გართობა

როგორ გაჩნდა ღვინო (არაკი)

ღვინო
იმ დროს, როცა ადამიანმა ღვინის დამზადება არ იცოდა, ვაზი ტყეში იზრდებოდა და ყურძენს ჩიტები კენკავდნენ.
ერთმა ღარიბმა კაცმა ვაზი შინ წამოიღო და სახლის წინ დარგო – ბევრი ყურძენი მოისხა და ყველა მადიანად შეექცეოდა. მეორე წელს ათი ძირი მიუმატა, მესამე წელს კი მთელი ვენახი გააშენა.
ერთ შემოდგომაზე ღარიბმა ყურძენი მოკრიფა და დაწურა. ტკბილი წვენი ხალხს მოეწონა. ამდენ ტკბილ წვენს ხომ არ გადაღვრიდა და კოკებში შეინახა.
ორი თვის შემდეგ გასინჯა და სასიამოვნო გემო ჰქონდა. გაუკვირდა: დაღრეცილი ვაზის ნაყოფმა ასეთი წვენი რორორ მოგვცაო! ღარიბმა კაცმა წვეულება გამართა.
პირველად ბულბული ეწვია. ერთი ჭიქა დალია და დაილოცა:
_ ვინც ცოტა დალიოს, ჩემსავით გალობა უყვარდესო!
მეორედ ყვინჩილა ეწვია. ერთი ჭიქა დალია და დაილოცა:
_ ვინც მეტი დალიოს, ჩემსავით ყოყლოჩინობა უყვარდესო!
მესამედ მელა ეწვია, იმანაც ერთი ჭიქა გადაჰკრა და დაილოცა:
_ვინც ბლომად დალიოს, ჩემსავით გაწითლდესო.
ბოლოს მსუქანი ტახი ესტუმრა, მანაც დალია ერთი ჭიქა და დაილოცა:
_ ვინც უზომოდ დალიოს, ჩემსავით ტალახში გორაობა უყვარდესო!
მას შემდეგ ღვინო ასე მოქმედებს ადამიანებზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button