გამოგონებასაკითხავისასარგებლო

Opera Software

opera software

მინდა მცირე ინფორმაცია შემოგთავაზოთ კომპანია Opera Software -ის შესახებ. ალბათ ბევრმა არც იცის, თუ სადაურია ეს კომპანია , რომელმაც შექმნა ბევრისთვის საყვარელი, ერთ-ერთი საუკეთესო ბრაუზერი Opera

Opera Software-ნორვეგიული პროგრამირების უზრუნველყოფის კომპანიაა. კომპანია შეიქმნა 1995 წელს. მისი დევიზია “საუკეთესო ინტერნეტი ნებისმიერ მოწყობილობაში”. დაარსებულია მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ნორვეგიულ ტელეკომუნიკაციების კომპანიაში Telenor Opera Software, მონაწილეობდნენ ვებ-გვერდების განვითარებაში W3C ის (World Wide Web Consortium W3C) პროექტის ფარგლებში. კომპანიის შტაბ-ბინა განთავსებულია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. კომპანიის ფილიალები განთავსებულია შემდეგ ქვეყნებში: შვედეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი , სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, ავსტრალია და აშშ. კომპანიის ყველაზე პოპულარული პროდუქტია ბრაუზერი პერსონალური კოპიუტერებისათვის Opera, რომელიც 2005 წლიდან ოფიციალური საიტიდან ( www.opera.com ) ვრცელდება უფასოდ. ასევე მობილურის ბრაუზერები   Opera Mini , Opera Mobile.

ფინანსური მაჩვენებლები

კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი 2008 წელს შეადგინა $78,65 მილიონი (ზრდა 57,6 %-2007 -$49,92მილიონი) სუფთა მოგება $13,88 მილიონი (ზრდა 7 ჯერ- $1,97 2007) .

მთავარი პირები

ლარის ბოისლენი
laris bosleni

იონ სტეფენსონ ტეჩნერი

ჰოკონ ვუნ ლი
hocon vun li

წყარო: Wikipedia.org,Youtube.Com.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close