უცნაური

ელექტრონული ხმის ფენომენი

facee

ალბათ ნანახი გექნებათ მხატვრული ფილმი “თეთრი ხმაური”. ეს ფილმი სწორედ ამ მოვლენაზეა გადაღებული  და რაც მთავარია, მეცნიერულად დამტკიცებული მოვლენაა.

სანამ ქვემოთ მოყვანილი ტექსტის მერე ამ ცდების ჩატარებას დაიწყებდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ:
მრავალი ათასი დოკუმენტირებული ელექტრონული ხმოვანი ფენომენიდან, ყოველი მე–12 რეალურ მუქარას შეიცავს.

ელექტრონული ხმოვანი ფენომენი _ ესაა ჩამწერ ან გადამცემ მოწყობილობებზე (რადიო, მაგნიტოფონი, ტელევიზორი, სპეციალურად კონსტრუირებული მოწყობილობა) სპონტანურაი ან განზრახ ხმის გამოვლინება უცნობი გონიერი წყაროებიდან, რომლებიც ზოგჯერ გარდავლილი ადამიანების სახით წარმოგვიდგებიან ხოლმე. ზოგჯერ ამ ფენომენს “თეთრ ხმაურს” ეძახიან, რაც არასწორია.

ეხფ–ის შესწავლის ისტორია

პირველი მეცნიერი, რომელიც ამს აკითხით დაინეტესდა, ეს იყო გამოჩენილი გამომგონებელი ტომას ედისონი. 1933 წელს, იგი მუშაობდა მოწყობილობაზე, რომელიც ადამიანს გარდაცვლილებთან კავშირის დსაშუალებას მსცემდა: “თუ ჩვენი ორგანიზმის კვდომისას პიროვნება არ კვდება, მაშინ ლოგიკურად და მეცნიერულად დასაშვები იქნება, რომ ის ინარჩუნებს მეხსიერებას, ინტელექტს, და სხვა შესაძლებლობებს და ცოდნას, რომელიც მან ცხოვრებაში შეიძინა. ამიტომაც… ჩვენ თუ შევძლებთ ისეთი მგრძნობიარე ინსტრუმენტის შექმნას, რომელზე ზემოქმედებასაც ეს პიროვნება შესძლებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ გადარჩა, მაშინ ეს ინსტრუმენტმა რამე უნდა ჩაიწეროს”. თუმცაღა არ დარჩენილა იმისი არანაირი მოწმობა, რომ ედისონმა ჩანაფიქრი განახორციელა.

1959 წელს, შვედი კინოპროდუსერი ფრიდრიხ იურგენსონი ტყეში ჩიტების ხმებს იწერდა. ის შოკირებული იყო, როდესაც ჩანაწერის მოსმენისას მამაკაცის ხმა გაიგო, რომელიც რაღაცას ლაპააკობდა ღამით ჩიტებიის გალობის შესახებ. ჩანაწერის უფრო ყურადღებით მოსმენისას, მან გაიგონა დედამისის ხმა, რომელიც გერმანულად ლაპარაკობდა და მას სახელით მიმართავდა. იურგენსონი ყვებოდა, რომ როდესაც მან დედამისის ხმა გაიგო, ის დარწმუნდა რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. შემდგომ წლებში, იურგენსონმა ასობით პარანორმალური ხმა ჩაიწერა. მან ჩართო თავისი ჩანაწერები 1964 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოუშვა წიგნი, სახელწოდებით “ხმები სამყაროდან” შვედურ ენაზე, შემდეგ კი კიდევ ერთი _ “კონტაქტები მიცვალებულებთან”.

1967 წელს, იურგენსონის მე2 წიგნი გერმანულად ითარგმნა და ის ლატვიელმა ფსიქოლოგმა, დოქტორმა კონსტანტინ რაუდივმა სკეპტიკურად წაიკითხა. ის შეხვდა იურგენსონს, რათა მისი მეთოდები გაეგო და ცოტა მალე მისი ცდების გამეორება დაიწყო. საბოლაოდ კი მან ჩაწერა ათობით ათასი პარანორმალური ხმა, რომელთა დიდი ნაწილიც მკაცრი კონტროლის ქვეშ იწერებოდა.

1971 წელს, Pye Records–ის წამყვანმა ხმის ინჟინრებმა გადაწყვიტეს კონსტანტინ რაუდივთან ერთად კონტროლირებად იქსპერიმენტის ჩატარება. მათ ის აკუსტიკურ ლაბორატორიაში მიიწვიეს, რომელიც არ ატარებდა რადიო და სატელევიზიო ტალღებს. რაუდივი იყენებდა ერთ მაგნიტოფონს, რომელც კონტროლირდებოდა მეორე მაგნიტოფონით. მას არ ეძლეოდა აპარატურაზე შეხების უფლება, მას მხოლოდ მიკროფონში უნდა ელაპარაკა. ექსპერიმენტი 18 წუთს გაგრძელდა და ამ პერიოდში მის არცერთ მონაწილეს არანაირი გარეშე ხმა არ გაუგია. მაგრამ, როდესაც მეცნიერებმა ჩანაწერს მოუსმინეს, მათ გასაკვირად, იქ 200–ზე მეტი ხმა აღმოჩნდა.

1973 წელს, ამერიკელმა მკვლევარმა ჯორჯ მიკმა, თავისი კოლეგის _ ელ. ტექნიკის სპეციალისტის ვლიამ ო ნილის თანხლებით, დაიწყო მუშაობა მოწყობილობაზე სახელად “სპირიკომი”, რომელსაც თეორიულად შეეძლო ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება აქაურ და იმ სამყაროებს შორის. ო ნილის განცხადებით, მათ შეძლეს ნასას გარდაცვლილ მეცნიერთან, ჯორჯ ჯეფრი მიულერთან კავშირის დამყარება და 20 საათზე მეტი ხანგრძლივობის დიალოგის ჩაწერა. ამ ჩანაწერების ნაწილი მიკის მიერ წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო პრესკონფერენციაზე, რომელიც მან 1982 წელს მოიწვია.

1982 წელს, გერმანელმა ინჟინერმა ჰანს ოტო კენიგმა დაიწყო სპირიტული კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიის განვითარება ულტრაბგერითი სიხშირის ელექტრომაგნიტური რხევების გამოყენებით და ოპტიკური მიმღებ–გადამცემი სისტემით ინფრაწითელ დიაპაზონში. მოგვიანებით, მან განავითარა “ტელეგენერატორი” წასულების სამყაროდან გამოსახულების მისაღებად. ასევე მოწყობილობა, რომელიც იყენებდა კვარცის კრისტალებს, რომელსაც “ჰიპერსივრცული სისტემა” უწოდა. ამ მოწყობილობების დიაგრამები და ძირითადი რეზულტატები, მან გამოაქვეყნა ბიულეტენში “Die Parastimme” (პარანორმალური ხმა). აუდიო და ვიდეო სიგნალების მიღების პროცესის დემონსტრრებას კენიგი ხშირად ახდენდა საერთაშორისო კონფერენციებზე.

80–იანი წლების შუაში, გერმანელმა კლაუს შრაიბერმა პარანორმალური გამოსახულებების მიღება ტელეეკრანზე დაიწყო, რომელთა შორისაც იყო ავსტრიელი მსახიობის რომი შნაიდერის და მისი ოჯახის გარდაცვლილი წწევრების სახეეებიც, განსაკუთრებით ჭარბობდა ორი გარდაცვლილი ცოლის და ქალიშვილის _ კარენის გამოსახულებები. მოსი მოწყობილობები, რომელიც თავისი კოლეგის, მარტინ ვენზელის დახმარებით დააყენა, შეიცავდა ვიდეოკამერას, რომელიც მიმართული იყო ტელეეკრანზე, ისე, რომ გამოსახულება მისგან ისევ გადაეცემოდა ტელეეკრანს და წარმოქმიდა ერთგვარ ჩაკეტილ წრეს. რეზულტატი იყო ქაოტური ფონი, რომელზეც პერიოდულად, გარკვეული დროით წარმოიქმნებოდა გამოსახულება. შრაიბერის ნამუშევარს, ლუქსემბურგში ცნობილი ტელე და რადიო კომენტატორმა რაინერ ხოლბემ წიგნი მიუძღვნა. ასევე გადაღებულ იქნა რამდენიმე დოკუნენტური ფილმი.

1985 წელს, ცოლ–ქმარმა მეგი და ჟიულ ხარშ–ფიშრახებმა მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, დაიწყეს ეხფ–ების მიღება რადიოდან, რომლებიც მათთან დიალოგს აწარმოებდნენ, მოგვიანებით კი, მათ მიიღეს გამოსახულება ტელეეკრანზე, შეტყობინებები ტელეფონზე და ასევე მოცულობითი ტექსტები, რომლებიც გაურკვეველი მეთოდით ხვდებოდა ფაილების სახით მათ კომპიუტერში. მათი უნიკალური ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი დოკუმენტირებულ იქნა ისეთი მეცნიერების მიერ, როგორცებიც პროფესორი ერნესტ ენკოვსკი, დოქტორი თეო ლოჩერი, და დოქტორი რალფ დეტერმაიერია. გონიერი წყაროები, რომლებიც მეგის და ჟიულს ესაუბრებოდნენ, თავიანთი თავის იდენტიფირირებას ახდენდნენ, როგორც “დროის ნაკადი” (Zeitstrom), რომელშიც შედიოდნენ ტრანსკომუნიკაციის პირველი შემსრულებლები: ფრიდრიხ იურგენსონი და დოქტორი კონსტანტინ რაუდივი, მოგზაური და ტბა ტანკასკას აღმომჩენი რიჩარდ ფრენსის ვერტონი და ასევე გონიერი არსება, რომელიც მართ წარმოუდგა როგორც “ტექნიკოსი”.

1987 წელს, ფრიდრიხ მალკოფმა და ადოლფ ხომსმა გერმანიაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაიწყეს ეხფ–ზე ექსპერიმენტირება. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მათ ერთმანეთის სამუშაოს შესახებ გაიგეს, ისინი კოლეგები და მეგობრები გახდნენ. მათი საერთო მუშაობის პერიოდში რედიოს მიერ გამოცემული სუსტი ხმები, მალე გარდაიქმნა კარგად გასაგებ გრძელ გზავნილებში. შემდეგში, მათ თავიანი სულიერი კოლეგების მიერ სატელეფონო ზარების მიღება დაიწყეს, ხოლო 1988 წლიდან კომპიუტერზე შეტყობინებების და პარანორმალური სატელეფონო ზარების მიღება დაიწყეს. 1994 წელს, ადოლფ ხოლმსმა ტელეეკრანზე მიიღო ფრიდრიხ იურგენსონის გამოსახულება რომელსაც თან ახლდა რაღაც გზავნილი.

1998 წელს, პრტუგალიელმადიპლომატმა და ეკოლოგმა ანაბელა კარდოზომ დაიწყო რადიოს მეშვეობით შეტყობინებების მიღება სულიერი ჯგუფისაგან, რომელიც მას გაეცნო როგორც “დროის ნაკადი”. ეს სახელი ემთხვეოდა იმას, რაც ადრე ცოლ–ქმარმა ხარშ–ფიშბახებმა მიიღეს.
ეს ფენომენი დამოწმებულ იქნა ფსიქიკური გამოკვლევების საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის დევიდ ფონტანის მიერ.

ეხფ–ის ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი

მრავალი წლის განმავლობაში თვითონ ეხფ–ის არსებობა ან იგნორირდებოდა, ან კიდევ მხოლოდ დოკუმენტური მასალის შეგროვებით შემოიფარგლებოდა. თუმცა 2004 წელს, მეცნიერთა ჯგუფის მიერ, დოქტორ ანაბელა კარდოზოს თაოსნობით, ნეაპოლის რადიოფიზიკის უნივერსიტეტის რადიოფიზიკის პროფესორ მარიო ფესტას, პროფ. დევიდ ფონტანის და ინჟინერ პაოლო პირესის მიერ გამოქვეყნებულ იქნა სპეციალური ანგარიში. მასში აღწერილი იყო ექსპერიმენტის დეტალები, რომლის სმვლელოისასაც მიღებულ იქნა პირველი ობიექტური მეცნიერული დამამტკიცებელი საბუტები ეხფ–ს შესახებ და ასევე ტიპური მახასიათებლები, რომლებიც, ძირეულად განსხვავდება შემთხვევითი რადიოტრანსლაციის მახასიათებლებისაგან.

ანაბელა კარდოზო, ფილოსოფიის დოქტორი, ჟურნალ “ტრანსკომუნიკაციის” მთავარი რედაქტორი
მეცნიერულ–კვლევითი ცენტრის ტრანსკომუნიკაციის კვლევის დირექტორიმარიო სალვატორე ფიესტა _ ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი

დევიდ ფონტანა_ პროფესორი, ფსიქიკური გამოკვლევების საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი

პაოლო პრესი _ ინჟინერი, ტრანსკომუნიკაციის მკვლევარი

სპეციალური ანგარიში

ინსტრუმენტალური ტრასკომუნიკაციის ხმების რეალურობა

მეცნიერულადაა დამტკიცებული მარსელო ბეკისთან ჩატარებული

ექსპერიმენტების დროს

2004 წლის 5 დეკემბერი. გროსეტო, იტალია

six

ამ ანგარიშში მოყვანილია 2004 წლელს მარსელო ბეკის მიერ, სხვა იტალიელ, პორტუგალიელ და ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად, ჩატარებული ექსპერიმენტების დეტალები.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საგანს წარმოადგენს პარანორმალური შეტყობინებები, რომლებიც მიღებულ იქნა კონტროლირებად პირობებში ელექტრო აპარატურის მეშვეობით, ისეთები როგორებიცაა მაგნიტოფონები, რადიომიმღებები, კომპიუტერები, ფაქსები და ტელეფონები.

ბევრი მათგანი, ვინც ამ სფეროში მუშაობს, მივიდა დასკვნამდე, რომ ტრანსკომუნიკაცია რეალურია, არამედ რომ შეტყობინებების წყარო, სჩანს, რომ გარდაცვლილები არიან, რაც საკმაოდ ღირებული მტკიცებულებაა ფიზიკური სიკვდილის შემდეგ სხვა სიცოცხლის არსებობისა.

მარსელო ბეკი რეზულტატების მისაღებად იყენებს “პირდაპირი რადიოხმების” (RDV) მიღების მეთოდს, ანუ, მეთოდს, რომელიც მიმართულია პირდაპირი დიალოგის დამყარებაზე რადიოს ხმამაღლამოსაუბრის დახმარებით. მოცემული ხმები, იქვემყოფებს ხშირად მათი სახელებით მიმართავენ, პასუხობენ დასმულ კითხვებზე და ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზულ ადეკვატურ და შემცველობით ცნობებს იძლევიან. ექსპერიმენტის ჩატარებისას ისინი უპირატესობას ანიჭებენ ჩვეულებრივ ნათურებიან რადიოს, რომელიც მომართულია “თეთრ ხმაურზე” კონტროლირებად დიაპაზონში.

ორი უფრო ადრინდელი ექსპერინმენტი, რომელიც ჩატარდა კონტროლირებად პირობებში, უშუალო კავშირშია ამ ექსპერიმენტთან. პირველ მათგანში, რომელიც ჩატარდა დოქტორ კარლო ტრაინის თანხლებით, იმ რადიოს გვერდზე, რომელსაც ბეკი იყენებდა, დამონტაჟებულ იქნა მეორე, რომეცლიც იმავე კვების წყაროზე იყო შეერთებული, აღჭურვილი იყო დამოუკიდებელი ანტენით და მომართული იყო იმავე სიხშირეზე მოკლე ტალღების დიაპაზონში, რაზეც პირველი. იმ დროს, როდესაც ბეკის რადიო იღებდა პარანორმალურ ხმოვან შეტყობინებებს, მეორე რადიო მხოლოდ ჩვეულებრვ “თეთრ ხმაურს” იჭერდა.

მოცემული ექსპერიმენტის რეზულტატი, სრულიად გამორიცხავს მოტყუების ალბათობას ან ხმების ფაბრიკაციას. მეორე ექსპერიმენტის მსვლელობისას, ნეაპოლის უნივერსიტეტის რედიოფიზიკის პროფესორმა მარიო სალვატორე ფიესტამ მიმღებს მოხსნა ორი ნათურა, ECC85 (FM დიაპაზონი) და ECH81 (საშუალო და მოკლე ტალღების დიაპაზონების გარდამქმნელი ნათურა), იმ დროს როდესაც ბეკის რადიო სიგნალებს ღებულობდა და დაადგინა, რომ ამ ნათურების გარეშეც კი (რომლის გარეშეც მოკლე ტალღების დიაპაზონზე სიგნალების მიღება შეუძლებელია), ხმებ ხელუხლებელი დარჩა. მან ასევე გაზომა ელექტრო და მაგნიტური ველები რადიოს გარშემო როცა ის გამორთული იყო, ღებულობდა ჩვეულებრივ რადიოსიხშირეს და ხმების ფენომენის გაჩენისას. აღმოჩნდა რომ ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი როდესაც ნათურები ამოღებულია, ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად გამორთული რადიოს შემთხვევაში გაზომილი მაჩვენებლების იდენტურები იყო. ის ფაქტები, რომ ხმები მაშინაც კი ისმის როცა ნათურები მოხსნილია, ასევეელექტრო და მაგნიტური ველების ვარიაციის არარსებობა მოღებისას, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ რომ ეს მონაემები არ შეიძლება ახსნილ იქნეს რადიოტრანსლაციის მეშვეობით ფაბრიკაციით.

მოცემული ექსპერიმენტი ჩატარდა გროსეტოში (იტალია) მარსელო ბეკის ლაბორატორიაში. ოთახს ანათებდა 25 ვატიანი ლურჯი ნათურა, რომელის მიმაგრებული იყო ზევით რადიოსგან მარჯვენა კედელზე, რაც საშუალებას აძლევდა ყველა დამკვირვებელს, თვალყური ედევნებინათ თავიანთი, ბეკისა და მისი დამხმარეების გადაადგილებებისათვის.

ექსპერიმენტამდეც და მის შემდეგაც რადიოც და ლაბორატორიაც ნებისმიერ დამკვირვებელს შეეძლო შეემოწმებინა.

რადიო იდგა პატარა სკამზე კედელთან, ისეთ მდგომარეობაში რომ მის უკანა მხარეს ისე ვერავინ მიწვდებოდა, თ არ დაიხრებოდა. რადიოს არ ჰქონდა უკანა პანელი და მასსა და კედელს შორის საკმარისი ადგლი იყო დატოვებული იმისათვის, რომ რადიოტექნიკოს ფრანკო სანტის შეძლებოდა შიგნით შეხედვა. ექსპერიმენტის წინ შემოწმებამ აჩვენა რომ არც სკამში და არც კედლებშიარ იყო არანაირი ხვრელები, რომელთა მეშვეობითაც რადიოსთან კონტაქტი იქნებოდა შესალებელი.<

ექსპერიმენტისთვის მზადება დასრულდა 19:10 სთ–ზე და ყველა მონაწილემ თავისი ადგილი დაიკავა. სეანსის ჩასაწერად ჩართული იყო ციფრული და ანალოგური აუდიომაგნიტოფონები. ბეკიმ ჩართო რადიო და დააყენა მოკლე ტალღურ დიაპაზონზე. შემდეგ დაიწყო შკალის მაჩვენებლის გადაადგილება 7 და 9 მეგაჰერც სიხშირეებს შორის. როგორც მოელოდნენ, გაისმა რადიოგადაცემების ხმები, რომლებიც “თეთრ ხმაურთან” იყო შერეული. ბეკიმ ახსნა რომ ის ეძებდა კარგი ხარისხის “თეთრ ხმაურს”. ეს პროცედურა 15–20 წთ. გაგრძელდა, მანამ სამამ ბეკიმ არ განაცხადა: “მე ვგრძნობ მათ _ ისინი მოვლენ”. ამ დროს მაინ გააჩერა მაჩვენებელი და “თეთრი ხმაური” გარდაიქმნა ქარიშხლისებურ ხმად, რომელიც ქარის ან ზღვის ტალღების ხმას წააგავდა. ეს ხმა მალევე გაქრა (თუმცა ეს ხმა შემდეგში ხშირად ბრუნდეოდა ხმებთან ერთად, თითქოს ისინი ამ ხმას “მზიდად” იყენებდნენ) და რადიოდან ხმები გაისმა. პირველი სიტყვები იტალიურ ენაზე იყო, შემდეგ _ ესპანურზე. ბეკიმ უთხრა ხმებს რომ დამსწრე საზოგადოებას ინგლისურად, ესპანურად და პორტუგალიურად შეეძლოთ ლაპარაკი. ამის შემდეგ უხილავმა თანამოსაუბრებმა მიმართეს დევიდ ფონანას და რობინ ფოის ინგლისურად, ხოლო ანაბელ კარდოზოს ესპანურად. ამ სეანსზე, რომელიც დაახლოვებით 1 საათი გრძელდებოდა, გაისმა 5 ან 6 სხვადასხვა ხმა (ერთ–ერთი მათგანი ქალისას გავდა, ბოლო კაცის იყო), რომლებიც ლაპარაკობდნენ ინგლისურად, ესპანურად და იტალიურად. ზოგიერთი მათგანი ყველა მახასიათებლით ჩვეულებრივ ხმებს წააგავდნენ, დანარჩენებს ახასიათებდათ ისეთივე ჟღერადობა, რაც სხვა ბევრ ხმას, რომელიც ტრანსკომუნიკაციის მეთოდით იყო მიღებული და რომლებიც განსხვავდებოდნენ ნორმალური ადამიანური ხმისგან. ზოგჯერ ამ ხმების მზიდი ტალღა ფუჭდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნალაპარაკები დაახლოვებით 70% ადვილად გასარჩევი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის. ხმები მიმართავდნენ დამსწრე საზოგადოებას სახელებით და პროფესორ დევიდ ფონტანას სახელით და გვარით მიმართავდნენ. ეს შეიძლება იმიტომ რომ სეანსს ესწრებოდა კიდევ ერთი დევიდი, გვარად პაგანოტი. ბეკის ან “მარსელო”–თი მიართავდნენ, ან “ბეკი”–თი. ყველა სახელები გარკვევით წარმოითქმებოდა და ადვილად გასაკრვევი იყო. ზოგჯერ ხმები ექსპერიმენტის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებზეც პასუხობდნენ, მათ შორის მათზეც რომელიც მათი სალაპარაკო ენისგან განსხვავდებოდა (მაგალითად ინგლისურად დასმულ კითხვას ესპანურად პასუხობდნენ), ზოგჯერ კი პასუხების გაცემისას ენას ცვლიდნენ. ყველა კთთხვაზე პასუხი არ გაუციათ, ზოგიერთ მათგანზე კი პაუზის შემდეგ პასუხობდნენ.

sss

ყველაზე მნიშვნელოვვან ეპიზოდს სეანსის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ბოლოსკენ. როგორც ზევით იყო ნახსენები, ის ფაქტი, რომ ნათურების ამოღება არანაირ გავლენას არ ახდენდა მიღებულ სიგნალებზე, ამტკიცებდა იმას რომ ეს სიგნალები რადიოსადგურებიდან არ მოდიოდა. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ამ ორი ნათურის გარეშე, რადიოს მაინც შეეძლო სხვა დიაპაზონებიდან ხმის მიღება. ამიტომაც, მარსელო ბეკის თანხმობით, გადაწყდა რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას, რადიოდან ამოეღოთ 5ვე ნათურა. სეანსის დაწყებიდან დაახლოვებით 1 საათის შემდეგ, რადიოტექნიკოსმა ფრანკო სანტიმ რადიოდან 4 ნათურა ამოიღო, პატარა პაუზის შემდეგ (რომელიც ცხელი ნათურის ამოღებასთან დაკავშირებულმა სირთულემ შექმნა) ამოიღო მეხუთეც. ყველა ხუთი ნათურა _ ECC85, ECH81 (2002 წელს ამოღებული ნათურები), EABC80 (დეტექტორული ნათურა) და EL84 (გამაძლიერებელი) ფრანკო სანტიმ დადო სკამზე, ისე რომ ყველას დაენახა. ნათურების არქონის მიუხედავად, ყველა ხმა იგივე ხმაზე და მკაფიოებით ისმოდა.

როდესაც ხმებმი შეწყდა, მარსელო ბეკიმ გამორთო რადიო. პანელზე ინდიკატორის ნათურა ჩაქრა. 11 წამიანი სიჩუმის შემდეგ დამკვირვებლებმა გაიგონეს მათრახის მოქნევისას წარმოქმნილი ხმის მსგავსი ხმა და აკუსტიკური სიგნალი, რომელიც ქარიშხლის ხმას ჰგავდა და რომელიც წინ უსწრებდა ხოლმე ხმების გამოჩენას. 21–ე წამზე გაისმა უჩინარი მოსაუბრის ხმა, რომელიც ამ ხმებში იყო გარეული და გაგრძელდა 23 წამის განმავლობაში,არა იმავე ხარისხით, რგორც ეს რადიოს გათიშვამდე ისმოდა მაგრამ ისევე ნათლად. როდესაც ხმა გაქრა, წუილის ხმები ისევ ისმოდა კიდევ 6 წამის განმავლობაში, ქარიშხლის ხმები კი ამ დროს უფრო შესუსტდა და 12 წამის შემდეგ შეწყდა. თუმცა კონტაქტი არ ჰგავდა დასრულებულს, რადგანაც 53 წამის შემდეგ ქარიშხლის ხმა ისევ გაჩნდა კაცის ძალიან სუსტ ხმასთან ერთად, რომელიც თითქოს მარიო ფიესტას სიტყვების _ «Siete grandi!» (თქვენ დიდებულები ხართ) პასუხი იყო. საერთო ჯამში, რადიოს გათიშვის შემდეგ, ფენომენი 2 წუთისა და 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, რადიოტექნიკოსი ფრანკო სანტი რადიოს ჯიბის ფანრის მეშვეობით ანათებდა, რომლის სხივებიც მკაფიოდ ჩანდა უშის გამჭვირვალე პანელიდან. ექსპერიმენტის ეს ნაწილი არ იყო გათვალისწინებული და ყველასათვის სიურპრიზად იქცა. ექსპერიმენტის სამივე ეტაპის განმავლობაში (1. რადიო ჩართულია; 2. რადიო ჩართულია და ნათურები ამოღებულია; 3. რადიო გამორთულია და ნათურები ამოღებულია), ხმები პირდაპირ რადიოს დინამიკებიდან გამოდიოდა და მიუხედევად იმისა, რომ გამორთვისას რახისხი ცოტათი გაფუჭდა, ისინი მაინც იმავე ხმაზე და ისევე გარჩევით ისმინებოდა. ბოლოსკენ, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში რადიო ისევ ჩართეს, მაგრამ არანაირი ხმები აღარ გაჩენილა და ექსპერიმენტი დასრულდა. ამის შემდეგ ფრანკო სანტიმ რადიო შემოაბრუნა ისე, რომ მისი შიგთავსი ყველა დამსწრესათვის ადვილად დასანახი ყოფლიყო. დოქტორმა კარდოზომ და პროფ. ფონდანამ სურათები გადაუღეს რადიოს ისე რომ კარგად ჩანდა გვერდზე დადებული ნათურები. ადვოკატმა ამერიგო ფესტამ ასევე გადაიღო მომხდარი ვიდეო კამერის მეშვეობით, შეადგინა გარემოებების დაწვრილებითი ანგარიში მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში. ყველაფერი ეს დამოწმებულ იქნა დამსწრეების ხელმოწერებით.

ქვემოთ მოყვანილია რადიოს გათიშვის შემდეგ მომდარის მოკლე ქრონოლოგია:

t = 00 წმ. ბეკი თიშავს რადიოს. სიჩუმე
t =11 წმ. ჩნდება მოდულირებული სტვენა (მათახის ხმასავით) ტრადიციულ “ქარიშხლის ხმასთან” ერთად.
t = 21 წმ. წუილის ხმებს შორის ჩნდება სხვა ხმა.
t = 44 წმ. ხმა ქარება, მაგრამ წუილი და ქარიშხლის ხმა ისევ ისმის.
t=50 წმ. წუილი ქრება.
t=56 წმ. ქარიშხლის ხმა ქრება.
t =109 წმ. იწყება ახალი “ქარიშხალი”.
t = 127 წმ. ისმის მამაკაცის სუსტი ხმა, რომელიც შეიძლება მარიო ფესტას რეპლიკაზე პასუხია.
t= 140 წმ. არიშხალი ქრება და კონტაქტი წყდება.
სიჩუმე.

წყარო:   zorbeg.wordpress.com

ჩემი დიდი თხოვნაა სისულელეებს ნუ დაწერთ

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button