გართობაკულტურა

ხმლები

01ff9dda76f3

აქ არის რამოდენიმე ხმლის სურათი და მათზე მცირე ინფორმაცია

1)კატანა
7a1cb0a02768

კატანა არის იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო თავისი სიძვირის გამო. კატანა ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობა და ამავე დროს სიტკიცეს. კატანის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ქონდათ (სიოგუნები, სამურაები) სწორედ ამის გამო რომ უბრლო მოკვდავთ არ შეეძლოთ თავი დაეცვათ შეიარაღებული სამურაისგან (რაც ხშირი იყო — არსებობდა წესი ახალდამზადებულ კატანას ზოგიერთი სამურაი ცდიდა ან მათხოვრებზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხებზე) შედგომში წარმოიშვა სხვადასხვა საბრძოლო სკოლები

2)გორდა
e4b415443c11

გორდა, მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დაღა – ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური. კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის. გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, “ამას ქართველი ჰყვარობენ”. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა, როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII საუკუნეების ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახევალი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. საქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.

3)დავითფერული
2ceb3d006ce8

დავითფერული, სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალი. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად “ლიბრი” (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო, “ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ” ხმლად ითვლებოდა მთელს საქართველოში და ძვირად ფასობდა.

4)ლეკური ხმალი
4fcac4622b3c

ლეკური, „უვადო ხმალი“ (საბა), რომელსაც ტარზე „ხრმლის ჯვარედი“ არ ჰქონდა (ამ ჯვარედს არ წარმომავლობით და არც დანიშნულებით ჯვრის გამოსახულებასთან საერთო არა აქვს). ლეკურს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები, ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად ლეკური გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიაში, ნაწილობრივ საქართველოში (იმერეთი). უვადო ხმალი, როგორც მკვეთლი იარაღი, თავისი საბრძოლო თვისებებით ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა.

5)გლადიუსი
e619dee06f53

გლდარიუსი – რომაული მოკლე ხმალი(დაახლოებით 60 სმ).ხმალს აბალანსებდა ხმლის ვადის ბოლოს მქონე ბურთი.გლადიუსით ადამიანისთვის კიდურების მოჭრა შესაძლებელი იყო,რადგან ის იყო ძალიან ბასრი.მაგრამ მას არ იყენებდნენ ადამიანის დასაჩეხად.რომაელები თვლიდნენ,რომ ეს ხმალი მხოლოდ ძლიერი შერჭობისთვის იყო შექმნილი.გლდაიუსს ძირითადათ რკინისგან ამზადებდნენ,მაგრამ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს პირიანი მახვილებიც.

P.S ეს ჩემი პირველი სიახლეა იმედია მოგეწონათ

წყარო:OXUN.GE იქაც მე დავდე

მსგავსი ამბები

Back to top button