გასართობისაკითხავისასარგებლო

თაღლითობა მისაღებ გამოცდაზე

მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მოქმედებს უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ჩაბარების პრაქტიკა, ხოლო ზოგში კი უმაღლესში მოსახვედრად აბარებენ ერთიან სახელმწიფო გამოცდას. გამოცდების ჩატარების არც ერთი სისტემა სამწუხაროდ არ არის სრულად დაცული დარღვევებისა და თაღლითობისაგან.

ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აბიტურიენტი მონდომებული სწავლითა და გამოცდებისათვის დაძაბული მომზადებით აღწევს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას. მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის პრეტენდენტთა შორის ყოველთვის გაერევიან იოლი, უშრომელი გზების მოყვარული თაღლითები. უშუალოდ ტესტების შევსების პროცესში დარღვევების გარდა თაღლითობის სახეობებში გამოვლენილია ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა – სხვის მაგივრად ტესტების ჩაბარება. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სანუკვარი მიზნის მისაღწევად ასეთი გზების არჩევა არა საიმედო და ზოგჯერ სახიფათოცაა. ამიტომ არც გირჩევთ დაადგეთ მას.

ტესტების შემმუშავებელი ამერიკული საბჭოს (GMAC) -ის პრეზიდენტი დეივ უილსონი ადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის შედეგებით ნახევარი მილიონი შემოწმებული ტესტებიდან მათ საბჭომ მოახდინა თაღლითურად შევსებული 185 ტესტის ანულირება. თაღლითობის მოყვარულთა ნაწილი უკვე ჩარიცხულიც კი იყო ა.შ.შ. და კანადის ბიზნეს – სკოლებში, მათ შორის ჰარვარდში, სტენფორდისა და ტორონტოს უნივერსიტეტებში, მაგრამ ტესტების შემოწმების შედეგად დაისაჯნენ. ა.შ.შ.- ეს ტერიტორიაზე აბიტურიენტების მიერ ტესტების ჩაბარების, მათ შორის დარღვევების შესახებ ინფორმაცია თავს იყრის სპეციალიზებულ სამსახურში – ETS -ში. დამუშავების შემდეგ ტესტირების შედეგები აბიტურიენტის ფოტოსურათთან ერთად ეგზავნება ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიზნეს-სკოლებს. ამიტომ სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს აქვთ სრული ინფორმაცია მომავალი სტუდენტების თაობაზე. როგორც ამტკიცებს ორგანიზაცია ETS – ის წარმომადგენელი რეიმონდ ნიკოსია: ”აბიტურიენტები, რომლებიც აპირებდნენ ბიზნეს-სკოლების მოტყუებას (მათი ხვედრითი წილი საერთო რაოდენობიდან არ აღემატება 1%), იყვნენ გამოაშკარავებულნი და მათ მიმართ მიიღეს მკაცრი ზომები, ხოლო ფლიდობით დაკავებული გაიძვერების საქმეები გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI).

თაღლითობასთან ბრძოლის საინტერესო სისტემა ჩამოყალიბდა კანადაში. მაგალითად, როდესაც რომელიმე სასწავლებელი დაადგენს აბიტურიენტის მიერ დოკუმენტაციის გაყალბებას, ამ დამრღვევის შესახებ ის აუწყებს ქვეყნის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და ამით გაიძვერობას უკეტავს კარს. მაგრამ, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, თაღლითთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის. საილუსტრაციოდ მოგიყვანთ ერთ ამგვარ ფაქტს, რომელიც გასულ წელს გამოვლინდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მისაღები გამოცდების დროს. ახალგაზრდა მამაკაცი თავის დის ნაცვლად აბარებდა გამოცდას მათემატიკაში. მას ეცვა ქალის სამოსი, საგულდაგულოდ ჰქონდა გაკეთებული გრიმი, სიყალბე სრულიად შემთხვევით გამოვლინდა: მათემატიკა მას არ დავიწყებია, ხოლო ქალისა და მამაკაცის ტუალეტი კი შეეშალა.

ექსპერტები სერიოზულად აანალიზებენ იმას თუ რა უბიძგებს აბიტურიენტებს დადგნენ გაყალბების გზაზე, ”მიუხედავად თაღლითობის ყველა შემთხვევისა ჩვენ წინასწარ აკვიატებულების გარეშე უნდა მოვექცეთ თვითოეულ აბიტურიენტს, – ასეთ აზრს გამოთქვამს ტორონტოს უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის მისაღები კომისიის ხელმძღვანელი ჩერილ მილინგტონი, – რაც უფრო პრესტიჟულია ბიზნეს-სკოლა – მით უფრო დიდი ხელფასი ექნება მის კურსდამთავრებულს, სწორედ ეს აიძულებს აბიტურიენტებს წავიდნენ რისკზე, გააყალბონ დოკუმენტები” – თქვა მან. მაგრამ, მიუხედავად ამ შეხედულების მიმტევებლებისა და ჰუმანიზმისა, აცხადებენ სხვა სპეციალისტები, ამ სახის არგუმენტების გამამართლებელ საფუძვლად მიჩნევა დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ თაღლითებს, როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ერთ ხვრელს თუ გადაუკეტავენ, ისინი უმალვე მოძებნიან სხვას. ამის გამო აბიტურიენტების მიერ საერთაშორისო ტესტების შევსების დროს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ამერიკაში იძულებულნი გახდნენ ვიდეო და აუდიო შესაძლებლობებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა ბიომეტრიის საშუალებებისათვისაც მიემართათ. ამის შედეგად კი თაღლითობა ზოგჯერ მძიმე შედეგებითაც სრულდება. მაგალითად, ქალაქ ბალტიმორის სასამართლომ მხოლოდ გასულ წელს გაასამართლა ამ სახის დანაშაულში მხილებული ოთხი ადამიანი.

რაზე მეტყველებს ჩვენი მონათხრობი? პირველ რიგში, ალბათ იმაზე, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აუცილებელი არ არის აირჩიო ფლიდობის ხერხი და ყოვლად მიუღებელი მრუდე გზა. ღრმა ცოდნა ამგვარ არჩევანს ყოველთვის აჯობებს. სწორედ ამის თქმა გვინდოდა ჩვენ ქართველი აბიტურიენტისათვის.

საქართველოში ჩატარდა 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები. ზოგი აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლესში,ზოგი – გულგატეხილი დარჩა.სამწუხაროთ ზოგჯერ ასეთია რეალობა. ძვირფასო ყოფილო აბიტურიენტებო, ტესტების შევსების გარდა გამოცდების პროცესში თქვენ გახდით მრავალი სასაცილო თუ სევდიანი ისტორიის მომსწრეები. გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ დანახული ან გაგონილი ისტორია.

ასეთი ისტორიებიდან მე მარტო ორი მახსენდება: ერთი ის რომ აბიტურიენტს თავისი საგამოცდო ბარათი იქ ჩაუვარდა სადაც მეფეებიც თავისი ფეხით დადიოდნენ, და აბიტურიენტი ფანჯრიდან ხტებოდა დედაჩემი მომკლავსო :D მეორე კი ის მახსენდება რო აბიტურიენტს კურატორი შეუყვარდა (ერთი ნახვით) და პასუხების ფურცელზე დააწერა მიყვარხარო…

მე გამოცდებზე მასეთი თაღლითობებისთვის არ მეცალა, ძირითადად ასე ვიყავი როგორც ბოლო სამ სურათშია (ოღონდ მე სათვალიანი გოგოსგან ვიწერდი, სხვას ვერ ვენდე)

წყარო:www.education.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close