უცნაური

ლუნატიზმის ყველაზე უცნაური გამოვლინებები

180924

ძილში შესაძლებელია მანქანის მართვა,ინტიმური კონტაქტის დამყარება და მკვლელობის ჩადენაც კი.სამედიცინო ლიტერატურაში ძილში სიარულს სომნამბულიზმის სახელით იცნობენ.ეს ტერმინი ლათინურიდან მოდის და პირდაპირ თარგმანში სიზმარში მოსეირნეს ნიშნავს.სომნუსი სიზმარს აღნიშნავს,ამბულარე კი -სეირნობას.

ყოველ ღამე მილიონობით ადამიანი,მთელი მსოფლიოს მასშტაბით საწოლოდან დგება და საკმაოდ ნაცნობ ან,შესაძლოა უცნობ ქმედებებს გაუცნობიერებლად აკეთებს.ყველაზე საინტერესო ისაა,რომ მთვარეულებს ნებისმიერი ქმედებების ჩადენის დროს თვალები ღია აქვთ.

ლუნატიზმი,როგორც ასეთი უძველესი დროიდან მოყოლებული უცნაურობაა,რომელიც ადამიანს ახასიათებს და რომლის ბოლომდე ამოხსნაც ჯერ შეუძლებელია.ჩვენი პლანეტის  მოსახლეობის 2 % ლუნატიზმითაა დაავადებული.ყველაზე საზარელი ის გახლავთ,რომ ყოფილა შემთხვევები,როდესაც მთვარეულებს საკმაო ზიანი მიუყენებიათ როგორც სხვებისთვის,ისე საკუთარი თავისთვის.ხშირია ფანჯრიდან გადავარდნის შემთხვევები.მთვარეულები ფანჯარას კარგად აღიქვამენ.არსებობს ფაქტები იმისა,რომ მთვარეულებს უტარებიათ მანქანა,თვითმფრინავი და გემი,თუმცა მეცნიერები თვლიან,რომ ეს ზოგიერთი ჭორიკანა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია,რადგან მთვარეული ნებისმიერე ქმედების ჩადენის დროს ღრმა ძილში იმყოფება.ის შესაძლოა ჩაჯდეს მანქანაში,ძრავი დაქოქოს,მაგრამ ტარებას ვერ მოახერხებს,რადგან რეფლექსური სისტემის არასწორი მუშაობის გამო რამდენიმე წუთში პირველივე შემხვედრ პუნქტს დაეჯახება და თუ გადარჩა გამოფხიზლდება.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ლუნატიზმი ბავშვებში უფრო გავრცელებული ფენომენია,ვიდრე  ზრდასრულ ადამიანებში.თუმცა მეორე მხრივ ზრდასრული პაციენტი ექიმთან ვიზიტის დროს  უბრალოდ მორიდების გამო არ აღიარებს რომ მთვარეულია.

ლიტერატურაში,მუსიკასა და კინემატოგრაფიაში ეს თემა ასახულია.მაგ:შექსპირის ცნობილ პიესა “მაკბეტში’ ავტორს ნახსენები აქვს,რომ ლედი მაკბეტი მთვარეულია.ერთხანს მედიცინა უარყოფდა მთვარეულების დაავადებასა და მთვარეს შორის კავშირს,მაგრამ ცდების შემდეგ დადგინდა,რომ სწორედ სავსე მთვარის დროს ლუნატიზმით დაავადებული ადამიანები ბევრად უფრო აქტიურები ხდებიან ღამით.

ლუნატიზმით შეპყრობიკი ადამიანები,როგორც წესი იმავე საქციელს იმეორებენ სიზმარში,რაც მათთვის ჩვეულია ცხოვრებაში,მაგრამ ხანდახან შესაძლოა საკმაოდ უცნაური საქციელიც ჩაიდინონ.

1987 წელს კანადაში ღრმა ძილში მყოფი მოქალაქე,პარკსი ღამით საწოლიდან წამოდგა,სახლიდან გავიდა,ჩაჯდა მანქანაში და გაიარა 23 კმ.მისდა საბედნიეროთ ღამის 4 საათზე არავითარი  მოძრავი ობიექტი არ შეხვედრია.პარკსი მიუახლოვდა თავისი ცოლის მშობლების სახლს,გამოაღო კარი და ლუნატიზმის ღრმა შეტევის ქვეშ ბალიშით ჯერ სიმამრი დაახრჩო,შემდეგ სიდედრი.სასამართლო პროცესზე პარკსის ადვოკატებმა სამედიცინო დონეზე დაამტკიცეს,რომ ორი მკვლელობის ჩადენის დროს მოქალაქე პარკსი ვერ იაზრებდა თავის საქციელს და შესაბამისად მას ბრალი არ მიუძღვის.მართლაც კანადელი მთვარეული სახლში გაუშვეს.

მეორე საკმაოდ საინტერესო შემთხვევა გამოიკვლია ავსტრალიელმა მკვლევარმა პიტერ ბიუკენენმა,რომელმაც დაამტკია,რომ სიდნეიში მცხოვრები 35 წლის გათხოვილი ქალბატონი სიენა ფალშოუ,სავსე მთვარის პერიოდში ღამიტ ქუჩაში გადიოდა და სექსუალურ კონტაქტს პირველივე შემხვედრ მამაკაცთან ამყარებდა.სახლში მისულს კი არაფერი ახსოვდა.სიენას საქმე მაშინ გაირკვა,როდესაც ერთ-ერთი პირველივე შემხვედრი მისი ქმარი აღმოჩნდა,რომელიც იმ ღამეს გვიანობამდა შერჩა ტელევიორთან  და უბრალოდ არ ეძინებოდა.მეორე დღეს მეუღლემ ცოლს გაუმხილა მისი დაავადების შესახებ.ფალშოუმ სპეციალისტებს მიმართა და ორი წლის მანძილზე ცდილობდა ლუნატიზმის უმძიმესი ფორმისგან გათავისუფლებას.

როგორც წესი ლუნატიზმის შეტევა იწყება ჩაძინებიდან ერთი ან ორი საათის შემდეგ.ამ დროს ფხიზელი ადამისნისათვის მთვარეული ყურება საკმაოდ საშიში სანახაობაა.შეტევის დროს პაციენტი საწოლიდან დგება,თუმცა კარგად დაკვირვების შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ უმეტყველო და გაოგნებული სახის დანახვა.

ამ დაავადების წინააღმდეგ წამალი ჯერ არ გამოუგონიათ,მისი მკურნალობა შეიძლება მხოლოდ სპეციალისტების კომპლექსური დახმარებით.

დაიმახსოვრეთ- არასდროს გააღვიძოთ მთვარეული,ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.

მსგავსი ამბები

Back to top button