საკითხავისასარგებლო

მუსიკის გავლენა ადამიანის გუნება-განწყობაზე

მუსიკა რომ უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერზე, ეს უძველესი წარსულიდან არის ცნობილი. მუსიკა გამოიყენებოდა არა მხოლოდ რელიგიური რიტუალების დროს, არამედ მეფეთა სადილობის დროსაც კი (ფართოდ ცნობილია სასიამოვნო მუსიკა საჭმლის მონელებას უწყობს ხელს). ამ მხრივ შეუდარებელია კლასიკური მუსიკა. ამ ჟანრის მელოდიის რხევის სხვადასხვა სიხშირე ადამიანის ორგანიზმში იწვევს ბიოქიმიურ და ჰორმონალურ ცვლილებებს, სრულყოფს თავის ტვინის ფუნქციებს, სისხლის შემადგენლობასა და მის მიმოქცევას, ასევე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე და მის ბიოველზე (აურაზე). სხვათა შორის, მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს რომ ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდშიც ესმის მუსიკა და რეაციებს გამოხატავს. დღეს გავისაუბრებთ რამდენადმე უცნობ მელოდიათერაპიაზე., ანუ მუსიკით მკურნალობაზე.

უძილობას შველის სებიელიუსის “სევდიანი ვალსი”, გლუკის “მელოდია” და ჩაიკოვსკის პიესები.
ახლო წარსულში გადატანილ უსიამოვნებებს დაგავიწყებთ ბრამსის “იავნანა” და შუბერტის “ავე მარია”.
ნერვული აღგზნებისა და მოშლილობის დროს მოუსმინეთ ბეთჰოვენის “მთვარის სონატას” ან “სიხარულის ოდას”.
თავის ტკივილს, შაკიკს და ყურებში შუილს შველის ბეთჰოვენის “ფიდელიო”, მოცარტის “დონ ჟუანი” და ლისტის “უნგრული რაფსოდია” #1.
კონფლიქტური სიტუაციების დროს დაგამშვიდებთ შოპენის “მაზურკა”, შტრაუსის ვალსები და პრელუდიები.
ტონუსის ამაღლებისთვის ბახის “პრელუდია და ფუგა მი-მინორი”, ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია და ლისტის “უნგრული რაფსოდია” #2.
საჭმლის უკეთესად მონელებისთვის ეფექტურია ბარტოკის “სონატა ვიოლინოსთვის” ან ლისტის “მეორე კონცერტი”.
ჰიპერტონიას არეგულირებს შოპენის “ნოკტურნი რე-მინორი” და ბახის “პრელუდია და ფუგა რი-მინორი”.

წყარო: www.zodiaqo.blogspot.com

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close