არქივი

როგორ გავიგოთ…

1a534818544c

come in :yes:

ერთერთ უცხოურ საიტზე აღმოვაჩინე 11 გზა, როგორ გავიგოთ:”ეს სიყვარულია… ვნებაა… თუ უკვე დაოჯახდით :( ”
გინდ დაუჯერეთ, გინდ არა…

დავიწყოთ…

1)
სიყვარულია: -როდესაც თქვენი თვალები ხვდება ერთმანეთს ხალხმრავალ ადგილას.
ვნებაა: -როდესაც თქვენი ენები ხვდება ერთმანეთს ხალხმრავალ ადგილას.
უკვე ოჯახი: -როდესაც თქვენ კარგავთ ბავშვს ხალხმრავალ ადგილას.

2)
სიყვარულია: -როდესაც თქვენ ურთიერთობას ჰქვია “შექმნილი სიყვარული”
ვნებაა: -როდესაც თქვენ ურთიერთობას ჰქვია “თავდავიწყება”.
უკვე ოჯახი: -რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ?

3)
სიყვარულია: -როდესაც ფიქრებს უზიარებთ თქვენივე ნებით.
ვნებაა: -როდესაც ფიქრებს “პარავთ” ერთმანეთს.
უკვე ოჯახი: -როდესაც ფიქრებს მართავს ფულის “საერთო” დანაზოგი.

4)
სიყვარულია: -როდესაც უწერ მას ლექსს ან ხატავ მის პორტრეტს.
ვნებაა: -როდესაც უწერ ან “უხატავ” შენი ტელეფონის ნომერს.
უკვე ოჯახი: -როდესაც ავსებ ქვითრებს.

5)
სიყვარულია: -როდესაც თქვენ გაინტერესებთ რას გრძნობს “ის”.
ვნებაა: -როდესაც თქვენ გაინტერესებთ მასთან სექსი.
უკვე ოჯახი: -როდესაც თქვენ გაინტერესებთ რა გადის ტელევიზორში.

6)
სიყვარულია: -როდესაც თქვენი გამოსამშვიდობებელი სიტყვებია: “მე შენ მიყვარხარ, საყვარელო…”
ვნებაა: -როდესაც თქვენი გამოსამშვიდობებელი სიტყვებია: “მოკლედ… იგივე დროს, შემდეგ კვირას”.
უკვე ოჯახი: -როდესაც თქვენი გამომშვიდება შვების მომტანია.

e50c43832662

7)
სიყვარულია: -როდესაც გსიამოვნებს მასთან ყოფნა.
ვნებაა: -როდესაც უფრო მეტი სიამოვნება გინდა მასთან ყოფნისას.
უკვე ოჯახი: -როდესაც იღლები მასთან ყოფნით.

8)
სიყვარულია: -როდესაც მისი დანახვისას გული გიჩქარდება.
ვნებაა: -როდესაც მისი დანახვისას აღიგზნები.
უკვე ოჯახი: -როდესაც მისი დანახვისას შენი საფულე ცარიელდება.

9)
სიყვარულია: -როდესაც მის გარდა არავინ არაფერს წარმოადგენს.
ვნებაა: -როდესაც მის გარდა შენზე დაწვრილებით, არავინ არაფერი იცის.
უკვე ოჯახი: -როდესაც ყველაფერი რაღაცას მაინც წარმოადგენს და თქვენ არ გაინტერესებთ ვინ რა იცის თქვენ შესახებ.

10)
სიყვარულია: -როდესაც განწყობა მუსიკაზეა დამოკიდებული.
ვნებაა: -როდესაც მუსიკა განწყობაზეა დამოკიდებული.
უკვე ოჯახი: -როდესაც აღარ გაინტერესებთ განწყობის მუსიკაზე ან მუსიკის განწყობაზე დამოკიდებულება.

11)
სიყვარულია: -დაშორების შემთხვევაში აკეთებთ ბევრ სისულელეს მისთვის და მის გარდა ვერაფერზე ფიქრობთ.
ვნებაა: -დაშორების შემთხვევაში მხოლოდ მასთან გატარებულ წუთებზე ფიქრობთ.
უკვე ოჯახი: -დაშორების შემთხვევაში… მეშველა??? :no: მართლა??? :ae: ტელეფონს იღებთ და მეგობრებთან ერთად აღნიშნავთ.

25407e09111e

მსგავსი ამბები

Back to top button