გასართობისაკითხავი

ჰოროსკოპთა შეჯერება


უკეთ რომ გაიგოთ რაზეა ეს პოსტი პირდაპირ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად თუ თქვენ ხართ მაიმუნის წელში დაბადებული, ზოდიაქოთი კი ლომი და გაინტერესებთ თქვენს შესახებ მოკლე დახასიათება , მაშინ გააგრძელეთ კითხვა

ჩემს შემთხვევაში არ დაემთხვა, მაგრამ ზოგიერთი დახასიათება იმდენად სასაცილოა, რომ გადავწყვიტე დამედო მაინც. თუ თქვენზეც არასწორი დახასიათება აღმოჩნდა, არაუშავს. ცოტას იხალისებთ :yes:

ვირთხა

თხის რქა– ძნელად დასაჭერი მკაცრი ვირთხაა.
მერწყული– ინტელექტუალური, მწერლობის უდიდესი ნიჭითაა დაჯილდოებული.
თევზები– ამ ვირთხას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. შეუძლია ყველაფერი ჩაიდინოს, უფრო ხშირად – სიბრიყვე.
ვერძი– მიზანსწრაფული და აგრესიულია
კურო – მომხიბლავი ვირთხაა.
ტყუპები– საუკეთესოა სხვა ვირთხებს შორის. ის ყველანაირი ხაფანგიდან დაიძვრენს თავს.
კირჩხიბი– მეოცნებე ვირთხაა, თუმცა დროსტარება შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
ლომი– უცნაური ვირთხა, თავისთავს ეწინააღმდეგება. ფრთხილად უნდა იყოს.
ქალწული– „ლაბორატორიის ვირთხა“. ცხოვრების ლაბირინთიდან გამოსასვლელ გზას აუცილებლად იპოვის.
სასწორი– მომრიგებელი ვირთხაა. მისი აგრესიულობა ფრიად შერბილებულია.
ღრიანკალი– გესლიანი ვირთხა, რომელიც ყველაფერს ანგრევს რაც გზას უღობავს.
მშვილდოსანი– ენერგიული ვირთხაა, დანაზოგის გაკეთებას ყოველთვის ახერხებს.

ხარი

თხის რქა– ძირითადად ის ხუმრობებს ვერ იგებს, ხუმრობისთვის არ სცალია !
მერწყული– დახვეწილი ბუნების ხარია, მისი ძალაუფლება ნელ-ნელა მჟღავნდება.
თევზები– შეშლილი ხარია, ფრთხილად უნდა ატრიალოთ ბერკეტები.
ვერძი– ეს არის პატივმოყვარე ხარი. უფრთხილდით რქებს!
კურო– ნაზი ხარია, მაგრამ ხარი მაინც ხარია.
ტყუპები– არასერიოზული ხარია. ძალიან ამტანია.
კირჩხიბი– ხარის ხასიათები შერბილებულია. შეიძლება ვერასდროს ვერ გამოიყენოს თავისი შროის ნაყოფი.
ლომი– ეს არის ხარი-მეომარი. ყურადღება ! შეუძლია გამოვიდეს ტრადიციული რუტინისგან.
ქალწული– არასრულფასოვანი ხარია. უმჯობესია საკუთარ თავს მიხედოს.
სასწორი-თანაზიარი ხარია. შეუძლია ინფორმაციის წყარო გახდეს.
ღრიანკალი– საშიში ხარია. ჯიუტი , უკმეხი და საშინელი ხასიათის.
მშვილდოსანი– ეს არის ყველაზე დინჯი ხარი.

ვეფხვი

თხის რქა – გონებადამჯდარი ვეფხვია. შესანიშნავად დააღწევს თავს უსიამოვნებებს.
მერწყული– ეჭვიანი ვეფხვია. აწონასწორებს ფიქრს და მოქმედებას.
თევზები– ცოტათი შეშლილი ვეფხვი, სასაცილო , მაგრამ საშიში. განსაკუთრებით საკუთარი თავისთვის.
ვერძი– ეს ვეფხვი საკმაოდ აგრესიულია. საჭიროა მას უფრთხილდეთ.
კურო– დინჯი ვეფხვია, ათვისების განსაკუთრებული უნარი აქვს, მეტისმეტად წესიერია.
ტყუპები– ცხოვრებაში ყოველთვის წარმატებებს აღწევს.
კირჩხიბი– ეს ვეფხვი ცხოვრებაში ყოველთვის ცეცხლს ეთამაშება. ნაკლებად აქტიური გახლავთ.
ლომი– სურს ლომივით მოიქცეს, თუმცა ის მაინც ვეფხვია. მიზანს ხშირად ვერ აღწევს დაბნეულობის გამო.
სასწორი– მშვიდი ვეფხვია. სასიამოვნო კომპანიონი იქნება სავაჭრო საქმეებში.
ღრიანკალი– რთული ვეფხვია. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
მშვილდოსანი– ჭეშმარიტი ვეფხვია, გაწონასწორებული. ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწევს, ძალიან ბევრს.

კატა

თხის რქა– ყოველთვის დარდიანია. შეუძლია იყოს ძალიან მკაცრი ან პირიქით.
მერწყული– ნიჭიერი კატაა. შეუძლია სასარგებლო მეგობრობა გასწიოს. მან მწერლობას უნდა მიჰყოს ხელი.
თევზები– კატა-კატა-კატა, სამმაგი კატაა. ძალზე სასიამოვნო პიროვნებაა საზოგადოებაში.
ვერძი– ველური კატაა.
კურო– ძალიან ნაზი კატაა. არასდროს უშვებს ბრჭყალებს, კრუტუნებს ცეცხლთან.
ტყუპები– შინაური კატაა. კატებს შორის ყველაზე მშვიდია, ამავდროულად რისკიანიც.
კირჩხიბი– თვინიერი კატაა. უსაქმურობა არ აწუხებს. იგი მომხიბლავია, მაგრამ ოდნავ განებივრებული.
ლომი– ვეფხვივით კატაა, თუმცა საკმაოდ მშვიდი. მთელ ცხოვრებას ბრჭყალებმომარჯვებული გაივლის.
ქალწული– ბრძენი კატაა, მაგრამ უყვარს მოვლენების წინ გასწრება.
სასწორი– მელანქოლიური, ქალური სინაზით აღსავსე მომხიბლვლელი კატაა. იგი მოწონებას იმსახურებს,
ღრიანკალი– ჯადოქარი კატაა. გეშინოდეთ ავი თვალის. უფრთხილდით მას.
მშვილდოსანი– განსაკუთრებული კატაა, ყველაზე საუკეთესო და დინჯი კატებს შორის.

დრაკონი

თხის რქა– მორიდებული დრაკონია, როგორც დრაკონი, არცთუ ისე თვალში მოსახვედრია.
მერწყული– წინასწარმეტყველი დრაკონი. როგორც ყველა დრაკონს, მიდრეკილება აქვს თვითკრიტიკისადმი.
თევზები – სუპერ-დრაკონია. დიდი სიბრძნე გააჩნია. ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.
ვერძი– თავდაჯერებულია. გამარჯვებაში დარწმუნებული თვალდახუჭული მიიწევს წინ.
კურო– მოსიყვარულე დრაკონია, მშვიდი და მეოჯახე.
ტყუპები– მრავალფერი დრაკონია. ბრაზიანი, მუდამ ცეცხლს აფრქვევს.
კირჩხიბი– ღრუბლებში დაფრინავს, ოცნების კოშკებს აგებს.
ლომი– ნამდვილი დრაკონია. მხოლოდ სხვისი დაღლა შეუძლია.
ქალწული– ზუსტი დრაკონია. პირდაპირი, ყოველთვის იმას იძახის რასაც ფიქრობს. მას შეიძლება ენდოთ.
სასწორი– იმედგაცრუებული დრაკონი. ნუ ენდობით მას, მისი გარეგნობა მაცდუნებელია.
ღრიანკალი – მსუსხავი დრაკონია, ვინც ხელს შეახებს- დასუსხავს.
მშვილდოსანი– ფრიად წყნარი დრაკონია, ენდეთ მას. დრაკონის კვალობაზე ძალიან მშვიდია.

გველი

თხის რქა– ფილოსოფოსი გველია. დიდი ჭკუა აქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს აბსტრაქტულია.
მერწყული– ეზოთერული გველია, გულჩათხრობილი. საიდუმლოებით აღსავსე, მოჭარბებული აქვს ინტუიცია. მომავალი განგებაზე და სპირიტიზმზეა.
თევზები– წყლის გველია, ძალიან გულგრილი და ცივსისხლიანი.
ვერძი– ეს პითონია. უფრთხილდით ვერძის დარტყმას.
კურო– გველგესლაა, იგი ერთგული იქნება, მისი ხიბლი დაგატყვევებთ.
ტყუპები– მოძრავი, ყველაზე ცვალებადი გველია.
კირჩხიბი– ეს გველი მთვარეულია. თავს არ დაიქანცავს შრომით.
ლომი– სათვალიანი გველია. აღმერთებს აქსესუარებს
ქალწული – მომხიბვლელია, მაცდური. ფრთხილად იყავით მასთან შეიძლება მოტყუებული დარჩეთ.
სასწორი– ძალიან თავაზიანი გველია. ერიდეთ ხელში არ ჩაუვარდეთ, შეიძლება მოგნუსხოთ.
ღრიანკალი– ავხორცი გველია. მუდამ იმის ცდაში იქნება, რომ განხეთქილება ჩამოაგდოს ან გაეჭვიანოთ.
მშვილდოსანი– გაბედული გველია. იგი მიაღწევს თავის მიზნებს, მაგრამ არცთუ ისე სასიამოვნო გზით.

ცხენი

თხის რქა – პასუხისმგებელი ცხენია. ყველაზე გამორჩეული. ცხოვრებაში პრობლემები ხშირად აქვს.
მერწყული – საჯდომი ცხენია. კარგი იქნება თუ საკუთარ თავს მეტ ყურადღებას მიაქცევს.
თევზები– ჩაფიქრებული ცხენია. ხშირად ფიქრობს წარსულზე. იმაზე, თუ რისი გაკეთება შეეძლო და არ ან ვერ გააკეთა.
ვერძი– ფიცხი ცხენია. თავაწყვეტილი, მრისხანე , მაგრამ ხანდახან ლმობიერი.
კურო – სხვა ცხენებთან შედარებით ნაკლებად ეგოისტია. დათმობებზე წამსვლელია.
ტყუპები– წმინდა სისხლის ულაყია. ერთ ადგილას არ გაჩერდება. არასდროს მიიყვანს დაწყებულ საქმეს ბოლომდე.
კირჩხიბი– ძალზე მგრძნობიარეა. ცხოვრებაში წარმატებებზე არ ფიქრობს. ისე ვერ იცხოვრებს, როგორც თავად სურს.
ლომი – კენტავრია. ყველაფერს იკისრებს. ყველაფერი შეუძლია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
ქალწული– ჩორთით მოსიარულე ცხენია. ეფექტურია , მაგრამ სამწუხაროდ ცვალებადი ხასიათის. თამისმა პრაქტიკულობამ შეიძლება ბევრჯერ გადაარჩინოს.
სასწორი– საცირკო ცხენია. უყვარს ხუმრობა. ყოველთვის უგდებს ყურს საკუთარ გულისთქმას და აკეთებს იმას, რაც გულით უნდა.
ღრიანკალი– ველური ცხენია. არასტაბილური. ნებისმიერ რამეს უნდა ელოდეთ მისგან.

თხა

თხის რქა – მოაზროვნე თხაა. საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. შეუძლია ყველაფერი აკეთოს ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ფანტაზიის უნარი.
მერწყული – მისტიკური თხაა. ნუ ენდობით მის დიდ გონიერებას ,რომელიც თხის ჟინიანობას უწყობს ხელს.
თევზები– შთაგონებით სავსე თხაა. შეუძლია წარმატებებს მიაღწიოს ხელოვნების დარგში. ხშირად აუტანელია.
ვერძი– სულით მებრძოლი და დაუმორჩილებელი თხაა.
კურო– მომხიბვლელი თხაა. უქმად ყოფნამ შეიძლება დაღუპოს იგი, თუ მეგობრები არ იზრუნებენ მასზე.
ტყუპები– კადნიერი ხასიათის თხაა. საჭიროა წინ აღვუდგეთ მის ოინებს.
კირჩხიბი– კეთილი თხაა. კეთილი , სათნო და კარგი.
ლომი– ამაყი თხაა. ძნელად თუ გაუგებ, ვინაიდან ბევრია მასში ურთიერთსაპირისპირო.
ქალწული – მორჩილია. დახმარებისთვის მუდამ მზადაა.
სასწორი – ტრიუმფატორი თხაა. ფრთხილად იყავით „რქები“ არ დაგადგათ.
ღრიანკალი– ვნებიანი თხაა. ნიჭიერი, მაგრამ საოცრად საშიში. მახვილივით რქები აქვს.
მშვილდოსანი– გაბედული თხაა. შეიძლება სარგებლობაც მოგიტანოთ. თუ ნებისყოფა გეყოფათ გამოიყენეთ თქვენს სასიკეთოდ.

მაიმუნი

თხის რქა – მართლაც რომ მაიმუნია. ცანცარა. ერთ ადგილას ვერ ჩერდება.
მერწყული – თავშეკავებული მაიმუნია. მალავს თავის განზრახვებს.
თევზები – მას უტყუარი ალღო აქვს.ასევე კარგი ინტუიციითაა დაჯილდოვებული.
ვერძი– მძიმე ხასიათის მაიმუნია. უფრთხილდით მას
კურო– უწყინარი მაიმუნია, მომხიბვლელი და ამავდროულად უმწეო.
ტყუპები– ფიცხი მაიმუნია. უყვარს საკუთარი თავის ქება.
კირჩხიბი– ის ყველაზე კეთილია მაიმუნებს შორის.
ლომი– ძალაუფლების მოყვარული და ფიცხი მაიმუნია. უყვარს ადამიანების კლანჭებში მოქცევა.
ქალწული– მუდამ ბეწვის ხიდზე გადის. უნდა ყველას მოწონება დაიმსახუროს. ის ყოველთვის მიილტვის წონასწორობისკენ.
სასწორი- ის საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული მაიმუნია. ყოველგვარ პრობლემას ცივი გონებით წყვეტს.
ღრიანკალი
– ის ნამდვილი ტყუილების გუდაა !
მშვილდოსანი – ის ყოველთვის ბედს ენდობა. მიჰყვება ცხოვრების დინებას.

მამალი

თხის რქა– იშვიათი ტიპის ადამიანია. გამოირჩევა გულკეთილობით, სიმშვიდით და გაწონასწორებულობით.
მერწყული – მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მას ეხება. უცნაური ტიპია.
თევზები– ცხოვრებაში ცდილობს მეტი და მეტი გაიგოს და ისწავლოს.
ვერძი– მებრძოლი მამალია, უსაზღვროდ აგრესიული. შარიანი, სულ აყალმაყალის ძებნაშია.
კურო– სხვა მამლებთან შედარებით შედარებით მშვიდი და გაწონასწორებულია.
ტყუპები– მაჩხუბარია. გამუდმებულ აჟიოტაჟშია.
კირჩხიბი– გულახდილი და გულუბრყვილო მამალია. ამ თვისებების გამო ხშირად ატყუებენ.
ლომი– გაბედული მამალია. სიცოცხლეს გასწირავს უანგაროდ- არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის და რისთვის.
ქალწული– სოფლის მამალია. მყარად დგას ფეხზე.
სასწორი– მომხიბვლელი მამალია. შემრიგებლური, მშვიდი და ოდნავ დიპლომატიური.
ღრიანკალი– დახვეწილი და ყველაზე მოხდენილი მამალია.
მშვილდოსანი– უერთგულესია. სიკეთეს უკეთებს ყველას, სანაცვლოც კი არაფერს ითხოვს.

ძაღლი

თხის რქა – ფრთხილი ძაღლია. მოუსვენარი და დაუდგრომელი. შეიძლება თავისუფლად ენდოთ.
მერწყული – ნასწავლი ძაღლია. თავის წრეში ინტელექტით გამორჩეული.
თევზები– ორიგინალურობით გამოირჩევა. ძალიან უყვარს ცურვა.
ვერძი – მებრძოლი სული აქვს. ნისლში გააღწევს, თანაც ძალიან ერთგულია.
კურო– ერთგული ძაღლია. თუმცა გამჭრიახი გონებით ვერ დაიკვეხნის.
ტყუპები– ბრიყვია, მაგრამ გულკეთილი.
კირჩხიბი– მგრძნობიარე ძაღლია. სასტიკად თავმოყვარეა.
ლომი– ბევრს ხმაურობს, ბევრსაც ყეფს , რითაც ბევრად აჭარბებს თავის მოწინააღმდეგეებს.
ქალწული– მას ბედისწერის არ სჯერა. თვლის, რომ თავის ცხოვრებას თვითონ განაგებს, ამიტომ ცდილობს საკუთარი სიცოცხლის სადავეები მაგრად ეჭიროს.
სასწორი – ძალიან რბილი ხასიათი აქვს.
ღრიანკალი– გაღატაკებული ძაღლია. ნუ დაუჯერებთ მის საბრძოლო შემართებას.
მშვილდოსანი– ენერგიულია, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს თუ მიზანი დაისახა.

ღორი

თხის რქა– ღორის კვალობაზე ძალიან მკაცრია.
მერწყული– ეფექტური ღორია. დინჯი. იგი წარმატებებს მიაღწევს.
თევზები– გამოუსწორებელი ოპტიმისტია.
ვერძი– ღორის თავი აბია , მაგრამ ოქროს გული აქვს !
კურო– გულით გოჭია. მომხიბვლელია.
ტყუპები– შეშლილი ღორია. შორს წავა, თუ მისივე გოჭები არ შეჭამენ.
კირჩხიბი– კეთილი ღორია. კარგი ხასიათი აქვს.
ლომი– მომხვეჭელი ღორია. არასდროს აყვება გულისთქმას.
სასწორი– ორმაგად ღორია. დიდ მარაგს აკეთებს შავი დღისთვის.
ღრიანკალი– მკაცრი ღორია. შეუძლია თავისი ღორობა ნებისმიერ სიტუაციაში გამოავლინოს.
მშვილდოსანი– ლოგიკის უნარი აქვს. ხშირადაა ჩაფიქრებული. თითოეულ ნაბიჯს კარგად უკვირდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close