გართობა

ვიდეო თამაშების საუკეთესო თრეილერები

333e4a27d78e

ვიდეო თამაშების ინდუსტრია დღითიდღე იზრდება და ნელ-ნელა კინოინდუსტრიასაც კი უტოლდება.მაგალითად ცნობილი თამაშის “GTA 4”-ის დამზადება 100 მილიონი დაჯდა, ხოლო პირველ ექვს თვეში შემქმნელებს 500 მილიონი დოლარი მოუტანა 6 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით. თამაშების მარკეტინგი ძირითადად ინტერნეტზეა დაფუძნებული, ყველა მსხვილი სტუდია თამაშის რელიზამდე რამდენიმე თვით ადრე ავრცელებს თრეილერს. ამ თრეილერზე საკმაოდ ბევრია დამოკიდებული, ამიტომ სტუდიები მათ დიდ ყურადღებას უთმობენ. გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ თრეილერს.

პირველი თრეილერი არის თამაშიდან “The Witcher”, შეიძლება ეს თრეილერი ახლანდელ სტანდარტებს ბევრით ჩამოუვარდება, თუმცა ჯერ კიდევ კარგად გამოიყურება. 2007 წელს ეს თამაში ნამდვილი სენსაცია გახდა.

ეს არის იგივე თამაშის მეორე ნაწილის “The Witcher: Rise of the White Wolf”-ის თრეილერი, რომლის გამოშვებაც სამწუხაროდ გადაიფიქრეს.

შემდეგი თამაში ყველასთვის საყვარელი “Assassins Creed”-ია რომლის თრეილერიც თავის დროზე დიდ მიღწევად ითვლებოდა და ახლაც არ ჩამოუვარდება ბევრი თამაშის თრეილერს.

იგივე თამაშის მეორე ნაწილის თრეილერი,რომელიც ჩემი აზრით კიდევ უფრო კარგი იყო ვიდრე პირველი ნაწილი.

და ახლახანს გავრცელებული მესამე ნაწილის თრეილერი.

ესეც 2009 წლის აბსოლიტური ტრიუმფატორი PC თამაშებს შორის “Dragon Age: Origins” თრეილერი.

იგივე თამაშის მეორე თრეილერი.

ამ თამაშს ქვია “Brink”, მისი რელიზი დაგეგმილია 2011 წლის პირველ მეოთხედში.

ესეც ჩემი საყვარელი თამაში, “Mass Effect 2”, ამ თამაშის გახმოვანებაში ისეთი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას როგორებიც არიან მარტინ შინი (Departed) კერი-ენ მოსი (Matrix) და სეთ გრინი (The Italian Job)

და ბოლოს, სულ ახლახანს გავრცელებული თრეილერი თამაშისა, რომელსაც დიდი იმედით ველოდები-“Medal of Honor”, ამ თრეილერის რეჟისორია “linkin park”-ის წევრი ჯო ჰანი, მუსიკა-ამავე ჯგუფის ჯერ არ გამოსული ალბომიდან “A Thousand Suns” სიმღერას ჰქვია “The Catalyst”. თრეილერი ნახევრად არის CGI, ნახევრად ნამდვილი კადრები.

თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ ასეთ პოსტს!

ამ პოსტის კითხვაა…

b4fadc80b9a1

ჩემი პასუხი, როგორც ზემოთაც ავღნიშნე არის “Mass Effect 2”.

48c353539ffd

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button