არქივი

სიმბიანის სრული გაქართულება + ქართულად წერა!

qartuli+sms

ახდა ასრულდა ოცნება უკვე ყველას შეუძლია თავისი სიმბიანი მთლიანად გააქართულოს! როგორც ქართული ფონტის აღქმა, ასევე წერა შეაძლებიოს! ეს ყველაფერი კეთილი ადამიანების წყალობით. ჰოდა დავიწყოთ :) 

სმარტფონი უნდა იყოს Symbian 9.x და სისტემა უნდა იყოს გატეხილი.

გაფრთხილება: გაითვალისწინეთ, რომ აქ აღწერილი მეთოდით ტელეფონთან ურთიერთობა შესაძლებელია დასრულდეს სავალალო შედეგით აპარატისთვის და რაღა თქმა უნდა მე არაფერ შუაში ვიქნები თუმცაღა ეს მეთოდი დატესტილია უამრავ ტელეფონზე და მუშაობს უპრობლემოდ.


ნაბიჯი პირველი: ქართული ფონტების ინსტალაცია

ეს ხდება მხოლოდ ერთი სის ფაილის მეშვეობით. გადაიწერეთ და დააინსტალირეთ. შემდეგ ჩააგდეთ Sylfaen.ttf ფაილი E:\Data\Fonts პაპკაში და გადატვირთეთ ტელეფონი. ამის შემდეგ ის სრულიად აღიქვამს ქართულ ფონტს.

ნაბიჯი მეორე: ქართულად წერა

იმისათვის რომ ქართულად წერის პროგრამამ იმუშაოს, დაინსტალირებული უნდა გქონდეთ:

შეგახსენებთ რომ ორივე პროგრამა უნდა იყოს ტელეფონის მეხსიერებაზე დაინსტალირებული.

და რაც მთავარია თვითონ ქართულად წერის პროგრამა GeoInput 109

პროგრამის მუშაობის პრინციპი:
ვისაც კომპთან ცოტა შეხება მაინც გქონიათ, გეცოდინებათ რომ ენის გადართვა ხდება Alt+Shift ან სხვა ღილაკთა კომბინაციით. ეს პროგრამაც დაახლოებით ასეთი პრინციპისაა. თქვენ უბრალოდ დააჭირეთ აიკონს და პროგრამა გაიხსნება (ჯერჯერობით პროგრამას გრაფიკული გარემო არ გააჩნია). შემდეგ შედით მაგალითად მესიჯებში, დააჭირეთ #+0 (დიეზი + ნული) კომბინაციას და ენა გადაირთვება ქართულზე. ჩვეულებრივად შეგეძლებათ წეროთ ქართულად. შემდეგ კი ისევ გადმორთეთ ინგლისურზე.

შეგახსენებთ რომ პროგრამა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და შეიძლება ზოგ აპარატზე არ იმუშაოს. ასევე იმედია მალე გაკეთდება ძველი სიმბიანისთვის და სიმბიან 9.4-ისთვის.

პროგრამის ოფიციალური საიტი: http://lado.dyndns.org/wiki/geoinput

წყარო: http://symbiange.blogspot.com/

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button