არქივი

ფიქრობ რომ იცი რა არის შენთვის კარგი?

6052203dd852

მოდი შევამოწმოთ :D

3e3b31fcc375

სავარჯიშოები
დღესდღეობით ალბათ ყველამ ვიცით ფიზიკური სავარჯიშოების სარგებელი , მაგრამ Maastricht-ის უნივერსიტეტის პროფესორი Klaas Westrtep-ი ამბობს: “იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ფორმა და გამოიყურებოდეთ კარგად, უკეთესია ამისათვის შედარებით მსუბუქი სავარჯიშოების კეთება. ისეთის, როგორიცაა უბრალოდ სიარული, სეირნობა”. ისინი ვინც ინტენსიურად ვარჯიშობენ, ხშირად დიდ დროს ატარებენ ტელევოზორთან და დახარჯული ენერგიის ასანაზღაურებლად ჭამენ ბევრს. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად უკეთესია მსუბუქი სავარჯიშოების კეთება შედარებით ხანგრძლივად. ხოლო ჯანმრთელობის მკვლევარი Peter Axt-ი აცხადებს, რომ თუ თქვენ დაყოფთ რამოდენიმე საათს იმისათვის, რომ გააკეთოთ სრულებით არაფერი, ეს ეფექტურია თქვენი ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და ამით გაიხანგრძლივებთ ცხოვრებას.

19145bc3f7ee

კომპიუტერული თამაშები
მშობლები ნერვიულობენ, როდესაც მათი შვილები ატარებენ არა ერთ საათს კომპიუტერთან. აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ვინც კვირაში 11 საათს კომპიუტერულ თამაშებს უთმობს, მას უფრო კარგად შეუძლია მობილიზირება ვიდრე სხვებს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თამაშების მოყვარული ბავშვები უფრო ადვილად შედიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში და უფრო ბევრი მეგობრები ყავთ, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც თავისუფალ დროს წიგნების კითხვას ამჯობინებენ. მაგრამ ერთერთი მეცნიერი Ryuta Kawashima აცხადებს, რომ კომპიუტერი ანვითარებს მხოლოდ მხედველობას და არა ტვინს, რომელიც ასოცირდება სწავლასთან, ემოციებთან ან ჩვენს საქციელთან, რამაც შეიძლება მომავალში პრობლემები გამოიწვიოს.

2af5784cc9cc

დაქორწინება
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაქორწინება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ქალებს. ქალები როდესაც მარტოები არიან, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე დაქრწინების შემდეგ (ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ეგრეა :D ), ხოლო კაცები პირიქით. 25% მარტოხელა ადამიანებისა თავს თვლის უბედურად, ხოლო დაოჯახებული ადამიანების მხოლოდ 13% არ თვლის თავს ბედნერად. გარდა ამისა, ქალების უმეტესობას რომელსაც ყავს ბავშვი და აქვს სამუშაო, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

28637f3d52c6

დაბალი თვითშეფასება
დაბალი თვითშეფასება ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი იწვევს დეპრესიას და თქვენ წარმოიდგინეთ ზურგის ტკივილს. ტკივილი უფრო ძლიერია ამ შემთხვევაში, ვიდრე მძიმე საგნების აწევის შემდეგ.

7cd0f3ae65c1

სერიალების ყურება
ადამიანები რომლებიც რეგულარულად უყურებენ სერიალებს, არიან უფრო ბედნიერები იმათთან შედარებით, რომლებსაც არ იზიდავს. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მსგავსი პროგრამები უზრუნველყოფს მაყურებლებს წარმოსახვითი მეგობრებით.

მსგავსი ამბები

Back to top button