არქივი

მტვრიანი უდაბნოს ქალაქიდან აზარტული თამაშების ცენტრამდე – ლას ვეგასი

4f7a3c88a9ce

თანამედროვე  ლას–ვეგასი  ესაა აზარტული თამაშების მექაა, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი. თუმცა 70–80 წლის წინ ლას–ვეგასი იყო ერთი მტვრიანი, უდაბნოს პატარა ქალაქი, რომელიც დღეს წარმოადგენს ამერიკული ოცნების განხორციელების სახეს, არის მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი და საოჯახო დასვენების საოცნებო და სასურველი ადგილი.

 

აზარტული თამაშების საფუძველი სწორედ ლას–ვეგასიდან იღებს სათავეს. 1940–იანი წლების დასაწყისიდან 1976 წლამდე ლას–ვეგასს ჰონდა მონოპოლია კაზინოსთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ბიზნესში, თუმცა მაშინ იგი არ განიხილებოდა, როგორც გართობის ინდუსტრიის დარგი ფართო გაგებით. მაშინდელ კაზინოებს არც სასტუმრო ნომრები ჰქონდათ, არც სტუმრების გართობით იყვნენ დაკავებულნი და არც დამატებით მომსახურეობებს  სთავაზობდნენ.
2793df973020

იმდროინდელი ქალაქის სასტუმრო იყო ადგილი, სადაც კაზინოს სტუმარს შეეძლო მხოლოდ გამოძინება. ახლა ლას–ვეგასი უფრო მეტს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, ვიდრე მხოლოდ კაზინოები და სასტუმრო ოთახებია, ქალაქი ცნობილია ასევე მისი საოცარი სცენიური წარმოდგენებით, როგორიცაა მაგალითად, Cirque du Soleli, რომელსაც ამჟამად ექვსი სხვადასხვა წარმოდგენა აქვს დადგმული სხვადასხვა კაზინოში, The Mirage-ის სცენაზე  სიყვარულის თემაზე დადგმულ შოუზე ბითლზების მუსიკა უკრავს. ლუქსორში, რომელიც წარმოადგენს ეგვიპტური პირამიდის განსახიერებას, მდინარე ნილოსზე, სტუმრები ნავით მიჰყავთ სასტუმრო ოთახების ლიფტამდე.
c03aa344c1d8

მრავალი ატრაქციონი აქ უფასოა,სასტუმრო ოთახების ფასები ლას–ვეგასში ყველაზე ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა საკურორტო ინდუსტრიაში და შესაბამისად ხელმისაწვდომია კვებაც. დღესდღისობით თითქმის ყველა უმსხვილეს კაზინოში არსებობს რესტორანი, რომელსაც ცნობილი შეფ–მზარეული ემსახურება. ცნობილი შეფ–მზარეულებიდან, ტომ კოლიკიოს, რომელიც ამავდროულად ცნობილი სატელევიზიო პირია, აქვს საკუთარი რესტორანი.
86fe50bdfa29

ლას–ვეგასში ფუნქციონირებს, ასევე, 140– მდე გოლფის მოედანი, გარდა ამისა არის ტენისის მრავალი კორტი და სხვადასხვა გასართობი და სპორტული დაწესებულებები. აქ არსებობს ასევე ბუნებრივად მიმზიდველი ატრაქციონები (მიმზიდველი ადგილები), აგრეთვე სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიები საერთაშორისო კონვენციებისათვის, კონგრესებისათვის, გამოფენებისათვის და ა. შ.
aea4e32675c1

ლას–ვეგასს, პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია ტურისტებს შესთავაზოს ,,სრული პაკეტი“, აქ არ არსებობს სხვა ბიზნეს–სექტორი, გარდა ტურიზმისა, იმ საქმიანობების ჩათვლით, რომლებიც  ტურიზმს და ტურიზმში დასაქმებულებს ემსახურებიან. ლას–ვეგასი ექსკლუზიურია ტურისტული თვალსაზრისით, რადგან ქალაქი ლას–ვეგასი სწორედ ტურიზმმა შექმნა.
a0f8d1033ee8
83fc324f6a3b

მიუხედავად იმისა, რომ აზრტული თამაშები ჯერ კიდევ რჩება ლას–ვეგასის უმსხვილეს და უმთავრეს ბიზნესად, ქალაქის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებად მაინც გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება იქცა, აზარტულ თამაშებთან ერთად.
338494bd1343
1a6b3581fc5e

მსგავსი ამბები

Back to top button