გართობა

საქართველოს ეროვნული სტადიონი

52de9b196cef
ამ პოსტში თქვენ იხილავთ საქართველოს ეროვნული სტადიონის ისტორიას და სურათებს!

სრული სახელი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
აშენდა 1976
გაიხსნა 29 სექტემბერი, 1976
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
ტევადობა 54,549
კლუბები
დინამო თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნკრები

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, ასევე უბრალოდ ეროვნული სტადიონი, ყოფილი დინამოს სტადიონი, მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია თბილისში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. აგებულია 1976 წელს არქიტექტორი გია ქურდიანის პროექტით. აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.
efac8b778468
სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. ეს იყო უეფას თასზე შეხვედრა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.

სტადიონმა მისი არსებობის პირველივე წლებში მრავალ ბრწყინვალე თამაშს უმასპინძლა დინამოს 1978-79 წლების ტრიუმფის პერიოდში. ანთებული ჩირაღდნებით 1981 წელს სტადიონზე 80.000 გულშემატკივარი მოვიდა უეფას თასების მფლობელთა თასის ჩემპიონატში გამარჯვებული თბილისის დინამოსთვის მოსალოცად.

სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. ასევე მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი ამ მოედანს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.
23b910a11aa1
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის 100.000 გულშემატკივარი დაესწრო. თუმცა რეკორდული დასწრება 1979 წელს იყო თამაშზე დინამოსა და ლივერპულს შორის, რომელსაც 110.000 მაყურებელი ესწრებოდა და თბილისის გამარჯვებით დასრულდა (3:0). საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45.000 მაყურებლით). რეკორდული მაჩვენებლი განმეორდა 1995 წელს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას (110.000).

1995 წელს სტადიონს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძის სახელი დაერქვა. 2006 წელს სტადიონს რემონტი ჩაუტარდა და უეფას ახალი მოთხოვნების მიხედვით მას მხოლოდ დასაჯდომი ადგილები აქვს. შესაბამისად, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის სკამების უმეტესობა გადახურულია. ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპას.

წყარო: ვიკიპედია და მე

მსგავსი ამბები

Back to top button