საკითხავისამხედროსურათები

ქართული აღჭურვილობა #2

აქ არის ქართული საბრძოლო ხელოვნების იარაღების სურათები და ინფორმაცია

1)კოლხური ცული

კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კოლხურმა ცულმა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კოლხური ცული გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვა). სულ 100-ზე მეტი განძია. ყველაზე ადრეული კოლხური ცულის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის ერგესი, მახუნცეთისა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (თაგილონის განძი, თელოვნის განძი), 30-იან წლებში მას კოლხური ცული უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო, ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.

კოლხური ხელცულით ხორციელდება ჩეხვითი დარტყმები. ასევე ხდება მისი კავისებური გამოყენება – მოწინააღმდეგის იარაღის ართმევის მიზნით.

2)შუბი

შუბი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი რთული კონსტრუქციის იარაღია. ქვის ხანიდან დაწყებული, როცა იგი ჩვეულებრივი ჯოხის და ქვის უხეში პირისგან შედგებოდა , დამთავრებული ბოლო პერიოდის ნიმუშებით რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის დამკვიდრებამდე გამოიყენებოდა ბრძოლის ველზე, იგი უდიდეს როლს თამაშობდა ომების ისტორიაში. უფრო მეტიც , ცეცხლსასროლი იარაღის წვერზე დამაგრებული ხიშტი, სწორედ შუბის თანამედროვე ადაპტაციაა.
შუბის სახეობები მათი დანიშნულებიდან გამომდინარე განსხვავდება ზომითა და ფორმით. არსებობს სატყორცნი შუბი, იგივე სათხედი, რომელიც შედარებით მოკლე და მსუბუქია. ასევე ფეხოსნისა და ცხენოსნის შუბები . სანადირო ( ფართე პირით) და საბრძოლო ვარიანტი.

3)სათითეები

სათითე წარმოადგენს საბრძოლო ბეჭედს რომლის დანიშნულებაც, ხელის დარტყმისგან მიყენებული ზიანის გაზრდაა.სათითეები პირობითად დაყოფილია შემდეგ სახეობებად:
საცემი: მომრგვალებული თავით (ძირითადათ გამოიყენებოდა ვარჯიშისას ან სხვა ტიპის სათითესთან ერთად),
სასერი : გალესილი მომრგვალებული პირით , მჭრელი დარტყმების მისაყენებლად.
მჩხვლეტავი: პირი წარმოადგენს სავარცხელისებრი წვეტიანი კბილების რიგს, გამოიყენებოდა მკაწრავი დარტყმების მისაყენებლად.
სათითეებით ორთაბრძოლას გააჩნდა თავისი წესები, კერძოდ დარტყმების მიყენება ხდებოდა თავის თმიან ნაწილში, რათა დარტყმისგან დარჩენილი იარა ნაკლებ შესამჩნევი ყოფილიყო.

4)მშვილდი

სულ პირველი ადამიანი ვინც რაღაც ახლის გამოგონება მოიწადინა, მხოლოდ იმ საგნებზე ამახვილებდა ყურადღებას, რასაც ბუნებაში ხედავდა. მაგალითად, დაკვირვების შედეგად, მან გაიგო, რომ რაღაც ძალის მიერ გადახრილი ხის ტოტი, შემდეგ მის საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა. ამ მოვლენის დაფიქსირების შემდეგ ადამიანმა მსგავსი მეთოდით მახეების დაგება დაიწყო. შემდეგ თავისი საბრძოლო იარაღების გამრავალფეროვნებაზეც იზრუნა და უმარტივესი ქვის და ჯოხის შემდეგ, მშვილდი და ისარი დაამზადა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს საომარი იარაღები ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპზე ვერ შეიქმნებოდა. მას შემდეგ რაც პირველყოფილმა კაცმა ნადავლის მოპოვება წამახვილებული ქვის საშუალებით მოახერხა, უსათუოდ დიდი დრო უნდა გასულიყო.
მშვილდ-ისარის გამოგონების შემდეგ ადამიანმა სრულიად ახალი ძალის გამოყენება დაიწყო. მეზოლითის ხანაში შექმნილი ეს იარაღი, ბრძოლისა და საომარი ვითარებისას ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. მშვილდ-ისარმა უფრო მარტივი გახადა საკვების მოპოვების დამღლელი პროცესიც. ნადირობისას ბევრად გაიოლდა ცხოველისა და ფრინველის მოკვლა. ზოგიერთ ქვეყანაში მშვილდ-ისარი აქტუალური მეჩვიდმეტე საუკუნემდე იყო, ზოგში კი მოცე საუკუნემდეც კი აქტიურად მოიხმარდნენ წარსულის ამ გადმონაშთს.
იმისათვის, რომ მშვილდ-ისარი გაეუმჯობესებინა და მისი გამოყენება უფრო ეფექტური გამხდარიყო, ადამიანმა ისარს ძვლის და ხშირ შემთხვევაში, ქვის დაბოლოებები გაუკეთა. ამგვარი საომარი იარაღები, ნეოლითისა და მეზოლითის ხანის ადამიანების საცხოვრებლებში არის აღმოჩენილი. ამ ეპოქის მკვიდრებს, უკვე თავისუფლად შეეძლოთ მოენადირებინათ სასურველი ცხოველი და მტერთან შეტაკებაშიც სათანადო წინააღმდეგობის გაწევის ძალა ჰქონოდათ.
და ბოლოს, მშვილდ-ისარი არავის დაუპატენტებია, არავის უბრძოლია მასზე საავტორო უფლებების მოსაპოვებლად. ეს ის იარაღია, რომელიც ადამიანის განვითარების ადრეულ პერიოდში შეიქმნა და ეს ის საშუალებაა, რომელსაც კაცობრიობამ მაშინ მიაკვლია, ბუნებასთან ბრძოლაში მარცხს რომ განიცდიდა.

5)ტაბარძენი

ტაბარი იგივე ტაბარძენი, პირველად ეს ტერმინი გვხვდება სულხან საბას სიტყვის კონაში სადაც ის ამ იარაღს აღწერს როგორც ორპირა ასევე ცალპირა ნაჯახს.
როგორც მოგახსენეთ ამ იარაღისთვის დამახასიათებელი იყო როგორც ერთი ასევე ორი საკმაოდ ბასრი პირი. ასევე ორპირასაც და ცალპირასაც შუა ნაწილში უმაგრებდნენ მოგრძო ზომის შუბის პირს, ასეთი ტაბარით მებრძოლისთვის საბრძოლო დგომიდან პირდაპირი დაძგერებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი იყო მოწინააღმდეგის დაზიანება. მისი ფორმა და მოყვანილოვა მრავალფეროვნებით დიდად ვერ გამოირჩეოდა თუმცა როგორც ზემეთ მოგახსენეთ ის სხვადასხვა ფორმის და მოყვანილობის იყო. ამ იარაღს როგორც ცხენოსანი კავალერია ასევე ქვეითი ჯარიც იყენებდა. ცხენოსნისთვის ტაბარი შედარებით გრძელ ტარიანია რათა ცხენიდან მოწინააღმდეგე ადვილი საჩეხი იყოს და უფრო შორ მანძილზეც მიწვდეს მას.
ქვეითის ტაბარს შედარებით მოკლე ტარი აქვს. ტარი ძირითადად ხის იყო თუმცა რკინისაც გვხვდება. მას მრგვალი ან ოდნავ ოვალური ფორმა აქვს სიგრძეზე და ხშირ შემთხვევასი ტარის ბილოში მცირე ზომის ბირთვის იყო დამაგრებული, ასევე მცირე ზომის შუბის პირით, რომელსაც ოთხკუთხა წაგრძეკებული პირამიდის ფორმა ქონდა. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგისთვის საშიშრიებას არა მარტო ტაბარის ორი გალესილი პირი და შუბის თავი წამოადგენდა არამედ მისი ბოლოც, რომელსაც საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეეძლო სწორხაზოვანი დარტყმის შედეგად.
ტაბარის დახასიათებელი სტანდარტული ზომები შემდეგში მდებარეობს:
ქვეითის – რომელიც მას ხშირ შემთხვევაში, მცირე ზომის ფართან ერთად ატარებდა, მებრძოლის მკლავის სიგრძე იყო. შემდეგ მოდიოდა შედარებით გრძელ ტარიანი ტაბარი, რომელიც მებრძოლს მკერდის დონემდე სწვდებოდა. შემდეგ უკვე ცხენოსნის – რომელიც ცხენზე ამხედრებულ მებრძოლს სახის დონემდე სწვდებოდა. ასევე გვხვდებოდა დაახლოებით მებძოლზე რამოდენიმე თავით მაღალი ტაბარიც რომელსაც ცალი პირი ქონდა, თუმცაღა მისი საბრძოლო პირი შედარებით მომცრო ზომისაა და შუბის პირიც საკმაოდ გრძელია.
ამ იარაღის ქართული წარმომავლობა უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იარაღი ქართველი მებრძოლის შეიარაღების ნაწილი იყო.

წყარო:mtavari.ge

loading...
თეგები
Close
Close