კულტურა

შოთიკო ჩვენი ვარსკვლავია (?!) : ))

31b28a2a5a12
ზარ-ზეიმით მინდა გაუწყოთ,რომ ჩვენს ძირგამოთხრილ ესტრადას ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი შეემატა.
ეს გახლავთ შოთიკო ბოჭორიშვილი.. იგი თურმე ვიჯეია,მაგრამ ხომ იცით ბოლო დროს დამკვიდრებული წესის მიხედვით,თუ მღერიხარ ე.ი. ნებისმიერი პროფესიული განათლება შეიძლება გქონდეს,გარდა სასიმღერო განათლებისა. (ზუსტად არ ვიცი რა განათლება აქვს ამ ადამიანს,მაგრამ მუსიკალური განათლება რომ არ აქვს,მაგაში მალე დარწმუნდებით :( )

მცირე ნაკვესი მისი დახასიათებიდან:
ამბიციურია, ამბიცია ხომ ყველა ხელოვან ადამიანს ახასიათებს. მეგობრულია და უყვარს ახალი საინტერესო ადამიანების აღმოჩენა. არასოდეს არ ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ. არის კომუნიკაბელური და უკომპლექსო. წყარო www.musicbox.ge (უკომპლექსო როა, ამას შევნიშნავთ,აბა ბევრი როდი გაბედავს, საზოგადოებაში ასე ,,სიმღერას”. ავტ.შენიშვნა)
39604e685fd8
შოთიკო ბავშვობაში (თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე ხომ? ანუ რა საყვარელიაა :dabneuli: )

ესეიგი,რასთან დაკავშირებით გადაწყვიტა შოთამ მომღერლობა, ამას ვიდეოდან გაიგებთ (თურმე ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ ნეტა ჩვენ რას გვერჩის, საკითხავი აი ესაა :( )


სუიციდის ,,მცთელობები” კაი იყო :D მოგახსენებთ,რომ შოთიკო ,,არასპრავედლივად” ბლატაობს ლედი გაგა ჩამოვიყვანეო, რასაც იმედი მაქვს მალე გამოეხმაურება თბილისის მერია, მომღერლების ჩამოყვანის საკითხში საავტორო უფლებებს ნუ ,,გვახევო” :ae:


ესეც კლიპი ,,უაზრო ცხოვრება” შოთიკო თვალების ფართო ჭყეტით,რაც შეიძლება დიდი პირის გაღებით (ასე უფრო ემსგავსება სიმღერა როკის ჟანრისას) და თმების ქანცარით ცდილობს გადმოცეს ემო ხალხის განცდები (ნუ,რასაც წესით და რიგით ფიქრობენ ხოლმე ემოები,თორე ქართველი ,,ემოები” რომ სიკვდილზე და ცხოვრების აზრიანობა-უაზრობაზე ვერაფერს იტყვიან ეგ კი ვიცი :papa: )


სიმღერა ,,გავფრინდეთ შორს” (ეჰ ესე ვერ გაფრინდები :D , და მრავლობითში რატო? ჩვენ გამოყოლას ვერ გავრისკავთ :D )
აქ შეგიძლიათ იხილოთ ბანალური სცენები კაფეში, რომელსაც ისეთი სასიმღერო სიტყვები ადევს,ამ ეპიზოდთან არანაირ კავშირში რომ არაა :dabneuli: შე მოღალატე..ალბათ ამბობს დიდტუჩებიანი გოგო, -ეს ის არაა,რასაც შენ ფიქრობ,-პასუხობს გულდათუთქული შოთა, გამოდის მერე ეს გოგო გარეთ და უცებ თმის დასველება და თვალებზე ტუშის, ფანქრის თუ კიდევ სხვა რამის ჩამოთხაპნა სად მოასწრო გაუგებარია :( (არ დაგავიწყდეთ, ჩემი გაკრიტიკების მიუხედავად, ალბათ ეს ემოების საყვარელი სცენაა, ისე საყვარლად ტირის ეს გოგო, თან თვალები ჩაშავებული აქვს, ეს კი რას ნიშნავს?! ემოა რა :papa: )
განსაკუთრებით ლამაზია ქორწილის ცერემონია,რომელიც სადღაც საძოვარზე მიმდინარეობს (ვითომ, კათოლიკები რომ იწერენ ხოლმე ჯვარს ეგ პონტია : ) ) იქვე ზის უცნაურად გამოწყობილი (ამდენი კრუჟევა-კრუჟევა ჟაბო სად იშოვეს გამიკვირდა :no: ) ბიძიებისა და დეიდების საზოგადოება..


,,ხელები ცისკენ”

youtube-ზე შერცხვათ ამ კლიპის დადება და ისევ მამაპაპურ myvideo-ზე დადეს :( კათოლიკურ ეკლესიაში დასვენებული შოთა (,,პახოდუ” ეტყობა კუბოში ჩაწოლის შეეშინდა :D ) სხვა კლიპების მსგავსად ჭყეტს თვალებს და შემდეგ მთელი კლიპის განმავლობაში დარბის, რადგან ვერავინ უგებს : ) თან ხშირად ცდილობს სიმღერის სათაურის იმიტირებას და ხელებს გულმოდგინედ პარჭყავს ცისკენ :vaime: არ შეიძლება ორიოდე სიტყვით არ შევაქოთ გიტარისტი,რომელიც კლიპში მონაწილეობს, ისე გულმოდგინედ იქნევ გიტარას შეგშურდებათ. წყლის სცენა მომწონს განსაკუთრებით, წყალში დგას ჩვენი ნიჭიერი გიტარისტი და კარგად არ ჩანს მაგრამ დაუკვირდით : ) გიტარა თოხივით აქვს გადებული კისერზე :( მაგრამ მერე რა, ექვსი აკორდი ხო დაამუღამა უკვე, მეტი არცაა საჭირო ესეთი ,,ემო” მუსიკისთვის : ) ფინალია მაგარი, შოთას დამფრთხალი თაგვისფერი ტონალური უსვია, შემოიცარცვავს ტანზე რაღაც საროჩკისმაგვარს (თან შავია, რადგან შავია ესეიგი?! ემოა რა :evil: ) და გადაიღეღავს გულ-მკერდს, (ნეტა გამოსაჩენი მაინც ქონდეს რამე ) მაგრამ დარწმუნებული ვარ თავს გაიმართლებს, ანრი ჯოხაძემ გაიხადა და მე ნაკლები რით ვარო :(

მოკლედ ეხლა თქვენ შეაფასეთ, მე პრინციპში მომწონს ამ ადამიანის შემოქმედება და კიდევ ერთი .. ჩემი ნაწერი არ გადაიჯღაბნოთ საიტებზე, თორემ გიჩივლებთ საავტორო უფლებების ,,ახევისთვის” :ae:       :D

მსგავსი ამბები

Back to top button