინ დიუვალი

nahz6

შარლ ბოდლერი მუზა, ჯეინ დიუვალი დაიბადა კუნძულ ჰაიტიზე, სავარაუდოდ, 1820 წელს. 18 წლისამ დატოვა მშობლიური მხარე და საფრანგეთს, კერძოდ – პარიზს მიაშურა. ჯეინმა აქ, მრავალი პარიზელი გოგონას მსგავსად, რომელთაც გარეგნობა ხელს უწყობდა, კაბარეში დაიწყო მუშაობა მსახიობად და მოცეკვავედ. სწორედ აქვე შეხვდა იგი შარლ ბოდლერს, ცნობილ ფრანგ მწერალსა და კრიტიკოსს. შარლი თავიდანვე მოიხიბლა მისით და მათ შორის რომანი დაიწყო.

ilqj9

მწერალი საკუთარ მუზას ხშირად მოიხსენიებდა, როგორც “შავ ვენერასა” და “იდუმალთა შორის იდუმალს”. ბოდლერის მეგობარი ერთგან წერდა, რომ ჯეინი შარლისთვის იყო სიმბოლო მისტიურობის, ეგზოტიკულობის, ფატალური სილამაზისა და სექსუალურობის.

iqmrs
შარლ ბოდლერი

ბოდლერმა თავისი ნამუშევრების უმრავლესობა სწორედ ჯეინს მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ჯეინი არ იყო მხოლოდ ბოდლერის მუზა. შარლის მეგობარს, ედვარდ მანესაც შთააგონა მან რამდენიმე შედევრის შექმნა.

buowa

სიცოცხლის ბოლო წლებში ჯეინი სიფილისით იტანჯებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე იგი დაბრმავდა კიდეც. საბოლოოდ სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა კიდეც1862 წელს, დაახლოვებით 42 წლის ასაკში. ხუთი წლის შედმეგ კი იგივე დაავადებით შარლ ბოდლერიც აღესრულა.

ჯეინ დიუვალი მოგვიანებით, არაერთი რეჟისორის შთაგონების წყარო გახდა. მასზე ფილმები შექმნეს: ნელო ჰოპკინსონმა “The Salt Roads”,  იო ზოუმ “My Heart Laid Bare” და ა.შ.

2. ალისა ლიდელი

ალისა ინგლისელი მწერლის, მათემატიკოსის, ფილოსოფოსის,ფოტოგრაფის ლუის კაროლის მუზა იყო. მწერალმა ყველაზე ცნობილი წიგნის, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ალისა იყო.

18tr2

ალისა ლიდელი 1852 წელს დაიბადა მღვდლის ოჯახში. იგი 4 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ოქსფორდში გადასახლდა, ამ ქალაქის უნივერსიტეტში კი ლექციებს ლუისი კითხულობდა. სწორედ აქ შეხვდნენ მწერალი და ლიდელების ოჯახი ერთმანეთს. იგი ოჯახის მეტად დაახლოვებული პირი იყო. 11 წლის იყო ალისა, როდესაც ლუისი ფოტოგრაფიამ გაიტაცა. სწორედ ამავე პერიოდში შენიშნა მან ალისა და მამამის სთხოვა, გოგონასთვის სურათების გადაღების უფლება მიეცა. ცხადია, უფროსი ლიდელი ამაზე დათანხმდა. ამის შემდეგ დაიწყო ალისასა და ლუისის მხურვალე მეგობრობა, რასაც ხელი არც ასაკობრივმა სხვაობამ შეუშალა (ლუისი 20 წლით უფროსი იყო ალისაზე).

2ub2v

08nel

მწერალი მას თავშესაქცევ ისტორიებს უყვებოდა, პატარა ალისაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა ამ ამბებს.

ლუის კაროლის ბიოგრაფებს შორის დღემდე არ არსებობს ერთიანი შეხედულება ალისასა და მის ურთიერთობასთან დაკავშირებით. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, იგი პედოფილი იყო და ალისას მიმართ სიყვარულით იყო გამსჭვალული.

p7h11
ლუის კაროლი

ამ მოსაზრების გასამყარებლად, მიუთითებენ, რომ მწერალი ჩაკეტილი ადამიანი იყო, რომელსაც არ გამოსდიოდა  ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობა, რის კომპენსაციასაც ბავშვებვთან ურთიერთობაში ახერხებდა. მათი აზრით, მისი და ალისას ურთიერთობაც პლატუნური ხასიათის უნდა ყოფილიყო. ლუის ძალიან უყვარდა დღიურების წერა, იგი საკუთარი ცხოვრების ყველა ეტაპის შესახებ აკეთებდა ჩანაწერებს. მისი და ალისას “მეგობრობის” პერიოდის ამსახველი ფურცლები კი მისი დღიურიდან უბრალოდ ამოხეული იყო, რაც მკვლევართა ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ 32 წლის ლუისმა 12 წლის ალისას ხელიც ითხოვა. თუმცაღა, ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ ეჭვებია და დარწმუნებით მასზე საუბარი არაეთიკური.

n4yi3

lqwjq
ალისა მოგვიანებით ასევე გახდა კანადელი პოეტის სტეფანი ბოლსტერის, კეტი როიფის, ბრაიან ტოლბოტის და სხვათ მუზა.

3. დოროთი დენე

დაიბადა 1859 წელს ლონდონში, მრავალშვილიან ოჯახში. სახლი მალევე მიატოვა და სამსახურის დაწყება თეატრში სცადა. აქ იგი, ძირითადად, მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. 28 წლის იყო დოროთი, როდესაც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილ მხატვარს – ლორდ ფრედერიკ ლეიტონს შეხვდა. ლეიტონს, სამხატვრო აკადებიის დირექტორს, სურდა შეექმნა ნახატების სერია ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე, შესაბამისი მოდელის მოძებნას კი ვერაფრით ახერხებდა. სწორედ ამ დროს, მას მისმა მეგობარმა დოროთიზე უთხრა.

oo746
როდესაც ფრედერიკი მას შეხვდა, ის მიხვდა, რომ სწორედ დოროთი სჭირდებოდა. ის ზუსტად ჯდებოდა იმ პარამეტრებში, რითიც მხატვარი საკუთარ გმირებს ხედავდა – საშუალოზე მაღალი, ფართო მხრები, დიდი თვალები, ქერა, კულულა თმა – სწორედ ასეთი იყო დოროთე დენე.

lf0zs

მათ ერთობლივი მუშაობა 6 წელს გაგრძელდა. ამ პერიოდში ლორდ ლეიტონს, რომელიც 72 წლის იყო,  თავდავიწყებით შეუყვარდა 28 წლის მოდელი. მან ხელიც სთხოვა დოროთეს, რაზეც უარი მიიღო. ლეიტონის ბიოგრაფები მითითებენ, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე დოროთის ერთგული დარჩა.

4. ჟანა ჰებუტერნი

njybz

მოდელიანის მუზა და მეუღლე, ჟანა, 1898 წელს დაიბადა ღრმად მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში. ახალგაზრდობიდანვე მეტად დაინტერესებული იყო მხატვრობით. სამხატვრო წრეებშიც მეტაც მიღებული პიროვნება გახლდათ. ეს ძირითადად, მისი ძმის დამსახურება იყო, რომელიც ასევე მხატვარი გახდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჟანამ სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში. სწორედ აქ შეხვდა მის მომავალ მეუღლეს – ამადეო მოდელიანს.

7u1yr

8oil8
ისინი, თავდაპირველად მეგობრები გახდნენ, შემდგომში ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ჟანას ოჯახი მათი კავშირის წინააღმდეგი იყო, მათ მოსთხოვეს გოგონას მხატვართნ დაშორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სახლის დატოვება მოუწევდა. ჟანამ სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია. ამადეომ და ჟანამ დაიწყეს ერთად ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.

5ytum

1918 წელს, ამადეოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წყვილი ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველი შვილიც შეეძინათ. ფინანსური პრობლემების გამო, ისინი 2 წელში დაბრუნდნენ პარიზში. ამ პერიოდში მოდილიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. ტუბერკულიოზთან ერთად მას მენინგიტიც დაემართა.

1920 წელს, როდესაც ჟანა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მოდელიანი გარდაიცვალა. ჟანა მამამ წაიყვანა თავისთან სახლში, მაგრამ ვერც მშობლიურმა გარემომ შეუმსუბუქა დეპრესია. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გადმოხტა  V სართულიდა. მასთან ერთად დაიღუპა მისი დაუბადებელი შვილიც. ჟანა მამამ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა, 5 წლის შემდეგ მოდილიანის მეგობრებმა იგი მეუღლის გვერდით გადაასვენეს. მის საფლავზე კი შემდეგი სიტყვები წააწერეს: ” ერთგული კომპანიონის უკიდურესი მსხვერპლი”.

3aom6

ჟანა მოდელიანისთვის იყო მუზა, სიყვარული, ცხოვრების თანამგზავრი, ერთადერთი შვილის დედა და კარგი მეგობარი.

5. ალელე ბლონშ-ბაუერი

032s3

zeaun
იგი გახლდათ გუსტავ კლიმტის მუზა. მეცენატის მეუღლის პირველი პორტრეტის დაკვეთა კლიმტმა სწორედ ადელის ქმრისგან, ფერდინანდ ლონშ-ბაუერისაგან მიიღო. ფერდინანდი მდიდარი მეწარმე გახლდათ, რომელიც საკმაოდ ბევრ მხატვარს ასპონსორებდა, განსაკუთრებით კი კლიმტს ეხმარებოდა ფინანსურა.

qbdb9

ადელა იყო ერთადერთი მოდელი კლიმთისათვის, რომლის ნახატიც მხატვარმა ორჯერ შექმნა. მეორე ნახატზე მუშაობისას ხელოვანს სერიოზული გრძნობებიც გაუჩნდა საკუთარი მოდელის მიმართ.

1779b
აღსანიშნავია, რომ ადელის პორტრეტი 2006 წლის კრისტის აუქციონზე 88 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითიც იგი ყველაზე ძვირადღირებულ ნახატთა ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა.

6. დორა მარი

pdnuq
პაბლო პიკასოს შთაგონების წყარო. პიკასოსთან შეხვედრამდე, დორა უკვე ცნობილი ფოტოგრაფი იყო. ის მხატვრობითაც იყო დაინტერესებული. პიკასო ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, როდესაც ის 29, ხოლო მხატვარი 54-ის იყო. დორას პერსონამ თავიდანვე დააინტერესა პაბლო თავისი ექსტრავაგანტიზმით. დორას ხელზე 2 თითი არ ჰქონდა, რომელიც ე.წ. “დანით თამაშისას” მოიჭრა, მას თავისი სისხლიანი ხელთათმანი სახლში გამოსაჩენ ადგილას ჰქონდა გამოკიდეული. მას ესპანურათ გამართულად შეეძლო საუბარი, რამაც პიკასო აღფრთოვანებაში მოიყვანა. მათი ურთიერთობა დაახლოვებით 9 წელს გაგრძელდა.

elozt

0dm1z

zntk6
დორასთვის ძალიან რთული იყო პიკასოსტან ერთად თანაცხოვრების პერიოდი. მას ძალიან უნდოდა მხატვრისათვის შვილი გაეჩინა, თუმცაღა დორა სტერილური აღმოჩნდა. სიტუაციას ამწვავდებდა მარია ტერეზა ვოლტერის არსებობაც, რომლისაგანაც პაბლოს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავდა. პიკასო დორას მუდამ სევდიანს ხატავდა და მას მის საკუთარ მუზას უწოდებდა. პიკასოსთან დაშორების შემდეგ, დორას ფსიქოლოგიური მდგომარეობა მეტად სავალალო გახდა, რის გამოც მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა მოუწია.

kk3c9

პაბლო და დორა

კუბისტ მხატვართან დაშორების შემდეგ, დორას ხშირად აკითხავდა მისი და პაბლოს ძველი მეგობარი, ფოტოგრაფი მენ რეი.

4tr4v
მენ რეი
ერთხელაც მან ქალს პოზირება შესთავაზა. დორაც ამ წინადადებას დათანხმდა.

fc6ye

echqs


მათ შექმნეს მთელი სერია ფოტოებისა, რომლებიც ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრებად ითვლება.

გაგრძელება იქნება…

Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
1173073225.2274.113839696

მსგავსი ამბები

Back to top button