არქივი

ჩიკაგოს ხანძარი

b7bd1bb8c16a

ჩიკაგოს ცნობილი ხანძრის შესახებ…

1871 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე დეკოვენ სტრიტზე 137 ნომერში მდებარე პატარა გომურს ხანძარი გაუჩნდა. ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით დამნაშავე ძროხა იყო, რომელმაც ნავთით სავსე ჭრაქი გადააბრუნა.ეს ისტორია ხანძრის ჩაქრობისთანავე გაზეთში დაიბეჭდა. ცოტა მოგვიანებით კი სტატიის ავტორი მაიკლ ეხენი გამოტყდა, რომ ისტორია მისი გამოგონილი იყო და სინამდილეს არ წარმოადგენდა. მეორე ვერსიის მიხედვით დამნაშავე იყო დენიელ სალივანი, პატარა ბიჭუნა, რომელმაც გომურიდან რძის მოპარვა განიზრახა და შემთხვევით წააქცია ჭრაქი. მესამე ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვითაც ჭრაქი ვინმე ლუის კონმა კრეპსის თამაშის დროს (ნეტა რა თამაშია :? :?) შემთხვევით გადააბრუნა.

e0d80e257bfc

მოკლედ, ვინც არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე– დენიელ სალვინი, ლუის კონი თუ ძროხა, გომურში გაჩენილმა ხანძარმა გადაწვა მთელი ჩიკაგო. და ისე მოხდა, რომ სწორედ ამ შემთხვევამ ჩაუყარა საფუძველი ქალაქის მომავალ განვითარებას.

განგაში მეხანძრეებმა მხოლოდ 9:40 საათზე ატეხეს, იმ დროისთვის, როდესაც ძლიერ ქარს ცეცხლი ქალაქის ცენტრისკენ გადმოჰქონდა. შუაღამისთვის სტიქიამ მდინარე ჩიკაგოსაც მიაღწია. სანაპიროზე ღუზაჩაშვებული გემები, ერთმანეთის მიყოლებით, მჭიდროდ განლაგებული ხის სახლები, ხის ტროტუარები, ნახშირის საწყობები ხელს უწყობდნენ ხანძრის სწრაფ გავრცელებას. გახურებული ჰაერი სტიქიისგან საკმაო მანძილით დაშორებულ სახლებსაც კი წვავდა.

9d17099b615b

ხანძარი კვლავ ვრცელდებოდა. მოსახლეობა ქალაქის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.
მეორე დღეს, ორშაბატს, საღამოსთვის ქარი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. ხანძარი ჩაქვრა.. და დატოვა 48 სრულიად განადგურებული კვარტალი.

საბოლოო შედეგების შეჟამებისას დადგინდა: სტიქიის შედეგად განადგურდა სასთუმროები, მაღაზიები, თეატრები, ოპერა.. ხანძარმა მოიცვა 2000 აკრი მიწის ფართობი, მათ შორის 73 მილი გზები, 120 მილი ტროტუარები, 2000 ლამპიონი, 17 500 შენობა საერთო ღირებულებით 222 მილიონი დოლარი. ანუ თითქმის ქალაქის მესამედი. 300 ათასი მაცხოვრებლიდან 90 ათასი უსახლკაროდ დარჩა.

526c21df2e8b

ხანძრის შემდეგ ნაპოვნი იქნა 125 ცხედარი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით სტიქიამ 200-300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც წარმოუდგენლად ცოტაა მსგავსი მასშტაბების ხანძრისთვის.

ქალაქის მშენებლობა თავიდან დაიწყეს. ახლად არჩეული მერი ჯოზეფ მედილი აქტიურად შეუდგა საქმეს. ჩიკაგოს მშენებლობაში მთელი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. სხვა ქალაქების მოსახლეობა უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს ფულით, ტანსაცმლით და საკვებ-სასმელით ეხმარებოდა.

0ae0cffec6e3

0080083d20a0

3944df6acf06

9550687a1274

37384f0d8a87
წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button