სასაცილო ფაქტები ცნობილ კომპანიებზე
ამ პოსტში მე მოგიყვებით ცნობილი ფირმების სასაცილო შეცდომებზე
1.ცნობილმა კომპანიამ “General Motors” განიცადა ფიასკო , როდესაც ლათინურ-ამერიკულ საავტომობილო ბაზარზე გამოიყვანა მანქანა “Chevrolet Nova”. როგორც მოგვიანებით გაირკვა სიტყვა No va ესპანურად ნიშნავს “არ შეუძლია მოძრაობა”
2. ამერიკაში ლუდ “Coors” რეკლამაში გამოყენებულია სლოგანი “turn it loose” ( გახდი თავისუფალი). მიახლოებითი თარგმანი ესპანურად ასე ჟღერს ” დაიტანჯე დიარეით” )))
3. პარფიუმერულმა კომპანიამ “Clairol” წარმოადგინა გერმანიაში მშრალი დეზედორანტები სლოგანით “Mist Stick” ( დაბინდული,დაბურული დეზედორანტი). გერმანიაში გაირკვა , რომ სიტყვა “Mist” გერმანულად ნიშნავს თურმე ნეხვს )))))))
4. კომპანია “Colgate-Palmolive”-მა წარმოადგინა საფრანგეთის ბაზარზე თავისი ახალი კბილის პასტა “Cue”. ოდნავ მოგვიანებით ამერიკელებმა გაარკვიეს რომ ზუსტად ასეთ სახელს ატარებს პოპულარული ფრანგული პორნოჟურნალი. ))))
5. კომპანია “Pepsi”-მ სიტყვა-სიტყვით გადათარგმნა ჩინურ ენაზე თავისი მთავარი სარეკლამო დევიზი ” Come Alive With the Pepsi Generation ” ( იცხოვრე პეპსის თაობით . თუმცა ჩინელები იყვნენ შოკში იმის გამო რომ, მათ ენაზე გამოვიდა სულ სხვა რამ: ” პეპსი აიძულებს თქვენს წინაპრებს საფლავებიდან ადგომას ” )))))))
6. კომპანია “Coca-Cola” დიდხანს არჩევდა ბრენდის სახელს ჩინეთის მოქალაქეებისთვის. საქმე იმაშია , რომ ჩინელები სასმელის სახელს გამოთქვამენ როგორც ” კეკუ – კელა” რაც ნიშნავს ჩინურად ” უკბინე ცვილის თავგასიებულს”. კომპანია იძულებული გახდა გადაესინჯა სავაჭრო მარკის დაწერილობის 40 000 ვარიანტი , სანამ აირჩევდნენ ამ ბოლო გენიალურ ვარიანტს … ” კოკუ – კოლე ” ( ბედნიერება პირში ).
7. კომპანია “Frank Purdue”, რომელიც აწარმოებს ქათმის ხორცს, ამერიკაში იყენებს სლოგანს “It takes a strong man to make a tender chicken ” ( რათა მოამზადო გემრიელი (tender არის ნაზი, ალერსიანი, მაგრამ პირდაპირ არ ითარგმნება)) ქათამი საჭიროა ძლიერი მამაკაცი). ესპანურად კი ოდნავ სხვა მნიშვნელობა შეიძინა ამ ფრაზამ : ” იმისათვის რომ წიწილა მოვამზადოთ გემრიელი, საჭიროა სექსუალურად აღგზნებული მამაკაცი ” :D:D:DD:D ამ ცუდად ვარ )))))))
8. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სკანდინავიურმა მწარმოებელმა “Electrolux”-მა წარმოადგინა თავისი მტვერსასრუტები ამერიკის ბაზარზე სლოგანით “Nothing Sucks Like an Electrolux ” ( არაფერი ისე არ წოვს, როგორც ელექტროლუქსი) ))))