უცნაური

სპირიტიზმი, სულების გამოძახება

b895131467ff

ოკულტუზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცთური XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა „სპირიტიუსისგან“ წარმოდგება, რაც „სულს“ ნიშნავს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დამყარებას ადამიანები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ. ისტორიულ წყაროებშიც ვხვდებით ამგვარ ცნობებს

როგორ ხდება სულების გამოძახება

მაგიდასთან ჯდება ერთი ან მეტი კაცი (აუცილებლად უნდა იყოს მედიუმი), რომლებიც სპეციალური დაფით იწყებენ სულების გამოძახებას. დაფა ხშირ შემთხვევაში შელოცვილი ქაღალდია, რომელზეც რამდენიმე რიგში დაწერილია ასოები, ციფრები და ორი აუცილებელი პასუხი ”კი” და ”არა”. სულების გამოძახების დროს ასევე უნდა იდოს გარკვეული საგანი, რომელიც მიუთითებს მედიუმს შემდეგ ასოზე ან ციფრზე. ხშირად ასეთი საგანი არის უბრალო დანა ან გადაბრუნებული თეფში, რომელზეც ჭვარტლით გამოსახავენ ისრის ფორმის ზოლს. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს სანთლები ან ასანთი, პური, წყალი, მარილი და სარკე. ასევე სეანსის ყველა მონაწილემ უნდა მოიხსნას მეტალისგან დამზადებული ყველა აქსესუარი. ოთახში დაუშვებელია კატის ყოფნა.

თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლებიც დაინტერესდნენ, მათ შორის – არტურ კონან დოილიც. ის ტრაგიკულად დაღუპულთა სულებთან ამყარებდა კავშირს და ასე ცდილობდა მათი უბედურების მიზეზთა დადგენას. თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებსაც კი სესხულობდა.

სულების გამოძახებას ადამიანთა განსაკურნავადაც მიმართავენ და აი რას ამბობს ამის შესახებ ცნობილი გერმანელი მწერალი:

“ზიზღს მგვრის უაზრო მე ჯადოქრობა!
ნუთუ ბრიყვული წამლეულობა
მომცემს ჯან-ღონეს და განკურნებას?
მაშ, უნდა ავყვე დედაბრის რჩევას?
ნუთუ ნახარში ბალახის წვენი
გამაყმაწვილებს ოცდაათ წელით?
მაშ, ამის მეტი არა იცი რა?
სრულიად ვკარგავ იმედის ძალას.
ნუთუ ბუნების დიადი სული
ვერ აღმოაჩენს უკეთეს ბალზამს”.
იოჰან ვოფგანგ გოეთე

წმ იოანე ოქროპირი სულების შესახებ:

“როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს – მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი ექსტრასენსებს), რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ”.
წმ. იოანე ოქროპირი

აქვე მოგაწვდით სპირიტიზმზე ცნობებს ბიბლიიდან. იგი მომაკვდინებელ ცოდვად ითვვლება

1) იცოდით, რომ ღმერთმა ისრაელს დაუბარა, ცოცხალი არ დაეტოვებინათ არავინ, ვინც ჯადოქრობას ეწეოდა? „ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო“ (გამოს. 22, 17).

2) იცოდით, რომ სულებთან ანდა მკვდრებთან კავშირი ბილწავს ადამიანს, მას აღარ ძალუძს ღვთის წინაშე წარდგომა და თაყვანისცემა? „ნუ მიმართავ მესულთანეებსა და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებ თავს, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი“ (ლევ. 19, 31).

3) იცოდით, რომ ღმერთმა მოაკვდინა ყველა, ვინც კი დახმარებისათვის მედიუმს (ჯადოქარს) მიმართა? „თუ ვინმე ჯადოქრებსა და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან“ (ლევ. 20, 6).

4) იცოდით, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში, ღვთის განჩინებით, ჩაქოლვა ელოდა ნებისმიერს, ვინც სულებს იძახებდა? „თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით ჩაქოლონ, მათზეა მათი სისხლი“ (ლევ. 20, 27).

5) იცოდით, რომ ჯადოქრობა, შელოცვა, მკითხაობა, ნეკრომანტია (მკვდრების გამოძახება – შავი მაგიის ერთ-ერთი სახეობა) და ქირომანტია (ხელისგულის ხაზებზე მკითხაობა) სპირიტიზმთან არის დაკავშირებული და ღვთისგან ისჯება? „ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი (გაიხსენეთ ჩვენში არსებული ე.წ. ჭიაკოკონობის ჩვეულება – ლ.მ.), ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებათა შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი“ (II რჯ. 18, 10-11).

ვინმეს თუ გიცდიათ ამის გაკეთება? :D

წყარო: ცოტა ვიკიპედია და orthodox.ge და დანარჩენი ვთარგმნე და ზოგი წიგნებიდან :D

მსგავსი ამბები

Back to top button