არქივი

რას ვთესთ და რას მოვიმკით

climate
“საინტერესოა რამდენმა თქვენგანმა იცის, რომ თქვენი ყოველდღიური, თითქოს უწყინარი ქმედებით, საკუთარ საფლავს ითხრით თქვენივე ხელებით?”

გაქვთ ნანახი ფილმი, დღე ხვალის შემდეგ (The day after tomorrow)? დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებოდათ ფილმის სიუჟეტი თქვენს თავზე რომ გამოგეცადათ. გლობალურად ქალაქების დატბორვა, გამყინვარება, მილიონობით სიცოცხლის განადურება, ცივილიზაციის ასწლეულებით უკან დაბრუნება და ბევრი სხვა. თქვენ გგონიათ ეს მხოლოდ ფილმია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს? მაშინ მართალი ხართ, რადგან ფილმის სიუჟეტი არც ისე დრამატულია, რომ რეალობას გავდეს.

ცივილიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია (ეუF) არ მოდის უფასოდ. საფასურის გადახდა შესაძლოა სიცოცხლით მოგვიწიოს.
მიუხედავად იმისა რომ მეცნიერულ საზოგადოებაში უკვე აქტიურად მიდის ლაპარაკი ისეთ საფრთხეებზე როგორიცაა გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება, მსოფლიო მოსახლეობის გადაჭარბებული რაოდენობა, რესურსების დეფიციტი და ბირთვული ომი, ჩემს გაკვირვებას მაინც იწვევს ადამიანებში ამ საკითხების სრული იგნორირება ან არცოდნა.

მაგალითად, ჩემი და, რომელიც სითბოს და მზის არნახული მოყვარულია, ერთი სული ქონდა სანამ გლობალური დათბობა პიკს მიაღწევდა, ფიქრობდა რომ ამ პროცესის შედეგი დიდი დიდი, ზამთარში შედარებით თბილი დღეები ყოფილიყო :) როგორც მოსალოდნელი იყო იმედები გაუცრუვდა საქმეში ჩახედვის შემდეგ.

მაშ ასე, დავიწყოთ გლობალური დათბობით. რა იწვევს მას? პასუხი ალბათ გეცოდინებათ: გამონაბოლქვი. შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან მანქანის გამონაბოლქვის ტემპერატურა აღემატება ჰაერისას, ამიტომ ხდება გლობალურად დათბობა, მაგრამ ყველაფერი ეგრე მარტივი არაა. რეალურად პრობლემა დათბობაში იმდენად არაა, რამდენადაც პლანეტის გაგრილებაში.

დედამიწის ატმოსფერო შედგება სხვადასხვა ნივთიერებისგან, მათ შორის ზოგი არის გაზები რასაც ეძახიან Greenhouse Gases. ეს ის გაზებია რაც ინარჩუნებენ და ატყვევებენ სითბოს. რომ არა Greenhouse Gases-ები ჩვენს ატმოსფეროში, ღამით ტემპერატურა -100 გრადუსს გადააჭარბებდა ცელსიუსით.

ყველაზე მძლავრი Greenhouse Gas-ებია:

წყლის ორთქლი
ნახშირორჟანგი
მეთანი
ოზონი

როდესაც მზის სხივი ეცემა ჩვენს ატმოსფეროს, ზემოთ ჩამოთვლილი გაზები ისრუტავენ მზის ენერგიას და ინარჩნებენ სითბოს. რაც მეტია Greenhouse Gas ატმოსფეროში, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს დედამიწა სითბოს და აქედან წარმოიქმნება გლობალური დათბობა. პლანეტა გაგრილებას ვეღარ ასწრებს. ზემოთ ჩამოთვლილი გაზებიდან, ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ნახშირორჟანგს აქვს, რომელიც წარმოიქმნება საწვავის წვისას. დღევანდელი მონაცემებით, ნახშირორჟანგი 40%-ით მეტია ატმოსფეროში, ვიდრე ინდუსტრიულ ეპოქამდე იყო. კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლოს ამ რაოდენობის ნახშირორჟანგი 650000 წლის წინ დაფიქსირდა, ანუ მაშინ როცა თანამედროვე ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო გაჩენილი. დღეს გლობალური დათბობის პროცესი, ადამიანის ფაქტორის გამო, ნორმაზე 100000-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას Greenhouse Gas-ების გავლენაზე, მაგალითისთვის ავიღოტ პლანეტა მერკური და ვენერა. მერკური მზესთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვენერა მერკურიზე ცხელია რადგან იგი შეიცავს უზარმაზარი რაოდენობის Greenhouse Gas-ებს.

სამწუხაროდ ყოველწლიურად იზრდება გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში. მეტი ნახშირორჟანგი ნიშნავს მეტ სითბოს, მეტი სითბო ნიშნავს მეტი ყინულოვანი პოლუსების დნობას, მეტი ყინულოვანი პოლუსების დნობა ნიშნავს ისევ მეტ სითბოს, ვინაიდან ყინული მზის სხივს ირეკლავს ცაში, შესაბამისად ნაკლები სითბოს შენარჩუნება ხდება. საბოლოო შედეგი იქნება ყინულოვანი საფარის სრული დნობა, ზღვის დონის რამდენიმე მეტრით მომატება, ზღვისპირა ქალაქების დატბორვა, მილიარდობით ადამიანების ევაკუაცია, აგრალური სექტორის განადგურება, ჯერ არნახული ქარიშხლები, დარჩენილი დაუტბორავი მიწების უმეტესობა უდაბნოდ იქცევა, საკვების და სასმელი წყლის დეფიციტი და მრავალი სხვა.

ჰაერის საშუალო ტემპერატურის 5.4 გრადუსით გაზრდა გამოიწვევს ოკეანის დონის 70-ამდე მეტრით ამაღლებას, ხოლო 6.4 გრადუსით მეტი გაანადგურებს სიცოცხლის უმეტეს ფორმებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ციფრები რეალურია.
ძნელი არ იქნება გამოვიცნოთ თუ რა მოხდება, ისეთ ექსტრემალურ პირობებში, როგორშიც ამ მოვლენების მომსწრე ადამიანები იქნებიან. გადარჩენილი სახელმწიფოები ვეღარ უზრუნველყოფენ მოსახლეობას სიცოცხლისთვის აუცილებელი რაოდენობის სასმელი წყლით და საკვებით მომარაგებას. მითუმეტეს მას შემდეგ რაც მილიარდობით ლტოლვილების მიღება მოუწევთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. შედეგად რიგითი ჯარისკაცი და პოლიციელი აღმოაჩენს, რომ სამშობლოს სიყვარულზე ძლიერი, შიმშილის და წყურვილის გრძნობა ყოფილა. სახელმწიფოები ჩამოიშლება. ეს იქნება ქაოსის დასაწყისი. ჩამოყალიბდება უამრავი შეიარაღებული ბანდფორმირებები. ადამიანები ერთმანეთს გაჟლიტავენ 50 გრამი წყლის გულისთვის. ყველაზე ძლიერი გადარჩება მაგრამ… დროებით.

კლიმატის შემსწავლელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2035-იდან 2100 წლამდე დედამიწაზე არსებული ყველა ყინულოვანი საფარი დადნება. ამ მოვლენას შესაძლოა დღეს ცოცხალი ადამიანების ნაწილი მოესწროს.

დამატებითი ლინკები:

http://www.nasa.gov/worldbook/global_warming_worldbook.html

http://www.commondreams.org/headlines07/0203-03.htm

http://micpohling.wordpress.com/2007/03/30/math-how-much-co2-by-weight-in-the-atmosphere/

http://astrobiology.nasa.gov/ask-an-astrobiologist/?q=global+warming&l=Ask&x=0&y=0
http://climate.nasa.gov/

წყარო: http://ika-interestblog.blogspot.com/

Back to top button