უცნაური

მორიელები

bfb73835cfe6

მორიელები უხერხემლო ცხოველების და ობობასნაირთა კლასს განეკუთვნება. მორიელების პირველი ცნობები გვხვდება ცივილიზაციის ყველაზე ადრეულ ნაწერებში, სადაც უკლებლივ ყველგან აღწერილია მათდამი სიძულვილი და თითქმის მისტიური შიში. მოგვიანებით, მორიელი გახდა ჯოჯოხეთის ფაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. Iსინი ცხოვრობდნენ 400 მილიონი წლის წინათ. შწორედ ისინი პირველები გამოვიდნენ ხმელეთზე და თითქმის არ შეუცვლიათ თავისი აგებულება. ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ, თუმცა ისინი არსებობენ ყველა კონტინენტზე გარდა ანტარქტიდისა. ყველაზე დიდი მორიელი – ე. წ. “იმპერატორი” – გვინეაშია გავრცელებული, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე კი 13 მმ-ია. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს. ისინი აქტიურები არიან ღამით, ხოლო დღისით ისინი იმალებიან ქვების ქვეშ, სხვა ცხოველების სოროებში, ან ეფლობიან ნიადაგში. მორიელების ისწავლეს ზამთარში სიცივის გადატანა, ზამთრის ძილის სახით.

ამავე დროს, ადამიანები ეწევიან მასზე მადირობას. ამისათვის საკმარისია ღამით, სიბნელეში აღიჭურვოთ ულტრაიისფერი გამოსხივების ნათურით. ამ დროს მორიელის მწვანედ ნათება განპირობებულია ორგანული ნივთიერების – ხიალინის წყალობით, რომელიც თხელი ფენით ფარავს მას.

მორიელების დაჭერა საკმაოდ ადვილია და მომგებიანი. მათზე მოთხოვნა იზრდება წლიდან წლამდე. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ლონდონში გაიხსნა ეგზოტიკური კერძების მოყვარულთა რესტორანი. მათ მენიუში სხვადასხვა გველებთან, ობობებთან და მწერებთან ერთად შედის კერძები მორიელისაგან. მათ ამზადებენ სხვადასხვანაირად: სალათებში, მიართმევენ არყით ან მარტინით ან შოკოლადში ან შაქრის პუდრით მოყრილი.

მიუხედავად მორიელის საშიში შხამისა, ზოგიერთი ცხოველი და ფრინველი სიამოვნებით მიირთმევს მას.

c4d40493e355

წყარო: wikipedia.org
ინფორმაციის უმეტესი ნაწილი რუსული ჟურნალი “Вокруг Света”-დან

მსგავსი ამბები

Back to top button