ქართველი სპორტსმენის ტრაგედია კანადაში
სულ რამოდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტიშვილი. ნოდარ კუმარიტიშვილი გახლდათ 21 წლის. ნოდარს მონაწილეობა უნდა მიეღო ზამთრის ოლიმპიმპიადაზე (“ვანკუვერ 2010″), რომელმაც სტარტი ოფიციალურად დღეს აიღო.
ნოდარ ქუმარიტიშვილი ოლიმპიადისათვის ემზადებოდა, ამიტომაც დროზე ადრე გაემგზავრა კანადაში. ნოდარი მოციგავე გახლდათ და სწორედ ამ სახეობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მისი ოცნება იყო ოლიმპიადაზე მონაწილეობა, ნოდარისათვის ვანკუვერის ოლიმპიადა პირველი იქნებოდა, რომ არა ტრაგედია, რომელიც მას შეემთხვა.
ვარჯიშის დროს ქართველი სპორტსმენს შეჯახება მოუვიდა, შეჯახება ძალზე ძლიერი აღმოჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს “ვანკუვერ 2010″ -ის გახსნით ცერემონიალზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნოდარის სულს.