კულტურაუცნაური

ახალ აიფონს შეუძლია პატრონი, გულის რითმით ამოიცნოს

86cf9860fd9c
აიფონის ახალი ფუნქცია

Apple-ის მორიგ საპატენტო განაცხადში, რომელიც სათაურით – Seamlessly Embedded Heart Rate Monitor – აშშ-ის სავაჭრო ნიშნების საპატენტო ბიურომ ახლახანს გამოაქვეყნა, მომხმარებლის ამოცნობის ახალი მეთოდია აღწერილი.

ახალი ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ iPhone-ის კორპუსში სპეციალური სენსორი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის გულის რითმს დააფიქსირებს. ამ ბიომეტრული მონაცემების დახმარებით კი iPhone-ის მფლობელის იდენტიფიკაცია იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ iPhone უცხო ადამიანს ”იგრძნობს”, უბრალოდ, აღარ ჩაირთვება, იტყობინება Ferra.ru.

ამგვარად iPhone-ში შენახული ინფორმაციაც უფრო მეტად იქნება დაცული. თუ ეს მეთოდი პრაქტიკულად განხორციელდება, უკვე აღარ იქნება საჭირო ძნელად დასამახსოვრებელი პაროლის მოფიქრება, რომელთა ”გატეხვა” არც ისე რთულია.

მსგავსი ტექნოლოგიის შესაქმნელად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე საკმაოდ საიმედო სენსორების შექმნა იქნება საჭირო, რაც ახლო მომავლის საკითხია.

წყარო : ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button