არქივი

სამი იბერია

c55060f6d5df

სამი იბერია – კავკასია, პირენეი, ბრიტანეთი…

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ – ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიან ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები (იგივე გალები. განმარტებისთვის – გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს – ბერძნები) შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ. იბერია- ჰიბერნია – ალბიონი. აკაკი გელოვანიც აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა. ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველური ტომები იყვნენ.

მკვლევარები კელტების წინარე ხალხად პიქტებს მიიჩნევენ, რომელთაც უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია ქონდათ, ამაზე სტოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსის მედიდურობა და დანიშნულებაც მეტყველებს. მკვლევარები პიქტებს იბერიული წარმოშობის ტომად მიიჩნევენ, რომელიც მთიან შოტლანდიაში ცხოვრობდა კელტების (სკოტების, გელების) მოსვლამდე და VI-VII საუკენეებში მათ ალბას ანუ ალბანის სამეფო შექმნეს. კელტების შესევის შემდეგ პიქტებმა განიცადეს შევიწროვება და მათი დომინანტი როლი ამ რეგიონზე მთლიანად მოისპო… დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია განიცადეს, სკოტებს შეერივნენ და გელური ენა შეითვისეს. მოხდა არა მხოლოდ მოდგმის, არამედ რასის ჩანაცვლებაც, რომლის დროსაც ინდოე-ვროპული წარმოშობის ტომებმა – კელტებმა – გაანადგურეს პიქტების ცივილიზაცია და ბარბაროსს დამპყრობლებად იქცნენ.

არცერთი ისტორიული დოკუმენტი არ მოწმობს, რომ პიქტების ტომი მთლიანად ამოწყვეტილიყოს. შოტლანდიელები დღესაც არჩევენ თავის ერში იბერიული ტომის შენარევს და დაბალი ტანის შავგრემან ადამიანებს (ასეთები ყოფილან პიქტები რომაელთა აღწერით), განსხვავებით მაღალ, ქერათმიან და ცისფერთვალა კელტებისაგან, ახლაც იბერიელებს უწოდებენ…

კელტების მიერ პიქტების დაპყრობა ისეთივე მოვლენას წარმოადგენდა, რაც შუამდინარეთში სემიტების შეჭრა, ან რომში ვანდალებისა და გუთების ლაშქრობა. მაგრამ, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ასეთ დროს ბარბაროსი ტომები ხელუხლებელს ტოვებდნენ “ქურუმთა ცოდნას” – ის არ ნადგურდებოდა! ამიტომ შუმერის დაცემის შემდეგაც, ბაბილონის ქურუმებს ისევ შუმერული წარმოშობის ქურუმები წარმოადგენდნენ… არც რომის სულიერი ცოდნა გაუნადგურებიათ ბარბაროსებს, პირიქით, მალე ისინი გაქრისტიანდნენ კიდევაც.

კელტების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა ცალკე კასტა სასულიერო პირებისა, იგივე ქურუმებისა, რომელსაც სხვანაირად – დრუიდები ერქვათ. დრუიდები ფაქტიურად სრულიად განსხვავებულ ხალხს და ეთნოსს წარმოადგენდნენ. კელტები დრუიდებს – ქურუმებს, “სასულიერო პირებს” და პოეტებს უწოდებდნენ. გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.

დრუიდების მემკვიდრეებად ითვლებოდნენ “ბარდები” ძვ. ირლანდიაში, საიდანაც იწყება კიდეც ირლანდიური პოეზია და ეპოსი… ამაზე მეტყველებს “ბარდების” პოეზია, ტომას სტენს ელიოტის, ჯეიმს ჯოისისა და სამუელ ბეკეტის კომენტარები.

შუმერ ქურუმებისა და დრუიდების მსგავსი მდგომარეობა იყო მთელს იტალიაში განთქმულ ტარქკვინიის ეტრუსკ აუგურთა აკადემიაში, სადაც თვითონ რომაელებიც კი აგზავნიდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს განსასწავლელად.

ირლანდიელი მეცნიერის, ბონვიკის თქმით, კელტებს დრუიდების სიბრძნე პიქტებისაგან უნდა გადაეღოთ, ან მიეღოთ მემკვიდრეობით, ან შეიძლება თავად ისინი იყვნენ პიქტები. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ მეცნიერი პიქტებს “დიდი ბრიტანეთის იაფედიტურ მოსახლეობას” უწოდებს, რითაც კიდევ ერთხელ უკავშირებს მათ ქართველურ მოდგმას და მსოფლიოს სამ იბერიას ერთი მოდგმის შექმნილ სახელმწიფოებად მიიჩნევს…
ზოგი მკვლევარი “კელტ-იბერიულ” ტერმინს ხელოვნულად შექმნილად მიიჩნევს. მათი აზრით, არ შეიძლება რომაულ-ვანდალური, ან ურარტო-კიმერიულ კულტურებზე საუბარი. არსებობს ურარტული და კიმირიული კულტურები, არსებობს რომაული კულტურა და ვანდალების კულტურა, მაგრამ არამც და არამც ერთიანი. აქედან გამომდინარე, შეცდომადაა მიჩნეული შუმერულ-აქადური და პელაზგურ-ბერძნული განსაზღვრებანიც, რადგან ეს მოდგმები და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავებული ეტაპებია კაცობრიობის სულიერი ევოლუციის სტეპებზე.

იმ მესამე იბერიას, დღეს რომ ირლანდია ჰქვია, თავის დროზე არა იბერია, არამედ ჰიბერნია ერქვა და ლათინების მიერ შერქმეული სახელია. უბრალოდ, ხმოვანებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ლათინურზე ზამთრის მხარეს ნიშნავდა. შოტლანდიას კი კალედონია შეარქვეს და რომანიზირებული სახელია ერთ-ერთი პიქტური ტომისა “დუნ ჩაილეანი”-ს “Dun chaillean”. პიქტები მე-X საუკუნემდე არსებობდნენ და წარმოადგენდნენ კონფედერაციას. ისინი, თავს სწორედ ამ ტომის შთამომავლებად მიიჩნევდნენ). თუმცა, ის, რომ იაფეტიდური მოგდმის ხალხებით იყო დასახლებული ალბიონიც და ირლანდიაც, ხოლო კელტების ინდოევროპული ტომების შემოსევათა შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, შოტლანდიასა და ირლანდიაში გამაგრდნენ, ეს ფაქტია. გენეტიკური კვლევების საფუძველზე ბრიტანელი მეცნიერი, სტეფენ ოპენჰაიმერი თავის წიგნში “ბრიტანელთა წარმომავლობა” თვლის, რომ თანამედროვე ბრიტანეთის მოსახლეობა იბერიის ნახევარკუნძულიდან უნდა იყოს და რომ თვით კელტებისა და ანგლო-საქსურმა ტომებმაც კი ვერ გააქრეს ამის კვალი ბრიტანეთში.

რაც შეეხება, კელტ-იბერებს, ეს ჯერ კიდევ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოსული ინდოევროპელი კელტების შემდეგ ჩნდება ადგილობრივ მოსახლეობასთან გენეტიკურად და კულტურულად შერწყმის შედეგად. პუნიკური ომების დროს პრერომანული იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე მთავარ ეთნოსსაც წარმოადგენდნენ და ვესტ-გუთების სამეფოს დაარსებამდე გააჩნდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეული. ესპანეთის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ოლქს დღესაც ჰქვია კელტურობის აღმნიშვნელი სახელი “სელტა” (Celta) და კულტურაში უხვია კელტ-იბერული მოტივები.

წყარო: burusi.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button