უცნაური

10 საოცარი ადამიანი

fcaa1a8d81ad

ყველა დროში იყვნენ წინასწარმეტყველები,ადამიანები არაორდინალური შესაძლებლობებით,შამანები.ამ ადამიანების შესაძლებლობები მეცნიერებისთვის ბურუსით მოცული იყო.

უცნაური ყოველთვის იზიდავდა ხალხს.და ეს თემა სავარაუდოდ სამუდამოდ დარჩება..ადამიანები ხომ მზად არიან გადაიხადონ ფული რათა შეეხონ ამოუცნობს და არაამქვეყნიურს.

1.ნოსტრადამუსი (წინასწარმეტყველი)

3fb0e310e0fe

მიშელ დე ნოტრდამი დაიბადა 14 დეკემბერს,1503 წელს,ქალაქ სენ-რემიში.1566 წლის 2 ივლის სალონში გარდაიცვალა.მისი წინასწარმეტყველობები ძალიან ბევრიააა.იგი უყვართ და ეზიზღებათ,აკრიტიკებენ და აღფრთოვანდებიან.ერთნი თვლიან,რომ მან ყველაფერი იწინასწარმეტყველა,რაც კი შეიძლებოდა(მეცნიერული რევოლუცია,ჰიტლერის დაბადება,11 სექტემბის ტერაქტი და სხვა მრავალი).სხვანი აკრიტიკებენ მას და თვლიან მის წინასწარმეტყველებებს სიცრუედ.იგი საწინასწარმეტყველოდ ვარსკვლავებს იყენებდა,რადგანაც ასტროლოგი იყო(არ შეგეშალოთ ასტრონომში).ასოების და ციფრების გაშიფრება სხვადასხვანაირად შეიძლება.სკეპტიკოსებს ამ ყველაფრის მაინც არ სჯერათ :)

2.აველი, ბერი-წინასწარმეტყველი

a19a6f4c141c

აველი დაიბადა 18 მარტს,1757 წელს,ერთ-ერთ რუსულ სოფელში.გარდაიცვალა 29 ნოემბერს,1841 წელს,მონასტერში.
აველი დაჟინებით ამტკიცებდა რომ “ცამდე იყო ასული”,სადაც ნახა ისეთი ორი წიგნი,რომელთა შინაარსს წინასწარმეტყველებაში მოიხსენიებდა.1787 წლიდან დაწყებული მას ესმოდა მიმანიშნებელი “ხმა”,რომელიც ეუბნებოდა რა,როგორ და როდის გაეკეთებინა.
ასე თუ ისე,ბერმა იწინასწარმეტყველა ეკატერინე მეორეს და პავლე პირველის გარდაცვალება,მოსკოვის გადაწვა ფრანგების მიერ და სხვა მრავალი მოვლენა.მართლა იყო თუ არა აველი ცამდე ასული და ესმოდა თუ არა ის საოცარი ხმა,ისტორია ამას ვერასდროს გაიგებს…ისე ბევრი რამე ცენზურის ქვეშაც კი არს მოქცეული.

3.გარი გუდინი

33820b7dd9d6

ნამდვილი სახელი ერიხ ვაისი.1874 წლის 24 მარტს დაიბადა,ბუდაპეშტში.გარდაიცვალა პერიტონიტით,ჰელუინის ღამეს,1926 წლის 31 ოქტომბერს.
გარი საღსალამათი გამოდიოდა ციხის კამერებიდან,სატვირთო კონტეინერებიდან,დიდი ქაღალდის ტომრიდან(ისე რომ ქაღალდი არ გაეხია).ილუზიონისტი ძალიან მოხერხებული იყო და ყველას ძლიერ აოცებდა.1918 წელს მან ნიუ იორკის პარკში სპილოც კი გააქრო! მისი ფოკუსების დიდი ნაწილი იყო დაკავშირებული კარტებთან და კამერებიდან განსავისუფლებასთან.ეს ტრიუკები ძალიან ადვილია,თუ კი ტექნოლოგია იცი.გუდინის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები ხშირად იყო ეკრანზე,1999 წელს მისი ბიოგრაფიის დაფუძნებით მიუზიკლი იქნა დადგმული.

4.ვოლფ მესსინგი

fcaa1a8d81ad

დაიბადა 1899 წლის 10 ნოემბერს,გარდაიცვალა 8 ნოემბერს,1974 წელს.11 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და ბერლინამდე მიაღწია,სადაც ნევროპათოლოგმა აბელმა აღმოაჩინა მისი საოცარი შესაძლებლობები.1937 წლის გამოსვლაში,ვოლფს დაუსვეს კითხვა:  “რა იქნება,თუ კი გერმანია თავს დაესხმევა პოლონეთს?” მან კი უპასუხა:” თუ ჰიტლერი აღმოსავლეთისკენ იბრუნებს პირს,გერმანია დაიღუფება”.1953 წელს მესსინგმა იწინასწარმეტყველა,რომ სტალინი ებრაულ დღესასწაულზე მოკვდება,რაც ასეც მოხდა.
ეს პიროვნება დიდად საინტერესო იყო,მას სხვადასხვა შოუებში იწვევდნენ,სადაც ის საოცრებებს აკეთებდა…ის არ ემზადებოდა შოუებისთვის,არამედ აკეთებდა იმას,რაც თავში მოუვიდოდა და რაც შეეძლო..ზუსტად ამ შოუების დახმარებით იგი გახდა პოპულარული და ბევრი ფულიც მოიპოვა.

5.ვანგა

396b2dd2ee52

ვანგელია პანდევა გუშტეროვა.(31 იანვარი 1911 — 11 აგვისტო 1996) – ბულგარელი ნათელმხილველი.
ვანგამ წინასწარმეტყველება 16 წლის ასაკში დაიწყო,პროფესიონალურად კი ამას 30 წლიდან იწყებს.ერთ-ერთმა მათემატიკოსმა დათვალა,რომ ვანგას 55 წლიან მოღვაწეობის განმავლობაში მას მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა.მისი ახლობლების თქმით,ვანგას შეეძლო ადამიანის დაავადება დიდი სიზუსტით გამოეცნო და ეთქვა მისთვის მისი მომავალი ბედი.

ეს პირველი ხუთეული :) დანარჩენს ხვალ შემოგთავაზებთ :) ყველას დიდი მადლობა.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button