მსოფლიოს თანამედროვე საოცრებები [2]
მსოფლიოს საოცრებები და მცირეოდენი ინფორმაცია მათ შესახებ…..
ჩიჩენ-იცა
მექსიკა (X ს. )
მაიას კულტურული ცენტრი რომელიც ტოლტეკებმა ჩაიგდეს ხელში. კასტილიოს პირამიდის (სიმაგრის) კიბეები ასახავს წლის დღეებს, თვეებს და წლებს
სთოუნჰენჯი
ინგლისი (3000 ძვ.წ. )
თლილი უზარმაზარი ქვების (50 ტ) კომპლექსი
პეტრა
იორდანია (300 ძვ.წ.)
კლდეში გამოკვეთილი ქალაქი – ნეკროპოლი ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე
პერსეპოლი
ირანი (522 ძვ.წ. )
აქემენიდების დინასტიის დედაქალაქი 448X 297 მ ზომის პლატფორმაზე
იერიქონი
ისრაელი (9000 ძვ.წ.)
უძველესი ქალაქი იერუსალიმში, ყველაზე ძველი საცხოვრებლებით
ნიუ – გრენჯი
ირლანდია (ძვ.წ. IV ს. )
უცნობი ადგილებიდან შემოტანილი ქვებისაგან აგებული უდიდესი ქვის (200000ტ) სამარხი
ნემრუტ დაგი
თურქეთი (62 ძვ.წ. )
ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლის მთაზე, მეფის სამარხზე აგებული ქვის უზარმაზარი (8-9 მ) ქანდაკებები
დიდი ბუდის დარბაზი ტოდოი-დზის მონასტერში
იაპონია (752 წ )
მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის შენობა. (58X51 მ, სიმაღლე 49 მ.) აქვეა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრინჯაოს ქანდაკება (დამჯდარი ბუდა – 444 ტ, სიმაღლე – 16 მ)
ტერაკოტების არმია
ჩინეთი (210 ძვ.წ. )
8000 ფიგურა 1,6-1,7მ სიმაღლის, დამარხული იყო იმპერატორ ცინ შიხუანის გვერდით
კაპადოკიის გამოქვაბული ეკლესიები
თურქეთი (412 წ)
გერემის ველზე შემონახულია 365 ქრისტიანული ეკლესია
აკასი-კაიკეს ხიდი
იაპონია (1997 წ)
მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი დაკიდული ხიდი აკასის სრუტეზე. მალის სიგრძე 1991მ, პილონების სიმაღლე 297მ
ანგკორ – ვატი
კამბოჯა (1150 წ)
ინდური ღმერთის ვიშნუსადმი მიძღვნილი უდიდესი ტაძარი და მეფის სამარხი. გარე კედელი ერტყმის 1,95კვ.კმ ტერიტორიას
აკრძალული ქალაქი
ჩინეთი პეკინი (1412 წ)
მსოფლიოში ყველაზე დიდი სასახლე კომპლექსი პეკინის ცენტრში ამოყოფილია 3400მ სიგრძისა და 10,4მ სიმაღლის კედლით და წყლიანი თხრილით. 9000 სათავსო. აქედან მართავდა მინ და ცინ დინასტიის 24 იმპერატორი
ბორობუდორი (ბევრი ბუდა)
ინდონეზია (800 წ)
ვარძია
საქართველო (XII – XIII ს.)
დიდი სამონასტრო კომპლექსი კლდეში გამოკვეთილი
ლა კომპანიას ეკლესია
ეკვადორი (1605 )
უძვირფასესი შენობა, შიდა მოპირკეთებაზე დაიხარჯა 6,4 ტონა ოქრო
აღდგომის კუნძული
წყნარი ოკეანე ( XI – XVI ს. )
სამკუთხა ფორმის 16X18X24კმ 1000 მილით არის დაცილებული უახლოეს დასახლებებს 4-10მ სიმაღლის, 20-90ტ ქვის ქანდაკებები
კიდევ ბევრი საოცარი ადგილია მაგრამ სუყველას ამ პოსტში ვერ ჩავტევდი… :) :)