არქივი

დაკარგული ვარსკვლავები

ddf920fb546d

დაკარგული ვარსკვლავები ანუ ადამიანები რომელთა ლექსებიც ყველამ იცის,მაგრამ სახელები კი არა…

ცას მარტო დიდი ადამიანები არ ამშვენებენ.ლიტერატურას კი მარტო დიდი მწერლები არ ჰქმნიან.

შეიზლება “პატარა”უჩინარმა მწერალმა ერთხელაც ისეთი რამე დაწეროს,რომ ქვეყენამ მისი სიტყვები დროშასავით ააფრიალოს,
ყველა მწერალს თავისი ადგილი აქვს,ყველა თავისებურად საინტერესოა,ოღონდ განსხვავება ის არის,რომ დიდს დიდი დრო და სივრცე უკავია,პატარას-პატარა,

თუ ხალხის მეხსიერებას პოეტის ერთი სტრიქონი მაინც შემორჩა,ჩათვალე,რომ ის პოეტი მართლაც პოეტი ყოფილა.
ზოგჯერ ისეც ხდება ლექსი გახმაურდება ხალხში გავა,სიმღერად გადაიქცევა, ხოლო ავტორის ვინაობა ქრება და დავიწყებას ეძლევა,
ვინღა არ მღერის,სადღა არ გაიგონებ ამ დარდიან სიმღერას:

”კარგი იყო,არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან,
ჩემი გული შენ დაკოდე,დახიე,
ხელებს ითბობ,ცეცხლის ალში გამხვიე.”

ეს იეთიმ გურჯიმ(ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი)(1875-1940),დაწერა.თბილისის უკანასკნელი აშუღი,სილაღისა და სილამაზის ტრფიალი.

3107636a05fc

რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიმღერა:

“ვინც ეწვევა საქართველოს
საოცნებო სერებს,
სიმღერაც რომ არ იცოდეს,
მაინც დაიმღერებს.”

მაგრამ რეალურად კი არავინ იცის ვისია ეს ლამაზი სტრიქონები..ამ სტრიქონების ავტორი კი გიორგი ქუჩიშვილია(1886-1947),ცნობილი საბავშვო მწერალი და გალაკტიონ ტაბიძის ერთგული მეგობარი.

ძველ დროში,რამდენიმე ათეული წლის წინათ,როცა ლირიკულ-სატრფიალო პოეზიას დიდი გასავალი ჰქონდა,შეყვარებულები ამ ლექსითაც უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს:

ვინ მკითხულობს?
ვინ დამეძებს?
ვის ვუყვარვარ მე?
აცრემლებულ თვალთ ვაცეცებ
მოდი,ხმა გამეც!
ირგვლივ ცივა…
სისხლიანი ღამეა,ღამე,
გული მტკივა,
სანუგეშო მითხარი რამე!

ეს სიტყვები კი ნოე ჩხიკვაძემ (1883-1920) დაწერა.დღეს იგი აღარავის ახსოვს,შეიძლება არც მომავალში გაიხსენონ,მაგრამ სიმღერა დარჩა…სიტყვები დარჩა და ამ სიტყვებში უთუოდ ავტორის უკვდავების წილიცაა.

84508558d05a

ხალხური პოეზიის კრებულებში შეჰქონდათ და ხალხურ ლექსადაც ვიცნობდით ფშაველი მახა ხელაშვილის (1900-1925) სტრიქონებს.

“ლექსო,ამოგთქომ,ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემს სამახსოვროდ
სააქაოზე რჩებოდე.”

გვიანღა გავიგეთ ავტორის ვინაობა. მალავდნენ საბჭოტა ხელისუფალნი,კრძალავდნენ მის ხსენებას,რადგან ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო და სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

ლამაზად აღმოთქმულ ლექსს ხალხი არ ივიწყებს.”ჩვენ” კი ვისაც ლიტერატურა გვიყვარს,გვევალება ვიცოდეთ, გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ პოეტები,რომელთა ლექსები უავტოროდ დაეხეტებიან ხალხში.

1cc6a151b0e0

წყარო:ქართული მწერლობა.
პ.ს:პირველი პოსტია:)

მსგავსი ამბები

Back to top button