საკითხავისასარგებლოსაქართველო

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაგრძელებთ ციკლს საქართველოს დაცული ტერიტორიები…

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს: ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: ,,არწივის ხეობას”, ,,ტახტითეფას ტალახის ვულკანებს”, ,,ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“. დაცული ტერიტორია კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორისაა მოქცეული. ხეობა წარმოადგენს კირქვული წარმოშობის კლდეებში პატარა ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 24 924 ჰა-ია. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები 2003 წელს გაიხსნა.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა იშვიათი საკმლის ხის (Pისტაცეა მუტიცა) არიდული ნათელი ტყეებითა და უროინა-ვაციწვერიანი სტეპებით. მთისწინეთი დაფარულია მუხნარისა და იფნარის ბუნებრივი კორომებით, სადაც შერეულია ნეკერჩხალი და თელა. Aაქ გავრცელებულია: კოწახური, ძეძვი, თრიმლი, ჯავჯაგა, უძრახელა და სხვა.

ვაშლოვანის ეროვნული პარკშის ალაზნის უნიკალური ჭალის ტყე და ბუნების ორი პატარა (ჯუმას და მიჯნის) ყურეა. ყურეები ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ჭალის მუხების (Qურცუს პედუნცულატა), ვერხვების (Pოპულუს ნიგრა, P. ცანესცენს), იფნების (Fრახინუს ეხცელსიორ) და ველური ბროწეულის (Pუნიცა გრანატუმ) გვერდით ველურად იზრდება კაკლის ხეები (ჟუგლანს რეგია).

ვაშლოვანში 700-მდე სახეობის მცენარეა აღწერილი, თუმცა მათ შორის აღსანიშნავია, ორქიდეების მრავალფეროვნება (7 სახეობაა), ქართული ზამბახის (Iრის იბერიცა), ეიხლერის ტიტის (თულიპა ეიცჰლერ), მაიკოს იორდასალამის (Pაეონია მაიკო), ველური ვაზის (Vიტის სყლვესტრის) და სხვა იშვიათი მცენარეების გავრცელება.

ვაშლოვანი ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანი და მიზიდველია. ვაშლოვანში სულ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი ბინადრობს. მრავლადაა ტურა (ჩანის აურეუს), მელა (Vულპეს ვულპეს), კურდღელი (Lეპუს ეუროპიაცუს), მგელი (ჩანის ლუპუს), ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ), ლელიანის კატის (Fელის ცჰაუს), გარეული ღორი (შუს სცროფა) მაჩვზღარბა (Hყსტრიხ ინდიცუს) და ნახევარუდაბნოსთვის ასე იშვიათი დათვიც (Uრსუს არცტოს).

2003 წლის ბოლოს ვაშლოვანში წინააზიური ჯიქი ანუ ლეოპარდი (Pანტჰერა პარდუს ცისცაუცასიცა) აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მოახერხეს რამდენჯერმე ფოტოფირზე დაეფიქსირებინათ ეს საქართველოსთვის უნიკალური ცხოველი (NAჩღEშ). ხვად ლეოპარდს ნოე შეარქვეს. ის ახლაც ვაშლოვანის ტერიტორიაზე ცხოვრობს და ეროვნული პარკის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათადაა ქცეული. 2008 წელს სექტემბერში ცოცხლად იხილეს (NAჩღEშ) თანამშრომელმა ბ. ლორთქიფანიძემ და რეინჯერებმა.

უახლოეს მომავალში მეზობელი აზერბაიჯანიდან დაგეგმილია ქურციკების (Gაზელლა სუბგუტტუროსა სუბგუტტუროსა) შემოყვანაც. ადრე ეს ჩლიქოსანი ქიზიყის ჩვეული ბინადარი იყო და ჭარბი ძოვებისა და უკონტროლო ნადირობის წყალობით მეოცე საუკუნის სამოციან წლებში საბოლოოდ გაქრა საქართველოში. დღეს უკვე გაჩნდა იმედი, რომ ქურციკი ისევ დაბრუნდება ვაშლოვანში და მის დაბრუნებას ისევ ადამიანი შეუწყობს ხელს.

ორნითოლოგიური თვალსაზრისით ვაშლოვანის ნაკრძალი ძალიან მდიდარია. ვაშლოვანში შოშიების და ტარბების ათასიანი გუნდები გვხვდება. მრავლად არიან სხვა მცირე ზომის ფრინველები: ბეღურები, მეღორიები, ჩიტბატონები, სკვინჩები. ზამთრობით აქ სარსარაკების, უფრო იშვიათად კი, უზარმაზარი სავათების ნახვაა შესაძლებელი. მტაცებელი ფრინველებიდან ვაშლოვანში ბექობის არწივების (Aქუილა ჰელიაცა), სვავების (Aეგყპიუს მონაცჰუს), ორბების (Gყპს ფულვუს), ძელქორების (ჩირცუს აეროგინოსუს) და კაკაჩების (Bუტეო ბუტეო) ნახვაა შესაძლებელი. მრავლადაა კაკაბი. იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით დურაჯს. ხოლო ალაზნის ჭალებში, რომლებიც უკვე ეროვნული პარკის შემადგენლობაშია შესული, მრავლად არის კოლხური ხოხობი (Pჰასიანუს ცოლცჰიცუს). ვაშლოვანის თიხის ციცაბო ფლატეებზე კი მერცხლების კოლონიები ბუდობენ, რომელსაც “მერცხლების ქალაქს” უწოდებენ.

აქ წყლის ფრინველების სიმრავლეა, აქ გვხვდება ყანჩები, ჩვამები,. იხვინჯები, გარეული იხვები, წითელი იხვები, შაკი, თეთრკუდა ფსოვი.

ვაშლოვანის ფაუნაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქვეწარმავლებსაც. Aაქ მათი 25 სახეობაა აღწერილი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვის კუს (თესტუდო გრაეცა), გრძელფეხა სცინკის, თვალტიტველა ხვლიკოს, ჯოჯოს და გველების: აზიური მახრჩობელას, ოთხზოლიანი მცურავის, ჩვეულებრივი ანკარას და გიურზას ნახვა შეიძლება.

ალაზანში თევზების დაახლოებით 16 სახეობა ბინადრობს, აქ ჯერ კიდევ მრავლად არის ლოქო, კობრი, ფარგა, შამაია, მდინარის ღორჯო, წვერა და კავკასიური ქაშაპი.

ვაშლოვანის ტერიტორიაზე 700 სახეობის მწერია დაფიქსირებული, მათი უმრავლესობა კი პეპლებია- 109 სახეობაა.

დათვის ხევის ალესილებში პრეისტორიულ ფაუნის ნახვაცაა შესაძლებელი. გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ზღვის მოლუსკების კარგად შემონახულ ქიტინებს. ეს მოლუსკები ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან – ჯერ კიდევ იმ დროინდელი, როდესაც აქაურობა ზღვით იყო დაფარული.

იმავე დათვის ხევში კიდევ ერთი, შედარებით „ახალგაზრდა“ პრეისტორიულ ცხოველს შეხვდებით – თიხის ბორცვიდან სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვალია გამოშვერილი.

დათვის ხევის ალესილები მნახველებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიურპრიზს – პრეისტორიულ ფაუნასთან შეხვედრას უმზადებს. გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ზღვის მოლუსკების კარგად შემონახულ ქიტინებს. ეს მოლუსკები ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან – ჯერ კიდევ იმ დროინდელი, როდესაც აქაურობა ზღვით იყო დაფარული. იმავე დათვის ხევში კიდევ ერთი, შედარებით „ახალგაზრდა“ პრეისტორიულ ცხოველს შეხვდებით – თიხის ბორცვიდან სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვალია გამოშვერილი.

დედოფლისწყაროში ჩამოსულ დამთვალიერებელს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია რამდენიმე მარშრუტს – სამანქანოს, ფეხით სასიარულოს და საჯომარდოს (მდინარე ალაზანზე ნავით დაშვება) სთავაზობს. მარშრუტები ისეა შედგენილი, რომ ეკოსისტემას არანაირი ზიანი არ მიაყენოს. საერთოდ, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Bირდწატცჰინგ).
ვაშლოვანის დაცულ ტერტორიებზე ყველა პირობა არსებობს ეკოტურიზმის და სამეცნირეო ტურიზმის განვითარებისთვის. ხევში, საიდანაც მეორე – უკვეფეხით სასიარულო მარშრუტი – „დათვის ხევი“ იწყება. ფეხით სასიარულო მარშრტებზე სანახავი კიდევ უფრო მეტია, რადგან ალესილების თიხნარები გარეული ცხოველის ძველი და ახალი ნაკვალევითაა სავსე.

საერთოდ, მთელი ეს დაცული ტერიტორიები, და მათ შორის არწივის ხეობაც, იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Bირდწატცჰინგ). ჩვენში ტურიზმის ეს სახეობა შედარებით ახალი ხილია, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე სულ უფრო ხშირად შეხვდებით ფოტოაპარატებითა და ბინოკლებით შეიარაღებული დასავლელი ტურისტების ჯგუფებს, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებით არიან გართულები. ამ სახის ტურისტებისთვის ორნითოლოგიურად მდიდარი ვაშლოვანი მართლაც რომ სასურველი ადგილია.

ბუნებით ტკბობაც. ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული საჯომარდო მარშრუტი ალაზნისპირა სოფელ წითელ საბათლოდან იწყება და მიჯნისყურემდე აღწევს. ალბათ ძალიან საინტერესო უნდა იყოს რეზინის ნავით მოგზაურობა მდინარეზე, რომელის ერთი ნაპირი საქართველოა, ხოლო მეორე – აზერბაიჯანი და რომლის ნაპირები

მშვენიერი ჭალის ტყითაა დაფარული.

ტყის ზოლის უკან კი ლამაზად მოსჩანს ალესილები. ალაზანზე დაშვებისას მუდმივად გესმით ჭალაში მობუდარი ფრინველების გალობა და აუცილებლად ხედავთ სხვადასხვა სახეობის. მარშრუტის ბოლოს – მიჯნისყურეში ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულია ანკესით სპორტული თევზაობაც. სპორტული თევზაობის მსგავსად, პარკის ტერიტორიაზე ადამიანის ნებისმიერი სახის აქტივობა – გადაადგილება, ღამისთევა თუ კოცონის დანთება – მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ადგილებშია ნებადართული. რაღა თქმა, აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და მოგზაურობაში შინაური ცხოველების თანხლება. ამ პიროებების დაცვაზე გამყოლები და პარკის გარშემო ოთხ საგუშაგოზე მუდმივად მორიგე რეინჯერები ზრუნავენ. ეს ის აუცილებელი ზომებია, ურომლისოდაც დაირღვევა ბუნებაში არსებული ბალანსი და ეროვნული პარკი აუცილებლად დაკარგავს იმ პირველქმნილობასა და ხელუხლებელ სიველურეს, რომელიც აგრერიგად ხიბლავს მნახველს.

წყარო: http://www.dpa.gov.ge/

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close