გასართობისაკითხავიუცნაური

10 ყველაზე უცნაური სიკვდილი ისტორიაში(ნაწ.3)


წარმოგიდნგენთ 10 ყველაზე უცნაურ სიკვდილს ისტორიაში (ნაწილი 3)

10.სიკვდილი ბოთლის თავსახურით
ამერიკელი დრამატურგი ტენეს უილიამსი
(Tennessee Williams)
დაიღუპა სმის დროს.
იგი ბოთლის თავსახურით დაიხრჩო.

9.სიკვდილი დახრჩობით მაშველების წვეულებაზე
1985 წელს ნიუ ორლეანის(NewOrlean) მაშველებმა
გადაწყვიტეს აღენიშნათ სეზონის დამთავრება,
რომლის დროსაც არავინ დაიღუპა, ჰოდა მოუსვეს წვეულებაზე.
როცა წვეულება დამთავრდა 31 წლის ჯერომ მუდი
(Jerome Moody)
იპოვეს აუზში დამრჩვალი.
წარმოიდგინეთ წვეულებაზე იყო დაახლოებით 200
სტუმარი მაშველი და 4 მაშველი მორიგეობაზე.

8.სიკვდილი სცენაზე , ხუმრობის თქმის დროს
დიკ შოუნი (Dick Shown) იყო კომიკოსი , რომელიც სცენაზე
გულის შეტევით დაიღუპა.ის ამბობდა ხუმრობას
პოლიტიკოსებზე რომელიც მთავრდებოდა ასე : “მე არასოდეს
დავწვები სამსახურში ყოფნისას”. დიკ შოუნი კი
საპირისპიროდ სამსახურში ყოფნისას დაწვა ძირს.
თავიდან ყველას ხუმრობის ნაწილი ეგონა,
სანამ ექიმმა პულსი არ შეუმოწმა.


7.სიკვდილი მუცლით დახტომისას
ბრიტანელი მოჭიდავე მალ კირკი (Mal Kirk) მოკვდა როდესაც
შირლი კრაბტრე (Shirley Crabtree)დაახტა მას ღიპით.
მას გულიშ შეტევა ჰქონდა. კრბრატე წავიდა სპორტიდან
რადგან ჩათვალა , რომ მის გამო დაიღუპა კირკი,
მაგრამ კირკ გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა
და სანამ რინგზე გავიდოდა მეგობრებს უთხრა,
რომ თუ მოკვდება დაე რინგზე მოკვდეს.

6.სიკვდილი გიგანტური ქოლგით
1991 წელს კალიფორნიასა და იაპონიაში დადგეს ათასობით
უზარმაზარი ყვითელი და ლურჯი ქოლგები.
ისინი 6 მეტრის სიმაღლისა და 9 მეტრი დიამეტრში იყვნენ.
2 თვის შემდეგ  ლორი რაე კევილ-მეთიუსი
( Lori Rae Keevil-Mathews)
მიდიოდა ქოლგებთან.
ქარმა ერთი ქოლგა აიტაცა და პირდაპირ მისკენ წაიღო.
ქოლგა ქალს დაეჯახა და იქვე მოკლა. ქოლგების ამოღება
დაიწყეს ,მაგრამ მან კიდევ 1 სიცოცხლე შეიწირა.
მასაკი ნაკამურას( Masaaki Nakamura)
რომელიც ამწეს მართავდა დენმა დაარტყა და მოკლა.

5.სიკვდილი ძროხის განავალით
1991 წელს 51 წლის ტაილანდელი პაენ იოკეტი(Paen Yooket)
მიდიოდა თავის ფერმაში , როდესაც იგი ასრიალდა
ძროხის განავალზე და დაეცა შიშველ კაბელზე. მას
დენმა დაარტყა და მოკლა. პაენის წლისთავზე მისმა
დამ ყელას ანახა თუ როგორ მოკვდა პაენი.ის მიდიოდა,
ასრიალდა იმავე ადგილზე , დაეცა
იმავე კაბელსდა მასაც დენმა დაარტყა.

4.სიკვდილი თხის გამო
1999 წელს, 67 წლის ბეტი ტობსი(Betty Stobbs)
გაეშურა თავისი ბაიკითცხვრებისთვის საკვების მისატანად.
ცხვრები ალბათ ძალიან მშივრები უყვნენ და საწყალი
ბეტი კლდიდან გადააგდეს. ბეტი ვარდნის შემდეგ გადარჩა,
მაგრამ იგი ბაიკმა მოკლა რომელიც ბეტისთან
ერთად გადავარდა და თავზე დაეცა.

3.სიკვდილი ყელზე მიმაგრებული ბომბით
2003 წლის 28 აგვისტოს ნაშუადღევს,პიცის მიმტანმა
ბრაიან უელსმა(Brian Wells) ბანკის გაძარცვა სცადა .
როცა პოლიციელებმა ის დაიჭირეს მან განაცხადა ,
რომ ვიღაცამ დაავალა გაეძარცვა ბანკი. ყელსაბამი
ასაფეთქებლით ყელზე ჰქონდა მიმაგრებული.
ბომბი აფეთქდა სანამ ბრიგადამ მისი გაუნებელყოფა შეძლო.
აქამდე უცნობია ბრაინს მართლა ვინმემ დაავალა ბანკის
გაძარცვა , თუ თვითონ მოიფიქრა გეგმა.

2.სიკვდილი კუდბასრას(თევზი) გამო
2006 წელს ავსტრალიელი ველური ბუნების ექსპერტი
სტივ ირვინი(Steve Irwin) დაიღუპა როდესაც
კუდბასრამ(Stingray) გულში ჩაარჭო კუდი.
ის იღებდა ფილმს ოკეანის მკვლელები.

1.სიკვდილი წიგნის კარადით
მარისა ვებერი(Mariesa Weber) მისმა ოჯახმა დაკარგულად
გამოაცხადა . მას 2 კვირა ეძებდნენ და იპოვეს კარადის უკან
თავდაყირა მდგომარეობაში .იგი გარდაცვლილი იყო.
მის ოჯახს სჯერა, რომ ის იქ ჩავარდა როცა ტელევიზორის
კაბელს ასწორებდა. ის ძალიან პატარა იყო წიგნის კარადა კი
დაახლოებით 2 მეტრი და ძალიან მძიმე. ამიტომ ის იქიდან
ვერ გამოვიდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close