სტუმრად “მინდიას გალერეაში”
ჩემი მორიგი სტატიის დროც მოვიდა,სადაც თქვენ იხილავთ შემოქმედებითი(და არა “კრეატიულ”) ადამიანების საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს.იხილავთ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს,ისინი გაზიარებენ საკუთარ სამყაროს,საკუთარი სულის ნაწილს,გულიდან წამოსულ და მიმიკით “აკუმულირებულ” ემოციებს… მაშ ასე ვეწვიოთ ამ გალერეას და დავიწყოთ თვალიერება.შემობრძანდით
თუმცა მანამდე მცირე იმფორმაცია ჩემი გალერეის შესახებ.მცირე ხნის წინ რაღაც მიტოვებულ შენობას ვესტუმრე და ვიხილე გაფერმკრთალებული,ობდადებული,მტვერიანი სტენდები.ვიფიქრე და გადავწყვიტე ამ შენობის გაცოცხლება,სულის შთაბერვა.თუმცა ეს “შენობა” მხოლოდ ინტერნეტ სამყაროში “სუნთქავს”,მაგრამ მთავარი ეს არაა…მთავარი ისაა.რომ “ჰომო საპიენს_ნი” ეზიარონ ხელოვანთა ქმნილებებს,შეაფასონ ისინი(თუ საჭირო იქნება გააკრიტიკონ კიდეც),გამოხატონ თავისი ემოციები და ლამაზ “ნოტაზე” დატოვონ ეს გალერეა,რომელსაც “მინდიას გალერეას” დავარქმევ… ;)
წითელი ლენტი გაიჭრა და ყველაფერი უკვე მზადაა პირველი გამოფენისათვის,სადაც რამდენიმე უცხოელი ხელოვანის ქმნილებებს იხილავთ.
გიდის ფუნქციას მე ვიტვირთავ და გეტყვით “აქეთ მობრძანდით ბატონებო და ქალბატონებო”…
აი გამოჩნდა “სტენდი” სადაც გელოდებათ ამერიკელი ფოტოგრაფის მიჩ დობროუნერის ფოტოები.ჯერ დაათვალიერეთ ეს ყველაფერი და შემდეგ რამდენიმე სიტყვას გეტყვით ამ ადამიანზე.
მიჩი საკუთარ განვლილ გზას სულ რამდენიმე აბზაცში ატევს.მოკლე ამონარიდი მისი “რეზიუმედან”:
“ვიზრდებოდი რა ლონგ-აილენდზე(ნიუ იორკი),”ფესვებამდე” ახალგაზრდულ “პონტებში” გადაჭრილი,ამ დროს მამამ გააკეთა ის რამაც ჩემი შემდგომი გზა განსაზღვრა.ერთ დღეს მან მაჩუქა ფოტოაპარატი.ამის შემდეგ დაიწყო ჩემი და აღნიშნული აპარატის მეგობრობა,ფოტოს ფოტო ემატებოდა და უკვე 21 წლის ასაკიდან ეს ჩემს პროფესიად იქცა.ამ ასაკში მე დავიწყე მოგზაურობა სხვადასხვა საინტერესო ადგილებში,ვაფიქსირებდი ყოველივე ბუნებრივ საინტერესო ფაქტს…
ამჟამად ვცხოვრობ კალიფორნიაში,მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად…”
აღნიშნული “კუთხე” გამოფენისა უკვე განხილულ იქნა და ამიტომ ეხლა გადავიდეთ შემდგომ საფეხურზე.საფეხურზე სადაც გველის ფრანგი მხატვარი ფრანსუა ნიელი,რომელიც საკმაოდ ორიგინალურ ნახატებს გთავაზობთ.
ფრანსუა ქმნის ცნობილი(ხშირად უცნობების) პიროვნებების ფოტოთა ვარიანტებს,რომელსაც აჭრელებს ღია ფერების კოლაჟით.ყოველივე ეს კი საკმაოდ საინტერესო ფერთა გამად ილექება ჩვენს თვალებში.
შემდეგი ჩვენი “რესპოდენტი” ისევ ფოტოგრაფია,33 წლის სკოტ ლინსტედი.ის თავის ქმნილებებს ველურ სამყაროში ეძებს,შემდეგ ფოტოაპარატს მზადყოფნაში მოიყვანს და ველური ბუნების წარმომადგენლებს მიმართავს- “ახლა ჩიტი გამოფრინდება”,”Say Cheese”.
ეს ხუმრობით,და რეალობა სულ სხვაგვარია,საკმაოდ რთულია ველურ ბუნებაში სასურველი მომენტის “დაჭერა”.,ამისთვის საკმაო დრო და ენერგიაა საჭირო,თუმცა შედეგი ისეთია ღირს ამ დროდ და ენერგიად.აი იხილეთ ეს შედეგები:
განვლილი ხელოვანები თანამედროვე ეპოქის ნაწილნი არიან,ახლა კი დროა ცოტა წარსულიც შევაწუხო და გაჩვენოთ რობერტ სალმონის(1775-1858 წ.წ) ნახატები,რომლის მთავარი თემა ზღვა და ნაოსნობაა.საკმაოდ იშვიათი თემაა და ამიტომ ვფიქრობ საინტერესო იქნება მისი ნახატების ხილვა.
სტატიათა სერიის პირველი ნაწილის დასასრული.მოწონების შემთხვევაში მალე შემოგთავაზებთ გაგრძელებას.
Don Mindia