არქივი

გილარდის სასახლე

c1f4244b992a

გაიგეთ დიდებულ გილარდის სასახლეზე, რომელსაც დაცემის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

მე-13 საუკუნე. ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომია გაჩაღებული. ინგლისის მეფემ, რიჩარდ I-მა უძლეველი სასახლის აგება გადაწყვიტა, რათა ნორმანდიაში თავისი მფლობელობა დაეცვა. 6 ათასმა მუშამ სასახლე 1 წელიწადში ააგო. რიჩარდმა სასახლეს “შატო გილარდ” (ანუ კარგად აშენებული ციხე) უწოდა.

ccc0abcb50df

ციხე მართლაც იდეალურ ადგილას იდგა – მაღალ ზეგანზე ციცაბო კლდეებით გარშემორტყმული. შესვლა მხოლოდ წინa მხრიდან შეიძლებოდა. იქ 9 მეტრი სიგანისა და 12 მეტრი სირღმის თხრილი იყო, რომელზეც ასაწევი ხიდი იყო გადებული. სანამ მტერი თხრილს გადაივლიდა, მას ისრებისა და ცეცხლმოკიდებული ზეთის ბარელები დაატყდებოდა თავს. და კიდევ, თუ ვინმე თხრილს გადაივლიდა, მას წინ 3 მეტრი სიგანის კედელი დახვდებოდა.

53fda4c2265e

სად წავიდა საქმე ცუდად:

მეფე რიჩარდი დარწმუნებული იყო, რომ ეს ციხე არასოდეს დაეცემოდა. თუმცა იგი ციხის აშენების შემდეგ ერთ წელიწადში გარდაიცვალა. რიჩარდის ძმა, ჯონი გახდა მეფე და სასახლეში ერთი პატარა დამატება შეიტანა, ეს იყო ტუალეტი სამლოცველოში. ტუალეტის ნარჩენები მილებით სასახლის გარეთ გადიოდა.

როდესაც საფრანგეთის მეფემ, ფილიპe II-მ გაიგო, რომ ინგლისის მეფე ჯონი გახდა, მან სასახლის აღება გადაწყვიტა. ფილიპeმ შეკრიბა ჯარი და ალყა შემოარტყა სასახლეს. სასახლეში მყოფი მეომრები კარგად შეიარაღებულნი იყვნენ. ტყვია-წამალი 1 წლის განმავლობაში ეყოფოდათ.

რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ მეფე ფილიპემ თავის მეომრებს სასახლის სუსტი წერტილის მოძებნა უბრძანა, მათ შორის იყო ერთი მეომარი სახელად რალფ სნაბნოუზი. როცა მეომრები სასახლის კედლებს შეისწავლიდნენ, რალფმა საჭირო ოთახის მილი იპოვა. იგი მიხვდა, რომ მილი საკმაოდ განიერი იყო, მასში ადვილად გაძვრებოდა ადამიანი.

რალფი და რამდენიმე მისი თანამებრძოლი გაძვრნენ 9–მეტრიან მილში (რომელიც, სხვათა შორის, ექსკრემენტებით იყო სავსე) და შიგნიდან გაუღეს კარიბჭე დანარჩენ მეომრებს. ლეგენდარული გილარდის სასახლე დაეცა

იმის შემდეგ, რაც სასახლე ფრანგებმა აიღეს. ფილიპeმ დანარჩენ ნორმანდიაზე გაილაშქრა. ინგლისის მეფის, ჯონის სამხედრო მარცხმა, რომელიც გილარდის სასახლეში დაიწყო, მიიყვანა იგი „მაგნა კარტის“ ხელშეკრულების მოწერამდე.

661d535e698d

by alpha101

მსგავსი ამბები

Back to top button