TECH & მეცნიერებაგართობაკულტურა

Apple-მა ახალი მუსიკალური სერვისი Apple Music წარადგინა

apple music

კომპანია Apple-მა ახალი მუსიკალური სერვისის Apple Music-ის გამოშვება ოფიციალურად დააანონსა. ამის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ედი კიუმ Apple WWDC-ის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მუსიკალური სერვისის ხელმომწერები ონლაინ რადიო Beats 1-ის და კატალოგიდან მოთხოვნილი მუსიკის მოსმენას შეძლებენ, ასევე შესაძლებლობა ექნებათ, Connect პლატფორმის მეშვეობით ათასობით ადამიანსა და უამრავ მუსიკოსს ეკონტაქტონ.

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, Apple Music-ის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს მუსიკის მოსმენას, როგორც საკუთარი iTunes-იდან, ასევე სერვისის კატალოგიდან, რომელშიც 30 მილიონზე მეტი კომპოზიცია იქნება ატვირთული. აპლიკაცია ინტეგრირებულია ხმოვანი ძებნის სისტემა Siri-სთან, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს, მაგალითად, 1994 წლის დეკემბრის ჩარტის ლიდერი სიმღერის მოძებნასა და მოსმენას. Apple Music Connect-ის საშუალებით კი მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ გააზიარონ ფოტოები, ახალი ამბები, ანაც საკუთარი სინგლები ატვირთონ. პლატფორმა ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებთან.

Apple Music-ის სერვისი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 30 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი. პირველი სამი თვის განმავლობაში მომხმარებლები სერვისით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ, შემდეგ კი ყოველთვიურად 10 დოლარის გადახდა მოუწევთ. სერვისი შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდისა და Windows-ის მომხმარებელთათვისაც.

ახალი აპლიკაციის საპატივსაცემოდ, Apple-მა ვიდეორგოლების სერია დაამზადა, სადაც 127 წლის განმავლობაში მუსიკის ევოლუცია და ადამაინის ცხოვრებაში მუსიკის როლის მნიშვნელობაა ნაჩვენები.

 

წყარო : www.bpn.ge

 

Back to top button