არქივი

სიყვარული ჩინურად…

a45eac61271b
ამბობენ ყველაფერს , რასაც made in china აწერია არ ვარგაო, უხარისხოაო, მაგრამ სიყვარულის ისტორიაზე, რომელზეც ამ პოსტში გიამბობთ ეს არ ითქმის ნამდვილად. პირიქით, სამაგალითოა და დასაფასებელი ჩინელი წყვილის ეს უდაოდ წმინდა და ლამაზი სიყვარული, მისაბაძია და აღფრთოვანებას იწვევს…

50 წლის წინათ ლიუ იყო ერთი ჩვეულებრივი 19 წლის მეთევზე, რომელსაც ჭკუის დაკარგვამდე შეუყვარდა 29 წლის დაქვრივებული ქალი სახელად კსიუ, პატარა ბავშვით ხელში. იმ დროისათვის ჩინეთში ახალგაზრდა მამაკაცისა და მასზე რამოდენიმე წლით უფროსი ქალის ერთად ყოფნა ამორალურად ითვლებოდა, ასეთ ურთიერთობას ინცესტსაც კი ადარებდნენ. ამიტომ წყვილი იძულებული შეიქმნა გაქცეულიყვნენ ქალაქიდან და დასახლენ ერთი მაღალი მთის ქამოქვაბულში.

პირველ წლებში ძალიან გაუჭირდათ, ფაქტიურად მათ არ ებადად არაფერი. როგორც თავად კსიუ ჰყვება, ბალახებითა და ფესვებით იკვებებოდნენ. შემდეგ ლიუმ თავისი ხელით გააკეთა ნავთის ლამფა, რომელმაც “ოჯახში” შემოიტანა სინათლე და იმედის ნაპერწკალი იმისა, რომ ყველაფერი ნელნელა დალაგდება.

ამავე დროს ლიუმ მთაზე დაიწყო კიბეების საფეხურების ამოკვეთა, რათა მის ცოლს ნებისმიერ დროს შესძლებოდა მთიდან დაშვება მშვიდად. 50 წლის გამნმავლობაში მან 6 000 საფეხური ამოკვეთა.

642118a2db60

ეს წყვილი, მათი გაპარვიდან მალევე, ყველას მიავიწყდა და მხოლოდ 52 წლის შემდეგ, 2001 წელს, მოგზაურთა ერთი ჯგუფი სამხრეთ ჩუნცინის ტყეებში შემთხვევით წააწყდა მთაზე ამოკვეთილ ათასობით საფეხურს. გაუყვენ გზას ბოლომდე და ბოლოში, მთის მწვერვალზე შეხვდნენ მოხუცებულ ცოლ-ქმარს.

“ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მათ 50 წელი დაჰყვეს ერთად და არასოდეს უჩხუბიათ” – ჰყვება ლიუს ერთ-ერთი შვილი (სულ შვიდი ჰყავდა) – “მამამ მთელი ცხოვრება შეალია ამ საფეხურების ამოკვეთას იმისათვის, რომ დედას შესძლებოდა ნებისმიერ დროს ჩასულიყო ქვემოთ, მაგრამ დედას ერთხელაც კი არ დაუდგამს ფეხი მასზე, მას არ სურდა იმ სამყაროსთან დაბრუნება, რომელმაც გარიყა და ხელი ჰკრა”.

2006 წელს 72 წლის ლიუ ბრუნდებოდა სამუშაოდან, თითქმის ავიდა კიბეების ბოლოსკენ, რომ უცებ თავბრუ დაეხვა და მოწყვეტით დაეცა მიწაზე. კსიუმ, რომელიც ყოველთვის მწვერვალზე ელოდებოდა მეუღლეს, შენიშნა ეს და იმწუთშივე გაექანა ქმრისკენ, სწორედ მაშინ გამოიყენა ცხოვრებაში პირველად ქსიუმ ეს საფეხურები, მანამდე ფეხიც კი არ ჰქონდა მასზე დადგმული. ლიუ კვდებოდა, თვალცრემლიანი ცოლი კი ლოცულობდა. მეუღლის ბოლო სიტყვბი შემდეგი იყო: “მოგეწონა ჩემი საჩუქარი?” და იქვე დალია სული საყვარელი ქალის მკლავებში, სახეზე ღიმილით.

სიყვარულის ამ ისტორიამ პირველი ადგილი დაიკავა ჟურნალში Chinese Women Weekly. ხოლო სახელმწიფომ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ხელით ნაკვეთი საფეხურები და გახსნა მუზეუმი იქ, სადაც ცხოვრობდნენ ლიუ და კსიუ.

***************************************************************************************
***************************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button