არქივი

ნამარხები

67ee6987e223

ახ.წ 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა მოხდა.ვულკანიდან მომწამლავი გაზები ამოიტყორცნა და რომაულ ქალაქ პომპეის თითქმის მთელი მოსახლეობა გაანადგურა.ცხელმა ფერფლმა ქალაქი მთლიანად დაფარა.ცხოველები და ადამიანები დაიწვნენ და თავიანთი ანაბეჭდები ფერფლში დატოვეს.სულ რამდენიმე საათში ათასობით ადამიანი ქანებში შენახულ ნამარხებად იქცა.
ნამარხი ცოცხალი არსებების ნარჩენებია,რომლებიც ქანებმა შემოინახა.ნამარხები მრავალი სახის არსებობს.ზოგიერთი მათგანი,მაგალითად,მამონტის ჩონჩხი ან კირქვაში შენახული ნიჟარები,ერთ დროს ცოცხალი არსებების ნაწილებია.სხვები,მაგალითად,ფოთლის აბანეჭდი ან დინოზავრის ნაფეხური,მხოლოდ მცენარეებისა თუ ცხოველების ნაკვალევია.

bf464f56417e

ნამარხად ქცევა

საგნების უმეტესობა სულაც არ იქცევა ნამარხებად,ისე სწრაფად,როგორც ეს პომპეიში მოხდა.როგორც წესი,ამას ათასობით ან მილიონობით წელი სჭირდება. როცა ცხოველი ან მცენარე კვდება,მისი სხეული ჰაერისა და წვიმის ზემოქმედების შედეგად დაშლას იწყებს.საბოლოოდ მისგან თითქმის არაფერი რჩება.მაგრამ თუ სხეული ან მისი კვალი სწრაფად დაიმარხა ტალახსა თუ ქვიშაში,მაშინ შეიძლება დაშლას გადარჩეს.როცა ტალახი და ქვიშა მყარ ქანად იქცევა,ნამარხი მთლიანად დაცული ხდება.

89767b951d43

რას გვიამბობენ ნამარხები

ნამარხები ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი მაჩვენებელია იმისა,რომ,რაც პრეისტორიულ პერიოდში დედამიწაზე ხდებოდა.ისინი გვამცნობენ,როგორი ცხოველები და მცენარეები ცხოვრობდნენ და როგორი იყო გარემო დედამიწის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button