არქივი

TERA 1

004b102a62f5

TERA-ს არსებობას სულ ახლახანს “ახადეს ფარდა”, მაგრამ მასზე ინტერნეტში უკვე მრავალი ჭორი დადის. ამ პოსტით შევეცდები მოგაწოდოთ ცოტაოდენ ინფორმაცია ამ თამაშის შესახებ.

– რა არის TERA?
TERA ადრე ცნობილი იყო, როგორც პროექტი S1. არის ძალიან “ამბიციური” კორეული mmorpg თამაში, რომელიც შეიმუშავა Bluehole studio -მ.
TERA ნიშნავს Exiled Realm of Arborea -ს.

– რა არის Bluehole studio?
იგი დაარსდა 2007 წელს, Byung-Gyu Chang და რამოდენიმე NCsoft -ის წევრის მიერ. (მათ შორისა არიან Lineage 2-ს დიზაინერი, პროდიუსერი და მთავარი პროგრამერი.)

-რითი განსხვავდება TERA სხვა თამაშებისგან?
ამაზე ინფორმაცია მწირია, მაგრამ რაღაცეები მაინც ცნობილია. მთავარია არის რა თქმა უნდა კომბატები( ბეტლები, ბრძოლები, ვინ როგორ მიმართავთ, მე ესე მირჩევნია). TERA არის action mmorpg. ეს არაა თამაში, რომელშიც აკლიკებთ მოწინააღმდეგეს და აჭერთ 1, 2, 3 -ს. მთავარია თქვენი დგომა, საჭიროა დამიზნება. თუ ააცილე, ააცილე. უნდა შეეცადო, მოერიდო მეტოქის შეტევებს. ასევე მთავარია teamwork-ი.

– რამხელა იქნება მსოფლიო?
თამაშის დეველოპერებმა თქვეს : “MMORPG თამაშს ერთდროულად ბევრი ადამიანი თამაშობს. თავდაპირველი მსოფლიო თანდათან გაიზრდება. ამაში იქნება ამ თამაშის “მუღამი”, იგი ყოველთვის განვითარდება და არასოდეს გახდება მოსაწყენი. ჩვენი მიზანია ერთ სერვერზე მყოფ მომხმარებელთა რაოდენობა მაქსიმალურად დავტვირთოთ და გავხდეთ 1 მსოფლიო მასშტაბით. მოთამაშეებს ელოდებათ არა მხოლოდ ბრძოლები, არამედ ინტერაქტიული სისტემები პოლიტიკური და ეკონომიკური პროფესიებისთვის. ( ეს ღა გვაკლდა, აქაც პოლიტიკა :tavi: ) ასევე იქნება სოცილაურ- ვირტუალური ცხოვრება.” ეს მხოლოდ დასაწყისია, გვაუწყებს Bluehole studio-ს წარმომადგენელი.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს: TERA ვიზუალურად არის ერთ- ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თამაში. იგი მუშაობს Unreal 3 engine-ზე. ჯგუფს Unreal engine თან დიდი გამოცდილება აქვს, რადგან Lineage 2 იყენებდა Unreal 2 engine. ( Lineage-ს უმაგრესი გრაფიკა აქვს და თუ ამ თამაშს კიდე უფრო მაგარი აქვს ვეღარ წარმომიდგენია :shock: :shock: )

ეს იყო ინფორმაცია. ხვალ დავდებ ტრეილერებს, ინფორმაციას რეისებზე და კლასებზე. (დღეისთვის მეყო :D ;) )
ესეც რამოდენიმე სკრინშოტი:

7a12971e2c2f

d029d8904b1c

477a0e5a3282

8602590c3a07

b6102afbc847

cd8a58380e8d

0178a5f0fa6c

4da985aff331

104ed9d0f727

8be41470c9e8

ebbc55349918

მსგავსი ამბები

Back to top button