სურათებიუკატეგორიო

მინიატურების ოსტატი

ძალიან მოხერხებულ ადამიანზე იტყვიან ” ეს ისეთია რწყილს გაატყავებსო”. ზუსტად ასეთია Nicolay Aldunin და მას გატყავება კი არა რწყილის ნალებით დაჭედვაც კი შეუძლია

მას ამჟამად ათასამდე ნამუშევარი აქვს გაკეთებული. ზოგიერთი მათგანის დასამზადებლად მას რამოდენიმე საათი სჭირდება ზოგიერთისთვის კი ნახევარი წელი, მაგალითად კალაშნიკოვისთვის.
ყველა სკულპტურა დამზადებულია ოქროსგან. იგი თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად თვლის რუსულ ტანკს T-34 -ს, რომელიც დამზადებულია 257 დეტალისაგან.
ნიკოლაი ადულინი ყიდის თავის მინიატურებს, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებული ნამუშევრები რომლებსაც არ გაყიდის ესენია კალაშნიკოვი და რწყილი.
რწყილის ერთი ნალი იწონის 0.00000004419 გრამს, ასე რომ თუ თქვენ გაქვთ ერთი გრამი ოქრო შეგიძლიათ ასეთი 11,314,772 წყვილი ნალი დაამზადოთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close