გასართობიმისტიკასაკითხავი

Lineage

ყველაფერი lineage-ს შესახებ : ))))

მოკლე აღწერა

Lineage 2 მრავალმომხმარებლიანი ბოლო თაობის თამაშია, რომელშიც ერთდოულად რამდენიმე ათას მოთამაშეს შეუძლია თამაში. შუასაუკუნეების ზღაპრული ქვეყანა, სავსე საოცრებებით, თავისი საიდუმლოებებით, საშიში მონსტრებით და გმირებით გელოდებათ ამ თამაშში!
თამაშის მსვლელობისას თქვენი მოქმედი პერსონაჟი აგროვებს გამოცდილებას და ითვისებს ახალ შესაძლებლობებს. დროთა განმავლობაში მისთვის შესაძლებელი ხდება სულ უფრო და უფრო ახალი ახალი იარაღები გამოიყენოს. თქვენი ნებაა, იქნებით მაგი თუ მეომარი ჩაერთვეთ მონსტრებთან ბრძოლაში თუ კლანებსშორის ბატალიებში. ლაინეიჯ 2-ში თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ “რაიდ ბოსებთან” ბრძოლაში. ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ მოთამაშის შეთანხმებული ჯგუფური იერიშით შეიძლება მხოლოდ მიზნის მიღწევა. ასევე თქვენ შეიძლება მოხვდეთ ციხე-სიმაგრეების აღების ბატალიებში თავდამსხმელი ან დამცავი კლანის, ან მათ ალიანსების მხარეს. შეგიძლიათ გაზარდოთ პატარა დრაკონის ბარტყი დიდ მფრინავ გველეშაპამდე რომლის ზურგზეც შეჯდებით და იფრენთ მთელი ლაინეიჯის სამყაროს თავზე!

ყველაფერი ეს შეიძლება არც ისე მიმზიდველი ყოფილიყო რომ არა თანამედროვე სამგანზომილებიანი გრაფიკის შესაძლებლობები რომლის საშუალებითაც მოხერხდა ლაინეიჯის სამყაროს ვირტუალური რეალობად ქცევა.

აი რას ამბობენ თამაშის შემქმნელები: -“ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა რეალური სამგანზომილებიანი ქვეყანა სადაც ბუნება, მონსტრები თქვენი გმირები და ბატალიები გვეცია იმდენად რეალისტურად რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით. გაკეთების პროცესში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ციხე-სიმაგრეების აღების სცენებს სადაც მონაწილეობას იღებდნენ კატაპილტები და უშველებელი გოლემები რომ რაც შეიძლება დეტალიზებული ყოფილოყო და კონკურენცია გაეწია სხვა თამაშებისადმი. დეტალიზაციამ საშუალება მისცა თამაშს ადვილად განათავსო პერსონაჟი სტრატეგიულ ადგილებზე და მფრინავ დრაკონზე მჯდომმა შეხედო კიდევას სიხის აღებას ციდან”.
ლაინეიჯის სამყარო მოიცავს 2 კონტინენტს. ამ კონტინენტებზე არსებობს სამი ძლიერი სახელმწიფო. “ადენი” ახალი სახელმწიფოა რომელიც “რაულია”-ს შემდეგ შეიქმნა როდესაც ახალგაზრდა მეფემ ჩაახშო სამოქალაქო ომი. “ელმორი” სამხედრო სუპერსახელმწიფოა, განლაგებულია კონტინენტის სამხრეთ ნაწილში და ის პირდაპირი შთამომავალია ძველი Elmore-ერების. “გრაცია” განლაგებულია ოკეანის გასწვრივ დასავლეთით. იქ ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ბრძოლა სამეფო ტახტისათვის. სამივე სახელმწიფოში ყოველი კუთხე ცდილობს დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ამაში მდგომარეობს სახელმწიფოების არაა სტაბილურობა და მმართველობის სუსტი მხარე.

სწორედ ამ ხაოსში მოხვდებით თქვენ. ლაინეიჯ 2-ში თქვენი პერსონაჟის განვითარება არაა საბოლოო მიზანი. უფრო სწორერედ ეს ინსტრუმენტია თქვენს ხელთ რომ მოიპოვოთ ძალაუფლება და გახდეთ კანონიერი ხელმწიფე და თქვენივე ხელით დაწეროთ ისტორია.

რასების აღწერილობა

ადამიანები

ისინი ყველგან არიან! კონტინენტის ხუთი რასიდან ადამიანები ყველაზე მრავარიცხოვანნი არიან. ადამინათა დაყოფა შეიძლება წარმოშობით, ტრადიციებით და ქალაქებით, რომელი კუთხიდან არიან. ისინი განსაკუთრებულად შორს არ არიან სხვა რასებისგან, ისინი ერთმანეთს და სხვა რასებს აქტიურად უნათესავდებიან.

ადამიანთა ფიზიკური და მაგიური თვისებები კარგად არის დაბალანსირებული, ისინი სხვა რასებს სწავლის სისწრაფით და ყველა პირობებში ადაპტირების უნარით. მიისწრაფიან განათლებისკენ, ისინი ინდივიდუალიზმისკენ არიან გადახრილნი და ამჟღავნებენ ისეთ თვისებებს როგორიც არის: სიხარბე, იდეალიზმი, სულმოკლეობა და ღვთისნიერება.

გარეგნობა

ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა რასაზე ლამაზნი არიან, ამას ასაბუთებენ იმით, რომ ისინი ღმერთის ხატად არიან შექმნილნი. თუმცა სხვა რასები ამას არ ეთანხმებიან. ჩვენ ხომ უკვე ვახსენეთ ადამიანთა ერთერთი თვისება “ამპარტავნება”? მოკლედ ადამიანი ეს ძალიან ჯანმრთელი ქმნილებაა აშკარად გამოხატული თვისებებით. ისინი ორკებზე დაბლები არიან და მათი სახის ნაქვთები უფრო კუთხოვანია ვიდრე ელფების. გრძელი და თხელი თითები მათ მოქნილობას მატებს თუმცა ისინი მაინც მოუქნელები არიან.

ისტორია

თუმცა, ადამიანებს ამის გახსენება არ უყვართ, მაგრამ სინამდვილეში ისინი შექმნა ღმერთმა, რომლის სახელი იყო გრენ ქეინი, ნგრევის ღმერთი. მან ადამიანი სხვა ღმერთების დახმარებით შექმნა. ქალღმერთ აინჰასადს არანაირი შეხება არ ჰქონდა ადამიანთა შექმნასთან. თავიდან ისინი გიგანტების, მსოფლიოს მმართველების, მონები იყვნენ. გარკვეული დროის შემდეგ გიგანტებმა დატოვეს სცენა. და, სანამ ორკები და ელფები ერთმანეთს ებრძოდნენ კონტინენტის მართველობისთვის, ადამიანებმა სწრაფად შეისწავლეს ელფების მაგია და საგრძნობლად გააძლიერეს თავიანთი ზეგავლენა.

და ბოლოს, უსუსტესმა გაიმარჯვა – ადამიანები მართავენ კონტინენტს! იმ დროიდან დღემდე ვითარდება ადამიანთა ისტორია და კულტურა.

მთავარი კლასები

მეომარი

ბრძოლაში მეომრები ეყრდნობიან საკუთარ ძალას. ისინი ხმარობენ იარაღს – ხმლებს, ხანჯლებს და კომბლებს. მათი მთავარი სტიქია ხელჩართული ბრძოლაა. თუმა, ხანდახან მეომარს შესწევს ძალა შეისწავლოს მშვილდის ხელოვნება, და დისტანციური ბრძოლა მთავარ სპეციალობათ გახადონ. ეს კლასი გამოირჩევა ძალით და მოხერხებულობით. თუ გინდათ იმარჯვოთ მონსტრებზე, ცოცხალი დარჩეთ სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ და გაიმარჯვოთ ციხის აღებისას – გახდით მეომარი.

მაგიკოსი

თუ თქვენ კარგად ხმარობთ მაგიას, მაშინ მისტიკი თქვენი კლასია! დამოკიდებულია რა არჩეული ხაზის განვითარებაზე,მაგიკოსებს შეუძლიათ გამოიძახონ სულები, განკურნონ ტრამვები, ან შეუტიონ მტრებს. მაგიკოსები პირველ რიგში გონების განვითარებისკენ მიისწრაფიან, რომ შეძლონ შესწავლა ბევრი სხვადასხვა შელოცვის, რადგან ისინი ფიზიკურად ისეთი გამძლე და ძლიერნი არ არიან როგროც მეომრები.

ელფები

ელფები – ეს აბსოლუტურად სუფთა რასაა, შექმნილი ქალღმერთ აინჰასადის მიერ, რომელმაც შთაბერა წყლის სული ულამაზესი ხის ფოთლებს, მოგვიანებით ცნობილს როგორც დედა ხე. ეს ქმნილებანი არიან ჭკვიანნი, ლამაზნი და ძალიან გრძელი სიცოცხლის ხაზით. თავის მისწრაფების დროს, რომ ემართათ კონტინენტი მათ უდიდესი შეცდომა დაუშვეს – ენდნენ ადამიანებს და მაგია ასწავლეს. და საბოლოოდ ადამიანებმა უღალატეს ელფებს, რომ თვითონ ემართათ კონტინენტი, მათ გადალახეს ელფების ძალა და ზეგავლენა. რამდენიმე ასეული წელი ელფებმა სრულ მარტოობაში გაატარეს დიდ ტყეში.

მოგვიანებით ელფებმა ისევ დაამყარეს კონტაქტი გარე სამყაროსთან. კერძოდ ახალგაზრდა ელფებმა შეძლეს ადამიანთა საზოგადოებაში შეღწევა და საკმაოდ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს. ისინი ეტაყვანებიან ევას, წყლის ქალღმერთს და იცავენ დედა ბუნების სიყვარულს და მის მიმართ მოწიწებას. მათ ბუნებასთან სიახლოვის და შერევის გამო, სხვა რასები მათ თვლიან კაცთმოძულეებათ და ჩაკეტილებათ.

გარეგნობა

ადამიანებმა თავი ყველა რასაზე ლამაზად გამოაცხადეს. თუმცა, სხვა რასების უმრავლესობა ეთანხმება იმას რომ, ყველაზე ლამაზი რასა ელფები არიან. მათ ლამაზი აღნაგობა, რძესავით თეთრი კანი და აპრეხილი ყურები აქვთ. მათ აქვთ თხელი და გრძელი თითები, რომელიც მათ აძლევს ადამიანთA მოხერხებულობას, ამასთან ისინი მშვილდის ხმარების ბუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი და ამ უნარში ყველას აჯობეს.

ისტორია

ელფები ყველაზე უკეთ ფლობენ მაგიას. გიგანტების რასის დაცემის შემდეგ, მათი ოსტატობა ამ განხრით კარგად დაეხმარათ, და გარკვეული დროის განმავლობაში ამან ისინი წამყვან რასათ აქცია. თუმცა, მათი ომი ორკებთან კონტინეტზე ბატონობისათვის კრახით დამთავრდა ადამიანთა ღალატის გამო. ეს ძალიან მოულოდნელი იყო, ელფები ხომ ადამიანებს ძალიან კარგად ებყრობოდნენ, მაშინაც კი როდესაც ადამიანები მონები იყვნენ. ელფებმა დიდი დრო დახარჯეს მათთვის მაგიის სწავლებაში. სამწუხაროდ იმის ნაცვლად, რომ ელფებს დახმარებოდნენ ორკებთან ბრძოლაში, ადამიანებმა თავად გადაწყვიტეს კონტინენტზე კონტროლის აღება. ელფებმა დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება, და ახლა მათ უკვე აღარ აქვთ დიდი ზეგავლენა კონტინენტზე.

მთავარი კლასები

მებრძოლი

არ მოტყუვდეთ მათი მსხვრევადი სხეულით! ელფები ძლიერი მეომრები არიან. მათი მოქნილი სხეული ნებას აძლევს მათ იმოძრაონ სწრაფად და მოქნილად. ისინი ხმლის ოსტატები არიან, ფლობენ ხმალს როგორც მათრახს… ეს უბრალოდ უნდა ნახოთ!

მაგიკოსი

ელფები დაბადებიდანვე ფლობენ მაგიურ შესაძლებლობებს. კარგად განსწავლულნი ისინი სრულყოფილად ფლობენ საკუთარ დარგს. ელფი მაგიკოსი – ეს ძლევამოსილი ქმნილებაა! თუმცა არიან ძლიერი მაგნი, ფიზიკურად ისინი ძალიან სუსტნი და ადვილად მოსაკლავნი არიან. კარგად დაფიქრდით, სანამ ელფ მაგიკოსს აირჩევთ. ჯერ დარწმუნდით რომ, თქვენი სტიქია მართლაც მაგიაა!

ბნელი ელფები

თავდაპირველად ბნელი ელფები ელფების რასას ეკუთვნოდნენ. მათ ბნელი უწოდეს მას შემდეგ რაც მათ დაიწყეს ღმერთი გრან კაინის თაყვანისცემა, რომელიც შეპირდა მათ ძალის მიცემას. მათმა კანმა ახალი შეფერილობა მიიღო, ეს იყო მუტაცია, რომელმაც ფიზიკურად განაცალკევა ბნელი ელფები თავისი ძველი მოდგმისგან. ელფები და ბნელი ელფები განცალკევდნენ და ერთმანეთის წყენა გულში ჩაიმარხეს. ეს მტრობა დღესაც გრძელდება. ბნელი ელფები ცხოვრობენ მიწის ქვეშ ან ბნელ ტყეში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივი ელფებივით დიდი არ არის.

გარეგნობა

გარეგნობა მთლიანობაში ისეთივეა როგორც ჩვეულებრივი ელფების, მთავარი განსხვავება უფრო მუქ კანის ფერშია. ღამით ისინი უჩინარდებიან, მაგრამ მათ შეუძლიათ თქვენ დაგინახოთ.ბნელი ელფები ატარებენ ნაკლებ სამოსს – ძალიან ცოტას ადამიანთა აზრით.

ისტორია

ბნელები უფრო გვიანი ელფების ნაირსახეობაა. მათმა მუდმივმა სწრაფვამ ძალაუფლებისკენ მათი სახის ნაკვთები ადამიანთა მსგავსი გახდა. მათ წასვლას ღმერთ გრან კაინთან მოჰყვა მათი დაინტერესება აკრძალული ხელოვნებით შავი მაგიით. უფრო საშინელი ბნელი ელფების ისტორიაში არის ხის ელფების, მათი ტყიური ძმების დაღუპვა. ამ ტრაგიკული დღიდან მთელი ისტორია ბნელიელფების სისხლით არის შეღებილი.

ძირითადი კლასები

ბნელი ელფი მეომარი

ბნელი მეომრები ძალიან სწრაფი და სახიფათო არსებები არიან. მათი მთავარი იარაღი მათი სხეულია – მათ შეუძლიათ საოცრად სწრაფად მოძრაობა. თუ გსურთ იყოთ სწრაფი და მომაკვდინებელი – დაიწყეთ თამაში ბნელი მეომრით. თუ ბნელ მეომართან ბრძოლისას ერთი წამით მაინც გაგეფანტათ ყურადღება – თქვენ დაიღუპებით! ფოლადის ცივი მახვილი მომენტალურად წააცლის თავს მოდუნებულს.

ბნელი მაგიკოსი

ბნელი მაგიკოსები ოსტატდებიან შავ მაგიაში. არიან რა, ღმერთ გრან კაინის მიმდევრები, ისინი იყინებენ უძლიერეს შელოცვებს მტრის გასანადგურებლად. მათი თანდაყოლილი მაგიური ნიჭი ბევრად ძლიერი ელფებზე. მიაქციეთ ყურადღება ამ კლასს, თუ გული მიგიწევთ შავი მაგიის გამოყენებისაკენ.

ორკები

ორკთა რასა ამტკიცებს, რომ მათ სისხლში ცოცხლობს ცეცხლის ღმერთი პააგრიო. და ამიტომაც არიან ისინი ძლიერ ენერგიულები და უყვართ ყველაფერი, რაც კავშირშია ცეცხლთან. ეს მეომართა რასაა, და მთელი მათი ისტორია დაუსრულებელი ომებით არის სავსე. მარცხის შემდეგ, რომელიც მათ ელფების და ადამიანების გაერთიანებულმა ძალამ უბოძა რამდენიმე საუკუნის წინ, მათ დაკარგეს კონტინენტზე კონტროლი. დაბალი კლასის ორკები დავიდნენ პრიმიტიულ დონეზე, და გადაიქცნენ მონსტრებად. თუმცა კეთილშობილი ორკები, რომლებსაც აქვთ ინტელექტი ადამიანებზე ბევრად მაღალიც კი, განავითარეს საკუთარი კულტურა, და ახლიდან დაიწყეს გავლენის გაფართოება.

გარეგნობა

ორკები ბევრად მსხვილები და მაღლები არიან ადამიანებთან შედარებით. მათ განიერი მხრები და კარგად განვითარებული კუნთები აქვთ. ისინი გამოიყურებიან (და არიან) დიდ, ძლიერ ქმნილებებად. ბევრს მათი მზერისაც კი ეშინია ისეთი საშიშნი არიან!

ისტორია

ორკთა რასა შექმნილი იყო ქალღმერთი აინჰასადის მიერ ცეცხლის ღმერთ პააგრიოს დახმარებით. გაჩენისთანავე ორკები ძალიან მებრძოლნი იყვნენ. უხსოვარი დროიდან ისინი ბევრ ომში მონაწილეობენ.

გიგანტთა დაცემის შემდეგ, ორკებმა გამოიყენეს თავის ყველაზე ძლიერი არმია რათა კონტინეტის მართველობა ხელში ჩაეგდოთ. მარცხის შემდეგ, რომელიც ადამიანებმა და ელფებმა აგემეს, ისინი გაიხიზნენ კონტინენტის ჩრდილოეთით. იმ დროიდან, როდესაც ორკთა ნაწილი დადაბლდა და დავიდა ცხოველთა დონეზე, ორკთა რასას თითქმის სრულიად გამოეცალა გავლენა. ახლა ისინი ცხოვრობენ მიწებზე, რომელსაც აკონტროლებენ ადამიანები, და მათთან საკმაოდ მძიმე ურთიერთობა აქვთ.

მთავარი კლასები

ორკი მებრძოლი

როდესაც საქმე სუფთა ფიზიკურ ძალაზე მიდგება, ორკ მებრძოლებს ტოლი არ ჰყავთ. უდიდეს ფიზიკურ ძალასთან ერთად ისინი დაჯილდოვებულნი არიან საზარელი გარეგნობით, და ამიტომ არავის სურს მათთან შერკინება. თუ გიყვართ რაიმეს ნაცარტუტად ქცევა, მტვრევა და დასახიჩრება – გახდით ორკ მეომარი

ორკი მაგიკოსი

უხსოვარი დროიდან, მაგიკოსი ორკები იყვნენ გრძნეულნი, რომელნიც ეხმარებოდნენ მეომრებს ბრძოლებში. მათ დიდი გავლენა აქვთ ორკთა საზოგადოებაში. რადგან ისინი – ორკები არიან, ისინი ძალიან ძლიერნი არიან ფიზიკურად და სხვა რასების მაგიკოსებს ბევრად აღემატებიან ფიზიკური ძალით. მათი მაგიური ძალა ოდნავ სუსტია სხვებზე, მაგრამ, მაგიკოსი ორკი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უნდა რომ გააერთიანოს მაგიკოსის და მეომრის ფასეულობები ერთ პერსონაჟში.

ჯუჯები

შექმნილნი იყვნენ მიწის ქალღმერთ მაფრის და შექმნის ქალღმერთ აინჰაზადის მიერ. სხვა რასებთან შედარებით ისინი ბევრად დაბლები არიან, მაგრამ შესანიშნავი ოსტატები არიან და ბრწყინვალედ ფლობენ ხელობებს. არიან რა კარგი ოსტატები, მათ წამყვანი პოზიცია უჭირავთ ისეთ სფეროებში როგორებიცაა: იარაღის დამზადება, არქიტექტურა, სკულპტურა და იუველირული სამქე. ისინი ასევე ფლობენ მშვენიერ ბუღალტრულ თვისებებს და ბიზნესს ატრიალებენ მთელს კონტინეტზე. პრაქტიკულად ჯუჯები აკონტროლებენ კონტინენტის მთელ ეკონომიკას.

გარეგნობა

ჯუჯები ძალიან დაბალი რასაა – ადამიანთა სიმაღლის მხოლოდ ნახევარი არიან. კაცი ჯუჯები ძლიერნი არიან, გამაოგნებლად ძლიერი ხელებით. ქალი ჯუჯები კი უფრო ადამიანის ბავშვს გვანან ვიდრე ჯუჯების სუსტი სქესის წარმომადგენლებს.

ისტორია

გიგანტების ერის დასრულების შემდეგ, ჯუჯები განზე დარჩნენ ომისგან, რომელშიც ყველა რასა იყო ჩართული. ამის მაგივრად ისინი დაადგენ ბიზნესის და მოგების გზას. სხვა რასები თვლიდნენ, რომ ჯუჯები განზე არ უნდა ყოფილიყვნენ, რომ ისინი ვინმეს გვერდძე უნდა მდგარიყვნენ. ბევრი ჯუჯა დაზარალდა იმის გამო, რომ სხვა რასას აყვა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათი გაწვრთნილი ხელების და საქმისადმი სწრაფვამ ჯუჯების რეპუტაცია მთელ კონტინეტზე გაზარდა.

მთავარი კლასები

მეომარი

ჯუჯების მეომარს იგივე ატრიბუტები აქვს რაც სხვა რასების ძირითად კლასების მეომრებს. ამას დამატებული მათ გააჩნიათ შეგროვების, შექმნის და დაშლის უნარი. ჯუჯას ურჩევნია შეაფასოს მოწინააღმდეგის იარაღი ვიდრე შეებრძოლოს მას. თუმცა, ისინი საკმაოდ კარგად ბრძოლობენ. მზად ხართ გახდეთ უდიდესი (და უმდიდრესი) კომერსანტი მთელს კონტინეტზე?

ქალაქები
ადამიანების ქალაქი (Talking Island)

Talking Island-ი მდებარეობს Gludio-ს სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს. მას ხშირად სტუმრობენ დამწყები რიცარები და მაგები. ადრე როცა ელფების რასა მართავდა კონტინენტს, ამ კუნძულზე იყო სკოლა რომელიც დააარსეს ელფებმა რათა ესწავლებიათ ადამიანებისთვის მაგია. მას შემდეგ რაც ელფებმა დატოვეს კუნძული, რამოდენიმე მაგიკოსმა დააარსა მაგიის სკოლა რათა მოემზადებინათ ახალგაზრდა ნიჭიერი მაგები. და რათა კუნძულზე გაიხსნა ადენის ისტორიული სედრიკის დარბაზი, ამიტომ ბევრი დამწყები რიცარიც სტუმრობს ამ კუნძულს.

ელფების ქალაქი (Elven Village)

უძველესი დროიდან, სოფელი რომელიც მდებარეობს ტბაზე, დასახლებული იყო ელფებით, რომლებიც ჰარმონიაში ცხოვრობდნენ ახლო მდებარე ტყესთან და ვითარდებოდნენ “მსოფლიო ხის” (World Tree Glade) დაცვის ქვეშ. მას შემდეგ რაც მათ უღალატეს ადამიანებმა, თორმეტმა უხუცესმა ელფების ქალაქიდან შექმნეს ძლიერი, მაგიური ველი ტყის გარშემო, რათა აღეკვეთათ სხვა რასების შემოსევები. თუმცა ბნელ ელფებთან ომის განმავლობაში, ექვსი უხუცესი მოკვდა და მაგიური ველი შესუსტდა. ახალგაზრდა ელფები ამტკიცებდნენ, რომ აღარ იყო საჭირო სამყაროსგან იზოლაციაში ცხოვრება. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მაგიური ველი მოიხსნა და დიდი ხნით დამალული ელფების ციტადელი ისევ ხილული გახდა დანარჩენი მსოფლიოსათვის.

ბნელი ელფების ქალაქი (The village of Dark Elves)

ბნელი ელფების სოფელი მდებარეობს დიდ გამოქვაბულში, ჩრდილოეთით მდებარე “ნისლის” ქედში. იქ სუფევს ბოროტი და არასასიამოვნო ატმოსფერო. სოფლის ზემოთა ნაწილი უჭირავს უზარმაზარ ლითონის ნაჭრებს. სოფლში არის ბნელი ტბა, რომლის შუაგულშიც აღმართულია გიგანტური შილენის (Shilen) ქანდაკება. თუმცა სოფელი ყოველთვის სიბნელეშია, ბნელი ელფებს ეს არ უქმნით პრობლემას სოფელში გადაადგილებისას. ელფების წყევლის გამო, ბნელი ელფები ცოტათი არაკომფორტულად გრძნობენ თავს მზეზე, სამაგიეროდ მათ ააქვთ შესანიშნავი მხედველობა სიბნელეში.

ჯუჯების ქალაქი (Dwarven Village)

ჯუჯების სოფელი ჩამალულია მთათა ჯაჭვში და იზოლირებულია გარე სამყაროსგან. გნომები ეთაყვანებიან მაფრეს – მიწის ქალღმერთს. მაფრეს ტაძარი გამოიყურება უბრალოდ და შეუმჩნევლად. გიგანტური მატლის მკვლელის – ლუსიენის ქანდაკება დგას სოფლის მოედნის ცენტრში, რათა მიეგოს პატივი სახელოვან მეომარს, რომელმაც განგმირა საშინელი მონსტრი. გნომები რომლებიც დაიბადნენ ამ სოფელში ხშირად რისკავენ და გადიან სოფლიდან შორეულ მიდამოებში რათა მოაგროვონ რესურსები თავიანთი წარმოებისთვის, მაგრამ ხშირად ბრუნდებიან, რათა იმუშაონ და შექმნან შესანიშნავი საქონელი.

ორკების ქალაქი (The Orc Village)

ორკების სოფელი მდებარეობს უკვდავების პლატოზე. სოფელს გარს არტყავს მაღალი და მკვრივი შიდა კედელი, რაც საომარ ციხესიმაგრეს უფრო გავს ვიდრე საცხოვრებელ სოფელს. სოფლის ცენტრში დგას გიგანტური ჩირაღდანი სადაც ანთია წმინდა ცეცხლი პაგრიო. ამ ადგილას ორკები აგრძელებენ ვარჯიშს და ელოდებიან იმ დღეს, როცა ისინი თავიანთ თავს გმაოაცხადებენ კონტინენტის ბრძანებლებად.

კიდევ 10000 ქალაქია რომელთა ჩამოთვა შეუძლებელია

და ბოლოსთვის ჩემი ჩარაქტერები :


ყველა ჩემი ჩარია :))

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თამაშზე მარა ამით დავკმაყოფილდეთ

წყარო:predator.ge 50 % მე 50 % :DD

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close