უცნაური

გაუჩინარება

ea207f8daf30

ამ პოსტში შემოგთავაზებთ ფაქტს რომელის 1889 წელს პარიზში მოხდა. Mrs Redwood Eleanor-ის დედა, Clara გაუჩინარდა პარიზის ერთერთ სასტუმროში.

1889 წელს პარიზში დიდი გამოფენა გაიმართა. ქალაქი სავსე იყო ტურისტებითა და ბიზნესმენებით და სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნული იყო. გამოფენის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე Mrs Redwood Eleanor და მისი დედა Clara ინდოეთიდან ლონდონში ბრუნდებოდნენ. მათ პარიზის გავლა მოუხდათ. ისინი ამ ქალაქის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში დაბინავდნენ. Clara 342 ოთახში დაბინავდა. ნომერი ძვირადღირებული და ლამაზად გაფორმებული იყო წითელი, ვილვეტის ფარდებით. Clara ძალიან მალე ავად გახდა და იძულებული შეიქმნა სასტუმროს ექიმისთვის მიემართა. ექიმმა იგი გასინჯა რის შემდეგაც სასტუმროს მენეჯერს უხმო. ექიმი და მენეჯერი ფრანგულად ლაპარაკობდნენ და ამის გამო Eleanor-მა ვერ შეძლო მათი საუბრის მოსმენა. მან ფრანგული არ იცოდა. მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ ექიმმა Eleanor-ს ინგლისურად აუხსნა, რომ მისი დედა მძიმედ იყო ავად და მას არ შეეძლო პაცენტის მიტოვება და სთხოვა Eleanor-ს რომ წასულიყო და დედისთვის წამლები მოეტანა რომელიც Clara-ს სჭირდებოდა. ამ მედიკამენტების შოვნა მხოლოდ პარიზის მეორე მხარეს იყო შესაძლებელი.

Eleanor დედისთვის წამლების მოსატანად ექიმის საკუთარი მანქანით გაემგზავრა. მხოლოდ 4 საათის შემდეგ შეძლო მან სასტუმროში დაბრუნება. იგი სასწრაფოდ შვარდა სასტუმროს ფოიეში და მენეჯერს ჰკითხა თუ როგორ იყო მისი დედა. მენეჯერმა მას გაკვირვებულმა შეხედა და ჰკითხა: “რას ლაპარაკობთ ქალბატონო? მე არაფერი ვიცი თქვენი დედის შესახებ. თქვენ სასტუმროში მარტო დაბრუნდით”. სასტუმროს ექიმმაც უარყო Eleanor-ის დედასთან შეხვედრის ფაქტი. Eleanor-მა დაარწმუნა ისინი რომ წაეყვანათ იგი 342-ე ოთახში, სადაც მისი დედა ეგულებოდა. ოთახი ცარიელი დახვდა და დეკორაციაც შეცვლილი იყო. ნომერი მთლიანად შეცვლილი დახვდა და წითელი ვილვეტის ფარდებიც გამქრალიყო.

9bd903eccfcb

გოგონამ ეს ფაქტი ბრიტანეთის საელჩოს აცნობა მაგრამ მათ არ დაუჯერეს. და როდესაც Eleanor დაბრუნდა ბრიტანეთში იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი მოათავსეს. გოგონა კი აგრძელებდა იმის მტკიცებას რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. ექიმებმა ვერ შეძლეს სხვა საბუთი იმისა რომ Eleanor სულით ავადმყოფი იყო. საბოლოოდ გოგონა განთავისუფლებული იქნა საგიჟეთიდან, მაგრამ მისი დედის სხეულს დღემდე ვერავინ მიაგნო.

c9b550647abe

და აი ექსპერტების აზრი რომლებიც ამ გაუჩინარების ახსნას ცდილობენ:
ბევრ ექსპერტს ჯერა, რომ Mrs Redwood Eleanor ინდოეთიდან დედასთან ერთად დაბრუნდა და სასტუმროშიც მასთან ერთად დაბინავდა. ისინი თვლიან რომ ეს ამბავი ფართოდ რომ გავრცელებულიყო დაამტკიცებდნენ იმას, რომ ექიმი და მენეჯერი საშინელ საიდუმლოს ინახავენ. მათი აზრით ბრიტანეთის საელჩოს ეს ამბავი კარგად უნდა შეესწავლა.

ექსპერტების მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ შეუძლებელი იყო სხეულის დამალვა და ოთახის გადაკეთება 4 საათში. (პირადად მე არ ვეთანხმები. ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია ამ ყველაფრის მოსწრება 4 საათში :boz: )

შესაძლებელია Eleanor მართლაც შეშლილი იყო მაგრამ, ამ შემთხვევაში სად გაქრა Clara? და რატომ ვერ მიაკვლიეს მის კვალს დღემდე?

მსგავსი ამბები

Back to top button