არქივი

ჩვენ ნარკომანები ვართ! (ანუ სერიალები ჩვენს ცხოვრებაში)

pin OMG image XXI საუკუნე. თბილისი… ახალგაზრდობა მთელი დღეები საუბრობს ზებუნებრივ მოვლენებზე, ვიღაც დაკარგულ–გადაკარგულებზე, ელის ციხიდან პატიმრების გაქცევას, სწამთ ვამპირების და მოჩვენებების, მთელი გულით სჯერათ, რომ ერთ კოჭლ ექიმს შეუძლია ნებისმიერი დაავადების აღმოჩენა და განკურვნა….

სერიალები  დიდი ხნის წინ “შემოგვესივნენ.” ჩვენ თავიდან უარვყოფნით ამ ფაქტს, თავს ვაჯერებდით, რომ ნებისმიერ დღეს შეგვეძლო ამაზე უარის თქმა და გვიხაროდა, რომ  არც გვეცალა ტელევიზორის საყურებლად. მაგრამ თბილისში ინტერნეტი გამოჩნდა და ახალგაზრდობა მიხვდა, რომ შეუძლია  სერიალს ნებისმიერ დროს უყუროს და არ მოუწევს საღამოობით კონკრეტულ დროს ეკრანთან ჯდომა.

ოოოო!!!! გამოვიდა „ზებუნებრივის“ ახალი სერია. და ყველგან: სახლში , სამსახურში, ქუჩაში, მეტროში, ავტობუსში ჩამესმის ყურში: გამოვიდა ახალი სერია? გუშინ? უყურე? არა? აუ, უყურე, იცი რა ძალიან მაგარია? არ უყურებ? აუ რა ბანძი ხარ“.

ჩვენ მშობლებს დავცინით, როდესაც ისინი ტელევიზორში ესპანურ და ბრაზილიურ სერიალებს უყურებენ და ყველას გასაგონად ვსაუბრობთ მათი სიუჟეტების უაზრობაზე, თუმცა შინაარსი, ძალაუნებურად,  orig 11118561მაინც ვიცით. რატომ არის ტელევიზორის სერიალები „ბანძი“ და ჩვენი „მაგრები“? სერიალები, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ გათვლილია ახალგაზრდა მასაზე. იქ ვნახავთ თავგადასავლებს, სიყვარულობანას, უცნაურ და ამოუცნობ მოვლენებს. რუსთავი2–ის და იმედის სერიალები კი განკუთვნილია დიასახლისებზე, მოსახლეობაზე, რომლებმაც ბევრი ნახეს ცხოვრებაში და უბრალო, სტანდარტული და წინასწარ განსაზღვრული სცენარის ნახვით დასვენება სურს.  არ დაგავიწყდეთ ის ფაქტიც, რომ  სხვა თანამედრიოვე „ძერსკი“ სერიალების ყურების საშუალება არც აქვთ (ვგულისხმობ “Sex and the Sity”, „Desperate Housewives“) და უყურებენ იმას, რასაც აჩვენებს ტელევიზორი. ინტერნეტის გამოყენება უმრავლესობამ არც იცის და თან, როგორ უყურონ,  კომპიუტერი ხომ  ჩვენს მიერ არის „ოკუპირებული“. ჩვენც  ისევე შემჯდარი ვართ ექიმ ჰაუსსა და ზებუნებრივზე, როგორც ჩვენი მშობლები თავის დონ ხუანებსა და იზაბელებზე.

ეს ნარკოტიკია,  მშობლები ღებულობენ მას დღეში განსაზღვრულ დროს და ცოტ–ცოტას, ჩვენ კი ნებისმიერ დროს და განუსაზღვრები რაოდენობით. მე პირადად ზოგჯერ „პერედაზიროვკებიც“ მომსვლია: ამ ახალ წელს გრიპი მქონდა და ვერსად გავდიოდი, რა უნდა მეკეთებინა? გადავწყვიტე „გმირების“თავიდან ყურება. ერთ დღეში 10–მდე სერიის ყურების შემდეგ, ღამით სულ მესიზმრებოდნენ  გმირები, ხალხს ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი, ჩემში ვეძებდი რამე ზებუნებრივ ძალას და სხვა უაზრო უბედურებები მჭირდა.

მოდით განვიხილოთ სერიალების ძირითადი სქემები: კონცეპტუალური და სიუჟეტური. პირველ შემთვევაში ჩვენ გვაქვს ფორმატი დასაწისისა და დასასრულის გარეშე.  ასეთი ტიპის სერიალებში, ყოველ სერიაში ერთი და იგივე პერსონაჟები თითქმის ერთსა და იმავე ტიპიურ სიტუაციებში ხვდებიან. უმარტივეს მაგალითს მოვიყვან: თუ გახსოვთ სერიალი „კოლომბო“. როგორ მიყვარდა ბავშვობაში ეს სერიალი და რა საინტერესოდ ხსნიდა ეს კაცი ჩახლართულ საქმეებს (მმმ).  ყოველი სერიის დასაწყისში იყო დანაშაული და გამოცანა,  სერიის ბოლოში კი სასჯელი და საიდუმლოს გამოცნობა. აქ ვერ დავინახავდით ძირითად გრძელ სიუჟეტს თავისი „to be continued“–ით და არ გვიწევდა შემდეგი სერიის მოუთმენლად ლოდინი. თითოეული სერია სხვა დანარჩენებისგან დამოუკიდებელი იყო.

სერიალის მეორე ტიპი – სიუჟეტურია. აქ მოქმედება მიდის, როგორც გრძელ რომანში. აქაც არიან მუდმივი პერსონაჟები, მაგრამ არიან დროებითებიც, რომლებიც ან 10 სერიაში იღებენ მონაწილეობას, ან უბრალოდ 2–3–ში და მაინც დიდ გავლენს ახდენენ ძირითადი გმირებისს ბედ–იღბალზე. თითოეული სერია წიგნის მომდევნო თავს გვაგონებს. ასეთი სერიალის არსის გასაგებად, საჭიროა მისი ყურება პირველივე სერიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერdavies n sylar heroesთბაშად ძნელია ჩაწვდე მიმდინარე ამბებს. თუმცა დიდ დახმარებას გვიწევს  სერიის დაწყებისას „წინა სერიების მოკლე მიმოხილვის“ ჩვენება. სხვათა შორის, ამას „სპოილერს“ ეძახიან.

თუმცა, არსებობს სერიალების მესამე ტიპიც: „შერეული“. თითქმის ყველა თანამედროვე  ახალგაზრდული სერიალი მასეთი ტიპისაა. (ჰაუზი, ზებუნებრივი, სმოლვილი და ა.შ.) ამ სტილის სერიალებში  არის ერთ სერიანი ამბავი და ძირითადი სიუჟეტული ხაზიც, რომელიც სერიიდან სერიამდე გრძელდება.

არასოდეს გებადებოდათ კითხვა: რატომ ვუყურებთ სერიალებს? ნუთუ მარტო უსაქმურობის გამო?

როგორც ერთ–ერთ საიტზე წავიკითხე: „სერიალის ყურებისას ადამიანი იკმაყოფილებს სოციალური ადაპტაციის მოთხოვნილებას“. სერიალები, ისე თუ ასე, გვიჩვენებენ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რა არის კარგი და რა ცუდი. სერიალები გვეხმარებიან არ ვიფიქროთ საკუთარ პრობლემებზე და გადავერთოთ სხვის ბედ–იღბალზე, ვისწავლოთ მათ  შეცდომებზე.

ტელევიზორის ჩართვისას ან კომპიუტერის ეკრანზე „play“–ის დაჭერისას ჩვენ თითქოს ვწყდებით რეალურ სამყაროს და ვცხოვრობთ სხვისი პრობლემებით. შეიძლება დამეთანხმოთ, რომ ეს კარგია დეპრესიების და ცუდად ყოფნის დროს, მაგრამ ბევრჯერ მინახავს სიტუაცია, როდესაც კარგ გუნებაზე მყოფი ადამიანი  სერიალის ყურების შემდეგ იწყებდა ტირილს ან სერიოზულ დეპრესიაში ვარდება “ვაიმე ეს როგორ მოკვდა“. ზოგს ისე უხარია მომდევნო სერიის “ჰეპი  ენდი”, რომ ვერ იმჩნევს ირგვლივ მყოფებს და მომდევნო და მომდევნო სერიების მოლოდინში იგრუზება, ნერვები ეშლება და ა.შ

განსაკუთრებით გოგოების სიტუაციაა სავალალო. მათ ისე უყვარდებათ სერიალების მთავარი მოქმედი გმირები, რომ დღედაღამე მათზე ოცნებებში ატარებენ და გარეშემო მყოფ ბიჭებს არც აქცევენ ყურადღებას  ან ეძებენ სატრფოს, რომელიც მათ კუმირს ჰგავს.

როდესაც ავტორებს აგვიანდებათ სერიალის მომდევნო სერიის გამოსვლა, მოსახლეობას ლომკები ეწყება. თან როგორი!!! ხდებიან აგრესიულები, დიდხანს ჭორაობენ სერიალის სიუჟეტზე, ლანძღავენ საწყალ ავტორებს, ან უბრალოდ ცდილობენ არსებული „სიცარიელე“ სხვა სერიალის ყურებით შეივსონ.

ცუდი თუ კარგია სერიალების ყურება – ეს თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ გაითვალისწინეთ ერთი მომენტი: სერიალები გვართმევენ ყველაზე ძვირფასს რესურსს – დროს!!! და ეს თუ არ გენანებათ, სხვა ფაქტორებს აღარ აქვს მნიშვნელობა.

istockphoto 4099223 wasting time

P.S. ფოსტის ავტორი თავად გახლავართ

წყარო: ჩვენ ნარკომანები ვართ!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button