უკვე iPhone 5-ზე საუბრობენ….
Apple, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, ახლა აიფონ 5 უშვებს…..
გასაიდუმლოებული წყაროს ცნობით, კორპორაცია Apple თავის მომხმარებლებს მთელ რიგ სიურპრიზებს უმზადებს.
როგორც ინტერნეტგამოცემა iLounge იუწყება, კორპორაცია Apple-ში ბაზარზე არსებული პროდუქციის ძირეულ განახლებას აქტიურად განიხილავენ. საუბარია პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და მულტიმედია-პლეერ iPod-ზე.
გამოცემის თანახად, iPad მომცრო ზომის ეკრანით აღიჭურვება (სავარაუდოდ, ეს 7-დიუმიანი მოდელი იქნება). თავის მხრივ, პლეერ iPod-ის მოდელ Shuffle-ს მწარმოებლები სენსორული დისპლეით აღჭურვავენ, ხოლო iPod Touch სამდიუმიანი სენსორული ეკრანის მოდიფიკაციით გამოვა.
დაბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში Apple-მა შესაძლოა iPhone 5 წარმოადგინოს, რომელშიც იმედია, ანტენასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება.
წყარო: ambebi.ge